როგორი ნახატები უხდება თანამედროვე ინტერიერს - ის დეკორის მთავარი ელემენტი ხდება


2021 წელს ნახატები ინტერიერში დეკორის უნივერსალური ელემენტია, რომელიც აქტუალურია ნებისმიერი დიზაინისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, ნახატის გამოსახულება უნდა შეეფერებოდეს საერთო ინტერიერს.

თანამედროვე სტილის ოთახებს თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები მოუხდება, აბსტრაქტული მოტივები, იმპრესიონიზმი და ა.შ.











კლასიკური სტილისთვის ცნობილი მხატვრების რეპროდუქცია იდეალური ვარიანტი იქნება.










ჰაი-ტეკს და მოდერნს კი პოსტერები, ფოტოები დაამშვენებს, ასევე მოდერნისტული და აბსტრაქტული ნახატები.












პროვანსის სტილისთვის უფრო შესა
ფერისი პეიზაჟებია, მაგალითად ზღვის სანაპირო.










ლოფტის სტილს შავ-თეთრი სურათები და ფოტოები უხდება. ასევე ციტატებიანი პოსტერები და სოცრეალიზმის სტილის ნახატები.










როგორ უნდა შევურჩიოთ ნახატი ინტერიერს ფერის მიხედვით

დამტკიცებულია, რომ ფერთა პალიტრა პირდაპირ მოქმედებს ადმიანის ნერვულ ფსიქიკაზე. სწორედ ამიტომ ნახატის ფერთა გამა ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ინტერიერის ფერს.

იდეალურია თბილი ფერების თბილთან, ხოლო ცივი ფერების ცივ ფერებთან შეხამება. თბილი ფერები სიმყუდროვეს ქმნის, ხოლო ცივი ფერები სივრცეს თავისუფლებას ანიჭებს.

არ დაგავიწყდეთ, რომ საერთო ინტერიერს ჰარმონიულად უნდა ეხამებოდეს არა მხოლოდ ნახატის, მისი ჩარჩოს ფერიც კი.

თუ ვისაუბრებთ კონკრეტულ ფერებზე, წითელი ფერი უხდება სამზარეულოს, კორიდორს, მისაღებსა და კაბინეტს.




ცისფერი ფერი უფრო საძინებლისა და მისაღების ფერია.









ყვითელი და ნარინჯისფერი უფრო ბავშვის ოთახის და ასევე მისაღების.









მწვანე ისევ მისაღების, კორიდორის და საძინებლის.







კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები