როგორ შევარჩიოთ ოთახის კარი? - უახლესი ტენდენციები და პრაქტიკული რჩევები

კარი ინტერიერის დიზაინის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც დანარჩენ კომპონენტებს ორგანულად უნდა ერწყმოდეს. თუ სახლის განახლება და დახვეწა გსურთ, კარების შეცვლა კარგი დასაწყისია.
სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია ციტადელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, თავდაპირველად, მიმოვიხილოთ 2022 წელს კარის დიზაინის რა ტენდენციები გვხვდება და შემდეგ - როგორ შევარჩიოთ ჩვენი სახლის შესაბამისი:
  • ფართო კარი - ოთახში, სადაც ორმაგ, სამმაგ და ოთხმაგპანელიანი კარია, მეტი სინათლე შემოდის და თვალიც სივრცეს უფრო მასშტაბურად აღიქვამს. ამგვარ კარს ძირითადად მისაღებ ოთახებში იყენებენ.
  • მინის კარი - თუ საკუთარ სახლში ცხოვრობთ, მინის
    კარი და კედლები მზის სინათლისა და მეტი სითბოს შემოსატანად ჭკვიანური არჩევანია.
  • სადა და კლასიკური კარი - სისადავე და სიმარტივე ყველა სახის ინტერიერს უხდება. რაც უფრო მინიმალისტურად არის გადაწყვეტილი ინტერიერი, უფრო გემოვნებიანი და მყუდრო გამოდის.
საინტერესოა, რა ფერებია წელს ტრენდული? - როგორც ციტადელში განმარტავენ, თეთრი და კლასიკური ხის ფერი დროს უძლებს. მოთხოვნადია კრემისფრის, ცისფრისა და მწვანეს პასტელური გრადაციებიც. ამასთან, მომხმარებელი ძირითადად არჩევანს „ნაკლებად პრეტენზიულ“ ტონებზე აჩერებს.

რა დეტალებს მივაქციოთ ყურადღება კარის შერჩევისას?
ციტადელის რეკომენდაციები:

კარის არჩევისას გაითვალისწინეთ სხვა მასალები, რომელსაც ინტერიერის დიზაინში იყენებთ
იმისათვის, რომ სახლში წესრიგის შეგრძნება იყოს, მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ბალანსი. მაგალითისთვის, თუ იატაკი ფერადი ან უხეშია, სჯობს კარის ტექსტურა და ფერი გლუვი და სადა იყოს. ამასთან, გლუვი მასალები სივრცეს უფრო „აგრილებს“ და კომფორტულს ხდის.

სწორად შეარჩიეთ ფერი
თუ თქვენი ბინა ბუნებრივად კარგად არ არის განათებული, მაშინ სჯობს, ღია ფერის კარზე გააკეთოთ არჩევანი, მაგალითად, თეთრზე ან კრემისფერზე.
სადა ტექსტურისა და ფერის შერჩევა მაშინაც რეკომენდებულია, როცა კედლები, იატაკი ან ავეჯი მკვეთრ ტონალობებშია გადაწყვეტილი.
დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მასალა, რომელსაც კარის დიზაინში იყენებენ, MDF-ია. ეს არის მერქანბოჭკოვანი ფილა, რომელიც ბუნებრივი ხის ნახერხისგან არის დამზადებული და მაღალი წნევისა და ტემპერატურის ქვეშ ერთიან ფილად არის შეკრული. MDF ბუნებრივი ხის პრაქტიკულ თვისებებს ინარჩუნებს, მასთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომია.
თანამედროვე ინტერიერის დიზაინი MDF-ს კარის გარეშე უკვე თითქმის წარმოუდგენელია. მაღალი მოთხოვნის გამო, მისი ტექნოლოგია კიდევ უფრო დაიხვეწა და არჩევანი მრავალფეროვანი გახდა.


ციტადელში განმარტავენ, რომ MDF-ს კარის მთავარი უპირატესობებია: სიმტკიცე, ნესტის მიმართ გამძლეობა, გლუვი და სწორი ზედაპირი და მისი სხვადასხვაგვარად დამუშავების შესაძლებლობა (შეგიძლიათ, მასზე ნებისმიერი ფერი გადააკრათ ან შეღებოთ).
MDF-ის კარის მრავალფეროვანი არჩევანისა და უახლესი ტენდენციების სანახავად მიჰყევით ბმულს.
თუ გსურთ, რომ თქვენ მიერ შერჩეულმა დიზაინმა დროს გაუძლოს, სჯობს არჩევანი კლასიკურ სტილზე გააკეთოთ როგორც MDF-ის, ისე ხის შემთხვევაში.
R

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები