ეს ქალბატონები სიმყუდროვესა და სილამაზეს არაფრისგან ქმნიდნენ, ნამდვილად ღირს თვალის გადავლება, ბევრ რამეს ვისწავლით. არც კი იფიქროთ, რომ ჩვენი ბებიების დროინდელი დეკორი მოდიდან გადავიდა და დიდი ხანია არავის სჭირდება. პირიქით, რეტროს სტილი, შეიძლება ითქვას, რომ პოპულარობის პიკზეა.
მთავარია, რომ თანამედროვე ბინის გაფორმებას გონივრულად მიუდგეთ და 70- 80-იანი წლების აბსოლუტური კოპირება არ გააკეთოთ, აი ვინტაჟური ნივთების გამოყენება კი ნამდვილად მისასალმებელია. ამას ნებისმიერი ინტერიერის დიზაინერი გირჩევთ. ასეთი არჩევანი თქვენს გემოვნებას გაუსვამს ხაზს. მოდით გადავხედოთ იმ ნივთებს, რომელთაც ჩვენი ბებიები იყენებდნენ და რომელთაც აქტუალობა
დღესაც არ დაუკარგავთ.
ყვავილებიანი შპალერი
ეს ძალიან თბილი და ლამაზი გადაწყვეტილებაა. მთავარია დაიცვათ ზომიერება, რომ სახლი სულ ყვავილებით არ აღმოჩნდეს დახუნძლული. ახლა აქტუალურია მსგავსი აქცენტის გაკეთება ერთ კედელზე ან ტექსტილით.
ნაქსოვი ხელსახოცები
ადრე მსგავსი ხელსახოცები თითქმის ყველა ოჯახში იყო, ახლა კი ეს ნივთი ვინტაჟურია და მისი ყიდვა მაღაზიებში შეგიძლიათ.
რკინის საწოლი
დღესდღეობით რკინის საწოლი რეტრო სტილის ერთ-ერთ ატრიბუტად მიიჩნევა და საკმაოდ ძვირადაც იყიდება.
ჭურჭლის კარადა
90-იანი წლების შემდეგ ჭურჭლის გამოჩენა მოდიდან გადასულ ტენდენციად მიიჩნეოდა, თუმცა დღესდღეობით, შეიძლება ითქვას, რომ ეს ტრადიცია აღდგა და ჭურჭლის კარადა ტრენდულად ითვლება. ყველაზე ლამაზად ეს კარადა არა სასტუმრო ოთახში, არამედ სამზარეულოსა და სასადილო ოთახში გამოიყურება.
ორნამენტებიანი ფარდა
ბოლო დროს ინტერნეტში სულ უფრო ხშირად გვთავაზობენ ორნამენტებიანი ფარდების შეძენას. დიახ, საუბარია ისეთ ფარდებზე, ჩვენს ბებიებს რომ ეკიდათ ხოლმე 80-იან წლებში. სხვათა შორის, მსგავსი სტილი ძალიან უხდება დიდ ფანჯრებს და ღია ფერის სამზარეულოს.
ოთახის მცენარეები ფანჯრის რაფაზე
ქოთნის მცენარეები მოდიდან არასდროს გადავა და ყოველთვის განსაკუთრებულ სიმყუდროვეს შესძენს ინტერიერს. მიბაძეთ ბებიებს და ადგილი ფანჯრის რაფაზე მიუჩინეთ.
დეკორატიული თეფშები კედელზე
გვერწმუნეთ, დეკორატიული თეფშები კედელზე ძალიან ეფექტური იქნება თუ ის სტილით და ფერით შეეფერება ინტერიერს.
მოწნული კალათა
ჩვენი ბებიები მსგავს კალათებში ძაფებს და გაზეთებს ინახავდნენ, ჩვენ კი შეგვიძლია სხვადასხვა დეკორატიული ნივთი მოვათავსოთ.
ჩემოდანი თვალსაჩინო ადგილზე
მსგავს ჩემოდანს დიზაინერები ხშირად იყენებენ როგორც ჟურნალის მაგიდას ან საწოლთან დასადგამ ტუმბოს.
ხალიჩა
გვერწმუნეთ, მსგავსი ტიპის ხალიჩა დღესაც აქტუალურია, თუმცა მასთან მიმართებაში უნდა დაიცვათ ერთი წესი - ავეჯი აუცილებლად უნდა იყოს თანამედროვე და ღია ფერის.