საახალწლოდ ყველა ოჯახი სამზადისშია, ყველა ცდილობს ნაძვის ხისთვის ახალი სათამაშოები შეიძინოს, თუმცა ყიდვა აუცილებელი სულაც არ არის, ამის გაკეთება საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ და შედეგად ძაილიან ლამაზ და ორიგინალურ სათამაშოებს მიიღებთ. ჩვენ კი, როგორც ყოველთვის, შევეცდებით საინტერესო და ორიგინალური იდეები შემოგთავაზოთ.
1. მაკარონის სათამაშოები
ცოტა უცნაუად კი ჟღერს, თუმცა ნაძვის ხის სათამაშოების გაკეთება მაკარონისგანაც კი არის შესაძლებელი, საამისოდ მხოლოდ ცოტაოდენი ფანტაზია და მაკარონი დაგჭირდებათ.
2. ასანთის კოლოფი
ნუ გადაყრით ასანთის ცარიელ კოლოფებს, შეფუთეთ ფერად ქაღალდებში და მიიღეთ საუცხოო ნივთები.
3. ბაფთა ზედმეტი არასდროს
ბაფთა საახალწლოდ ყველაზე მარტივი, თუმცა ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
4. გირჩები
გაისეირნეთ სკვერში, ბაღში და შეაგროვეთ გირჩები, გაალამაზეთ საკუთარი გემოვნებით და მიიღე ორიგინალური შედეგი.
5. შეკერილი სათამაშო
მოსართავი სათამაშოს საკუთარი ხელით შეკერვაც არის შესაძლებელი და ძალიან მარტივად. გამოჭერით სასურველი ფიგურა, შეარჩიეთ სასურველი ქსოვილი, ფერი და შეუდექით საქმეს.
6. დეკორატიული ნათურა
გადამწვარი ნათურა არ არის მიზეზი იმისა, რომ იგი აუცილებლად ურნაში გადააგდოთ. შეგიძლიათ შეღებოთ სხვადასხვა ფერებად, ბრჭყვიალა ან ჩვეულებრივი საღებავით და ძალიან ლამაზი სათამაშოები მიიღოთ.
7. მოიხმარეთ გასაბერი ბუშტი
თოკითა და გასაბერი ჰუშტებითაც შეგიძლიათ საახალწლო განწყობის შექმნა. ეს რთული ნამდვილად არ არის, შედეგი კი მართლაც შთამბეჭდავია.
8. ფორთოხალი
არომატული ფორთოხლის სათამაშოები გულგრილს არავის დატოვებს, საამისოდ უბრალოდ ფორთოხლის დაჭრა და ღუმელში გამოშრობა დაგჭირდებათ, განწყობა კი მართლაც ზღაპრული და საახალწლო შეიქმნება.
9. მარილიანი ორცხობილები
ასეთი ორცხობილები ნებისმიერ ოჯახს გააბედნიერებს.
10. ჯინჯერის ორცხობილები
ეს კი ყველასთვის საყვარელი ჯინჯერის ორცხობილებია, რომელიც გემრიელიც არის და ლამაზიც. სცადეთ, არ ინანებთ.