მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა იმდორინდელი ნივთები ჯერ კიდევ შემორჩათ ადამიანებს, ნუ იჩქარებთ მათ გადაგდებას, ნახეთ, როგორ შეიძლება აჩუქოთ მათ მეორე სიცოცხლე.
1. რადიატორი
რადიატორები, მიუხედავად იმისა, რისგან არის ის დამზადებული, სახლის ყველაზე ესთეტიურ დეტალს როდი წარმოადგენს. თუმცა არ ღირს აჩქარება და მისი მიჩქმალვა. დიზაინერული ხრიკების წყალობით ის შესაძლოა სახლის შესანიშნავ ატრიბუტად აქციოთ.
ნეიტრალური ფერის რადიატიორი, მაგალითად თეთრი, შავი, ვერცხლისფერი ან ოქროსფერი ლოფტის სტილს ძალიან უხდება, ნეიტრალურ კედლებს კი ფერადი რადიატორები დაამშვენებს.
2. პარკეტი
ძველი პარკეტი
3. ხის ფანჯარა
ბოლო დროს ყველა ცდილობს ძველი ფანჯრების ახლით, მეტალოპლასტმასით ჩანაცვლებას და ეს არც არის გასაკვირი, რადგან მეტალოპლასტმასი სითბოს კარგად ინარჩუნებს, თუმცა თუ ჯერ არ მიგიღიათ ეს გადაწყვეტილება გირჩევთ არ აჩქარდეთ. კარგად თუ დაუკვირდებით ხის ფანჯარა ბევრად ესთეტიურად გამოიყურება და ეკოლოგიურადაც სუფთაა.
4. თაბაშირის ჩუქურთმები
გეთანხმებით, თაბაშირის ჩუქურთმები ყველა ინტერიერს როდი უხდება და ცოტა არაესთეტიურადაც გამოიყურება ხოლმე, თუმცა თუ თქვენი სახლი კლასიკურ სტილშია მოწყობილი ამ ატრიბუტის შეარჩუნება თავისუფლად შეიძლება ისე, რომ არავინ გააღიაზიანოს.
5. კედლის კარადა
თავის დროზე ასეთ კარადაზე ბევრი დიასახლისი ოცნებობდა, თუმცა დღეს ის აღარავის ჭირდება _ გარდა იმისა, რომ დიდ ადგილს იკავებს არც სილამაზით გამოირჩევა. თუმცა, თუ დიდი სახლი გაქვთ და მაინც მოგწონთ ასეთი ტიპის ავეჯი შეგიძლიათ განაახლოთ და ისე დაამშვენოთ თქვენი ინტერიერი.
6. მრგვალი მაგიდა
მსგავსი ტიპის მაგიდა ჩვენს მიერ ხაზგასმულ დროს ნებისმიერი ოჯახის ატრიბუტი გახლდათ, რომელმაც ნელ-ნელა დაკარგა აქტუალობა, თუმცა თუ მაინც გაქვთ ასეთი მაგიდა გირჩევთ გაუკეთოთ რესტავრაცია და მოათავსოთ სამზარეულოში. ის თქვენს სახლს სიმყუდროვეს შესძენს.
7. საათი
მიუხედავად იმისა, რომ საათის ქონა სახლში აუცილებლობას არა წარმოადგენს, ის ნებისმიერ გაჯეტს აქვს, კედლის საათი დეკორის მნიშვნელოვან ელემენტად რჩება და თუ ძველი საათი შემოგრჩათ გირჩევთ ის ყველაზე თვალსაჩინო ადგილას დაკიდოთ.
8. ჩემოდანი
ნურც ძველი ჩემოდნების გადაყრას იჩქარებთ. გასაგებია, რომ ასეთი ნივთით სამოგზაუროდ წასვლას ვერავის ვურჩევთ, თუმცა ინტერიერის ნაწილად ნამდვილად შეგიძლით აქციოთ და დაგვერწმუნეთ, არ ინანებთ.