რემონტიდან დეკორაციაზე გადასვლა ადამიანებს ძალიან უხარიათ ხოლმე, რადგან სწორედ ამ დროს ეძლევათ შესაძლებლობა ფრთები შეასხან ნებისმიერ, თუნდაც არასტანდარტულ იდეასაც კი. განათება, იქნება ეს ბუნებრივი თუ ხელოვნური, ძალიან დიდ, გადამწყვეტ როლს თამაშობს ნებისმიერი ინტერიერის დიზაინში. ის იძლევა საშუალებას გაკეთდეს მართებული აქცენტები და გამოიკვეთოს ინტერიერის თავისებურებები.
ნებისმიერი ინტერიერი, ოთახი საჭიროებს ხელოვნურ განათებას. ამიტომაც, ლამაზი ჭაღის შერჩევა რემონტის აუცილებელი ეტაპია. თანამედროვე ჭაღები არა მარტო პრაქტიკულია, არამედ წარმატებით ითავსებენ ნებისმიერი ინტერიერის დეკორაციის როლს.
აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესოა, როგორ შევარჩიოთ ჭაღი ფორმისა თუ სტილის მიხედვით?
ვეცდებით კომპეტენტური რჩევებით დაგეხმაროთ და მომავალი წლის ტრენდებიც გავითვალისწინოთ.
აქტუალური ტენდენციები
ისევე, როგორც მოდის სხვა ნებისმიერ ტენდენციებს, დიზაინის ტენდენციებსაც გააჩნია ციკლი. ერთი შეხედვით ეს ტენდენციები ძალიან სწრაფად იცვლება. ეს ეხება განათების აქსესაურებსაც, იქნება ეს ჭაღი, ბრა, სანათი თუ სხვა რამ.
2018 წელს მოდას დაუბრუნდა სოფლის სტილის ჭაღები, რამაც თანამედროვე სახლს სოფლის სახლის სიმყუდროვე შეჰმატა.
ამ პერიოდში ქანთრის სტილის გარდა შეხვდებოდით ჭაღებს ეკო და ასევე მინიმალიზმის სტილში. ამ ტენდენციებიდან ზოგიერთი წელსაც იჩენს თავს. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელზეც გირჩევთ ყურადღების გამახვილება ჭაღის ყიდვის დროს.
1. გეომეტრიული მოტივები
მკვეთრი და ლაკონური ხაზები იძლევა საშუალებას, სინათლე თანაბრად ნაწილდებოდეს ოთახის სხვადასხვა კუთხეში.
2. რამდენიმე მასალის კომბინაცია
ჭაღების ფართო ასორტიმენტი პირველ რიგში მასალების სიმრავლით აიხსნება. ეს შეიძლება იყოს პლასტმასი, შუშა, მეტალი, ხე და ა.შ. წარმოიდგინეთ რა ლამაზი სანახობა იქნება ამ რამდენიმე მასალის ერთმანეთთან ჰარმონიულად შერწყმა. ეს ძალიან ორიგინალური იქნება და აუცილებლად მიიქცევს ყურადღებას.
3. შავი ფერი
შავი ფერი ინტერიერში ძალიან კონტრასტულად და მოდურად გამოიყურება. სწორედ ამიტომ არის შავი ჭაღი პოპულარობის პიკზე, მით უმეტეს, რომ ასეთი ჭაღი ნებისმიერ ინტერიერს ჰარმონიულად შეერწყმება. ის ძალიან უხდება როგორც მკვეთრ, ისე საკმაოდ თავშეკავებულ ფერთა გამას.
4. რაც მეტი, მით უკეთესი
დიზაინერები გვთავაზობენ უარვყოთ მოსაზრება, თითქოს ერთ ოთახში აუცილებლად ერთი ჭაღი უნდა იყოს. ამიტომ, თუ ოთახის პარამეტრები იძლევა ამის საშუალებას, სცადეთ ერთ სივრცეში ორი ჭაღის დაკიდება. ასე თქვენ შექმნით არა მარტო აქცენტებს, არამედ მოახდენთ სივრცის ზონირებას.
თანამედროვე ჭაღების შერჩევის კრიტერიუმები
ახლა კი მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ჭაღის შერჩევის დროს.
ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ ჭაღი ოთახში არის არა მარტო განათების საშუალება, არამედ:
1. ოთახის ზონირების საშუალება
2. ოთახის დიზაინის აქცენტი
3. მთავარი ან დამატებითი დეკორატიული ელემენტი
როგორ შევარჩიოთ ის ერთი ნივთი, რომელიც პრაქტიკულიც იქნება და ზემოთ ჩამოთვლილ ყველა მოთხოვნასაც დააკმაყოფილებს.
აი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება - კონკრეტულად სად უნდა დაიკიდოს ან მოთავსდეს სანათი მოწყობილობა:
1. განათება
განათების მხრივ თითოეულ ოთახს ინდივიდუალური მოთხოვნა აქვს. მაგალითად, სამზარეულოსა და მისაღებ ოთხში მაქსიმალური განათებაა საჭირო, საძინებელში კი - შედარებით სუსტი.
2. ოთახის ფართობი
ჭაღის შერჩევის დროს მისაღებსა თუ სამზარეულოში აუცილებლად გასათვალისწინებელია ოთახის ზომაც. პატარა ოთახში ერთი ცენტრალური ჭაღი აბსოლუტურად საკმარისი იქნება, დიდი ოთახისთვის უნდა შეირჩეს ერთი დიდი ზომის ჭაღი მრავალი ნათურით ან ერთი ცენტრალური ჭაღი და დამატებითი სანათები ოთახის სხვადასხვა ნაწილისთვის.
3. ჭაღის ფერი
ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ინტერიერის ფერთა გამა. ლამაზი ჭაღი უნდა იყოს ან მკვეთრი აქცენტი მშვიდი ინტერიერის ფონზე, ან უნდა იყოს შედარებით ნეიტრალური ფერის, რომელიც ჰარმონიულად შეეხამება ოთახის დიზაინს.
4. განათების ფერი
ზოგიერთ ოთახში, მაგალითად სამზარეულოში, უმჯობესია შეირჩეს ცივი ფერის განათება, რომელიც მაქსიმალურად გაანათებს სივრცეს. მისაღებისთვის კი შედარებით თბილ განათებაზე გირჩევთ ყურადღების გამახვილებას.
ჭაღის ტიპები ინტერიერში
დასაკიდი
ეს ჭაღის ყველაზე კლასიკური ვარიანტია, რომელიც თავის რთული კონსტრუქციის წყალობით შესაძლოა ინტერიერის ერთადერთი გასანათებელი აქსესუარი იყოს. ასეთი ნაკეთობა სპეციალური მყარი, დეკორატიული ჯაჭვით მაგრდება ჭერზე. ეს ინტერიერს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
ყველაზე ხშირად გვხვდება მეტალის, შუშის, ნაჭრის და ხის ჭაღები.
დასაკიდი ჭაღი შეიძლება იყოს მრავალნათურიანი და ერთნათურიანი. ერთნათურიანი აქტიურად გამოიყენება პატარა ზომის ოთახში, შესაბამისად, მრავალნათურიანი დიდ სივრცეს ემსახურება.
ჭერზე მისაბჯენი ჭაღები
როგორც უკვე მრავალჯერ აღვნიშნეთ, ჭაღის შერჩევის დროს ერთ-ერთი აუცილებელი გასათვალისწინებელი ფაქტორი ოთახის ფართობია - დიდ ოთახს დასაკიდი ჭაღი თუ უხდება შედარებით მცირე ზომის ოთახებში ძალიან ეფექტურად გამოიყურება ჭერზე მიბჯენილი ჭაღები.
ამ ტიპის ჭაღის დაკიდებას გირჩევთ:
კორიდორში
ბავშვის ოთახში
აბაზანაში
ეს სახლის ის ნაწილებია, რომლებიც, როგორც წესი, არ არის ხოლმე დიდი მოცულობის.
ჭაღების თავისებურებები
ჭაღის შერჩევის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ არა მხოლოდ მის ტიპს, არამედ მის სტილსა და გაფორმებას.
საამისოდ პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეთ, როგორ სტილშია გაფორმებული თქვენი ინტერიერი, მაგალითად, ჰაი-ტეკის სტილის ოთახს არანაირად არ მოუხდება კლასიკური მასიური ჭაღი.
შინაარსობრივად ყველა ჭაღი ორ ტიპად იყოფა, საბაზისო მოწყობილობა, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს კარგად გაანათებს და მოერგება და ორიგინალური ნივთი, რომელიც თან გაანათებს ოთახს და თან ეფექტურ აქცენტადაც იქცევა.
მაინც, როგორ გამოიყურება ყველაზე მოდური ჭაღები?
დიზაინერების თქმით, ამ წელს ყველაზე ტრენდული იქნება შემდეგ სტილში შესრულებული ნამუშევრები
კლასიკური
ეს გახლავთ დახვეწილი მოდელები, რომელიც ხაზს გაუსვამს ელეგანტურ ინტერიერს. ამ ტიპის მოდელის სხვა კონსტრუქციებისგან გარჩევა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. ის ყოველთვის განმოირჩევა მასალით, ეს მასალა კი, როგორც წესი, არის ან ნატურალური ხე, ან მეტალი, რომელიც გაფორმებულია არის ხოლმე შუშით ან ბროლით.
კლასიკური ჭაღების შემადგენლობაში ვერასდროს შეხვდებით პლასტმასს ან რაიმე მსგავს მასალას. ასეთი ჭაღები გამოირჩევა არა მარტო დახვეწილი ვიზუალით, არამედ ექსპლუატაციის ვადითაც.
არსებობს ასეთი ჭაღების ძალიან ძვირად ღირებული მოდელებიც, რომელიც ხელით არის დამზადებული.
კლასიკური ჭაღები ყველაზე ხშირად მისაღებში გამოიყენება, რადგან ეს ოთახი სახლში თითქმის ყოველთვის ყველაზე დიდი ზომის არის ხოლმე, კლასიკური ჭაღები კი, როგორც წესი, დიდი გაბარიტებისაა.
ქანთრი
ქანთრის სტილის ჭაღი ნებისმიერ ოთახს შინაურ ელფერს და განსაკუთრებულ სიმყუდროვეს სძენს. ეს მოდელი ხის სახლებიდან გადმოვიდა. თანამედროვე ქანთრის სტილის ჭაღმა მრავალი სტილი შეითავსა, თუმცა უპირატესობა მაინც ეთნიკურ მოდელს ენიჭება.
თავის მხრივ გამნატებელი საშუალებები იყოფა შემდეგ ტიპებად:
1. პროვანსი - სტილი, რომელიც ფრანგული პატარა ქალაქებისა და სოფლების ატმოსფეროს გადმოსცემს. პროვანსის სტილის სანატები გახლავთ ჭდური მეტალი რამდენიმე ნათურით ან ერთი აბაჟურით. სანათის ტექსტილის ნაწილი გახლავთ ღია ფერის და ხშირ შემთხვევაში ყვავილებიანი.
2. შალე - სტილი, რომელიც ალპური სოფლის ატმოსფეროს გამოხატავს. ასეთი ჭაღების დასამზადებლად გამოიყენება ნატურალური მასლა, როგორც წესი მეტალი, რომელსაც აქვს ჭედური დეკორატიული ელემენტები. ვიზუალურად ის შუა საუკუნეების ჭაღებს მოგაგონებთ მრავალი სანთლის მაგვარი ნათურით.
ლოფტი
ლოფტის სტილში გაფორმებული ოთახები მაღალი ჭერით გამოირჩეოდა, ამიტომ ამ შემთხვევაში აქტუალურია დასაკიდი ჭაღები და არა ჭერზე მისაბჯენი.
თუმცა თანამედროვე ლოფტის სტილი ადვილად შესაძებელია იყოს დაბალჭერიანიც, ასე რომ, ლოფტის სტილის ჭაღების მიმართ მკაცრი მოთხოვნებიც შერბილდა და აღარ არის იმის აუცილებლობა, რომ ის აუცილებლად დასაკიდი უნდა იყოს.
ლოფტის ტიპის ჭაღი უნდა აკმაყოფილებდეს ორ ძირითად მოთხოვნას, უნდა იყოს უბრალო და ლაკონური და უნდა ჰქონდეს მინიმალური რაოდენობის დეკორატიული ელემენტი.
ამ სტილში ხშირად გამოიყენება პროჟექტორის მსგავსი აქსესუარები. ლოფტის სტილის ჭაღები ძირითადად შუშისა და ალუმინისგან მზადდება. ცოტა უფრო ძვირფასი მოდელები შესაძლოა შეიცავდნენ ბროლსაც.
ბაროკო
არტ-დეკოს, იგივე ბაროკოს სტილის ჭაღები ბროლისგან მზადდება. როგორც წესი, ამ ტიპის ჭაღები გამიორჩევა მასიურობით და დიზანერები გვირჩევენ, ის მაღალჭერიან დიდ სივრცეში გამოვიყენოთ.
მოდერნი
მოდერნის სტილი კლასიკურის ბაზაზე წარმოიქმნა. ამ ტიპის ჭაღები არის ასიმეტრიული და ორიგინალური ფორმის. ყველაზე ხშირად ამ ტიპის ჭაღებს მეტალისა და შუშისგან ამზადებენ. შედარებით ძვირად ღირებული კონსტრუქციები შეიძლება იყოს ძვირფასი ხის, ვერცხლის, ცხოველის ძვლების და რქებისაც კი.
ჰაი-ტეკი
ჰაი-ტეკის ჭაღებს არ გააჩნია დეკორატიული ელემენტები. ეს გახლავთ სანათი ლაკონური გეომეტრიული ფორმებით. მის დასამზადებლად ხშირად იყენებენ ლითონს.
მინიმალიზმი
მინიმალისტური სტილის ჭაღები რაღაცით წააგავს ჰაი-ტეკის სტილს. როგორც ხვდებით, ასეთი ჭაღები გამოირჩევა სიმარტივითა და ლაკონურობით. ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია ყურადღება გამახვილებული იყოს ლაკონურ ხაზებსა და გეომეტრიულ ფორმებზე. ნაჭრის აბაჟურები ამ შემთხვევაში აბსოლუტურად მიუღებელია.
და ბოლოს, შემოგთავაზებთ ბოლო წლების ყველაზე მოთხოვნად და დახვეწილ მოდელებს.