სად და როგორ დავკიდოთ ნახატი - პრაქტიკული რჩევები

უადგილო ადგილას დაკიდებული ყველაზე ლამაზი და ძვირფასი ნახატიც კი კარგავს ფასს. მისის სათანადოდ აღქმა შეუძლებელი ხდება. თუ გვინდა, რომ ნახატმა, ტილომ, სრულად გადმოგვცეს ის ენერგია, რაც მასზეა აღბეჭდილი, ის აუცილებლად ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს დანარჩენ ინტერიერს. ამის გაკეთება კი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

შეიძლება ბევრმა არც კი იცის, რომ ნახატმა შესაძლოა ხაზი გაუსვას  ოთახის თავისებურებას და გარკვეული ნაკლიც კი დაფაროს. მაგალითად, განიერ ჩარჩოს აქვს უნარი სივრცე უფრო გააგანიეროს, ვერტიკალური ნახატი კი ოთახს უფრო მაღალს აჩენს.

ინტერიერში ნახატის განთავსების
დროს გირჩევთ შემდეგი კრიტერიუმებით იხელმძღვანელოთ:

1. არ ღირს დიდი ზომის ოთახში პატარა ნახატის განთავსება. უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ რამდენიმე ტილო დაკიდოთ. იდეალური ვარიანტი საშუალო და დიდი ზომის ტილოებია.




2. თუ ოთახი ვიწრო, კორიდორის ტიპის არის მაშინ ბოლო კედელზე გირჩევთ თვალშისაცემი ნახატის დაკიდებას, თანაც დიდი ზომის. ის გაათანაბრებს სივრცეს და შექმნის სწორ აქცენტს.



3. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ნახატები სწორად, თანაბრად ეკიდოს. ყველაზე ჰარმონიული მათი ცენტრის მიხედვით სწორებაა.



4. ნახატის განთავსების ოპტიმალური სიმაღლე 1,5 მ-ია.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები