არ არსებობს ინტერიერის განახლების ისეთი მარტივი გზა, როგორიც ტექსტილის შეცვლაა. თუმცა ამ შემთხვევაში იბადება ერთი საკმაოდ სერიოზული და საინტერესო შეკითხვა, როგორ შევუხამოთ ერთმანეთს შალითა, ფარდა და დეკორატიული ბალიშები.
შემოგთავაზებთ ამ საკითხთან დაკავშირებულ საინტერესო რჩევებს.
თანამედროვე მისაღები კომფორტული დივნის, სავარძლების, პუფის, ლამაზი ფარდების და ფერადი დეკორატიული ბალიშების გარეშე წარმოუდგენელია. რომელ დიასახლისს არ უნდა, რომ მისი სახლი მაქსიმალურად დახვეწილი და კომფორტული იყოს?
თანამედროვე ბაზარზე ტექსტილის ძალიან დიდი არჩევანია, იქნება ეს სადა, ფერადი, პრინტიანი, პრინტის გარეშე თუ სხვა.
ასეთი ფართო ასორტიმენტიდან სასურველის შერჩევა
მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. იმისათვის, რომ არ დაიბნეთ და ოპტიმალური შედეგი მიიღოთ, შეარჩიოთ მაქსიმალურად სათქვენო ტექსტილი, გირჩევთ მიჰყვეთ ამ საინტერესო რჩევებს.
1. შალითისა და ფარდების ფერთა გამა
თუ კედლები უკვე შეღებილი გაქვთ ან შპალერი გაკრულია, მაშინ ფარდებსა და ავეჯის შალითებს დამატებითი, ძირითადი ფუნქცია ეკისრება. და აი, ეს გხლავთ მთავარი კითხვა, რომელი ფერი შევარჩიოთ. დივნისა და ფარდების ფერი ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს უკვე არსებულ კედლების ფერს. ამ დროს კარგად დაფიქრებაა საჭირო, უნდა შეირჩეს ისეთი ფერიც, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში შეძლებს თქვენთვის ესთეტიკური სიამოვნების მონიჭებას. განიხილეთ არსებული ფერის არა მხოლოდ თბილი, არამედ ცივი ტონებიც. აქცენტის ფუნქცია კი მოდით, ბალიშებს დავუტოვოთ, ეს ელემენტი შეგიძლიათ შედარებით მკვეთრი ფერის შეარჩიოთ.
2. მონოქრომული ინტერიერი
თუ მიზნად მონოქრომული ინტერიერის შექმნა დაისახეთ, ტექსტილის შერჩევა რთული არ იქნება, ამ შემთხვევაში საქმე შედარებით მარტივად არის - ტექსტილში უნდა გამოიყენოთ არსებული ფერის სხვადასხვა ტონალობა. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ფაქტურის ქსოვილი. ნაზი, დახვეწილი ქსოვილი შედარებით უხეშ ფაქტურას შეუხამეთ. ყურადღება მიქციეთ ბალიშებს და ეცადეთ, რომ მისი შალითები იყოს შედარებით უხეში ქსოვილის და ძირითადი ფერის მსგავსი. ამ შემთხვევაში დასაშვები და აუცილებელიც კი არის ფერთა თამაში.
3. შეარჩიეთ სასურველი ორნამენტი ან ნახატი
გეომეტრიული ფიგურა, კლასიკური სისადავე, საინტერესო ორნამენტი. ამ მხრივ შეგიძლიათ გასაქანი მისცეთ თქვენ ფანტაზიას. ამ შემთხვევაში არჩევანი სტილის შესაბამისად უნდა გააკეთოთ. წესი მარტვია: რაც უფრო თანამედროვეა ინტერიერი, მით ორიგინალურია ორნამენტი.
4. იდეალური კომბინაცია - თეთრი + ორნამენტი
ტექსტილის შეხამების ყველაზე გამართლებული, მარტივად აღქმადი და მისაღები, ასევე დახვეწილი ვარიანტი გახლავთ თეთრი ფერი + ორნამენტი. თამამად შეუხამეთ თეთრ კედლებს ფერადი ორნამენტები. მაგალითად, თეთრი დივანი სხვადასხვა ფერის და სასურველია სხვადასხვა ზომის ფერადი ბალიშებით. ნუ შეშინდებით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ტექსტილი შეიძლება იყოს თამამი.
5. კრემისფერისა და ყავისფერის შეხამება ბუნებრივ მოტივებთან
მოგწონთ ინტერიერი კრემისფერში? თამამად შეუხამეთ მას მსხვილი, ბუნებრივი ორნამენტები. დაიწყეთ კედლებისა და იატაკის საერთო ნეიტრალური ფონით და შეურჩიეთ ტყავით გაფორმებული სავარძელი, ბალიშები ზებრის იმიტაციით, რამდენიმე აქსესუარი და დაასრულეთ ინტერიერი ნეიტრალური, ქვიშისფერი რბილი ავეჯით.
6. გამოიყენეთ ქსოვილების კოლექცია
ქსოვილის თანამედროვე მწარმოებლები უშვებენ კოლექციებს, რომელიც იძლევა საშუალებას შეარჩიოთ იდეალური ტექსტილის კომბინაცია მისაღები ოთახისთვის. ერთ ხაზში შედის გადასაკრავი ქსოვილი, ნაზი წული და სხვა. ეს გზა მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ შერჩევის პროცესს.
7. ორნამენტებით თამაში
მაგალითად, გიზიდავთ ყვავილებიანი ორნამენტები. შეარჩიეთ ბალიშებისთვის მსხვილი ყვავილების ორნამენტი, რომელიც მთელ ზომას მოიცავს, დივნისთვის კი შეარჩიეთ დიდყვავილებიანი შალითა.
8. კედლის ფერის ფარდები
ეს მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ თქვენს გეგმებში არ შედის აქცენტის ფანჯრებზე გაკეთება. გარდა ამისა, ერთი ფერის კედლები და ფარდები სივრცეს ვიზუალურად უფრო დიდს აჩენს.
9. ნუ შეუშინდებით მკვეთრ ფერებს
პასტელის ფერების ოთახში ნუ შეუშინდებით მკვეთრი ფერების გამოყენებას. დაამატეთ ინტერიერში მკვეთრი ფერის პუფი ან პლედი. ფარდები და ავეჯის შალითა უმჯობესია პასტელის ფერის იყოს.
10. ტექსტილი, როგორც დეკორაცია
2-3 ხელი ტექსტილის შერჩევით თქვენ მოგეცემათ საშუალება წელიწადში რამდენჯერმე განაახლოთ ინტერიერი. ზამთრისთვის ცალკე გექნებათ, ზაფხულისთვის სხვა და შემოდგომისთვის კიდევ სხვა. ასევე სასურველია იქონიოთ ტექსტილი სადღესასწაულო დღეებისთვის, ასე თქვენ შეძლებთ გაიხალისოთ ცხოვრება ზედმეტი დანახარჯების გარეშე.