როგორ გავაფორმოთ მაგიდის ნაძვის ხე - ფოტოიდეები


ახალი წელი მოდის, ყველა ოჯახი ემზადება ამ დღესასწაულისთვის. მთავარი ატრიბუტი კი, ყველამ ვიცით, რომ ნაძვის ხეა. თუ არ გაქვთ დიდი ნაძვის ხის ადგილი ან მისი შეძენის საშუალება, გთავაზობთ ალტერნატიულ ვარიანტს - შეგიძლიათ აქცენტი დეკორატიულ, პატარა ზომის ნაძვის ხეზე გააკეთოთ. გარწმუნებთ, ესეც ძალიან ეფექტური გადაწყვეტილებაა, მით უმეტეს, თუ ჩვენს რჩევებსაც გაითვალისწინებთ მის მორთვა-გაფორმებასთან დაკავშირებით.

ნაძვის ხე კალათაში


შესანიშნავი იდეაა ნაძვის ხე მოწნულ კალათაში, რომელსაც მორთავთ სხვადასხვა ფერის ლენტებით ან სათამაშოებით. ქანთრის სტილი ძალიან მოუხდება თქვენს ინტერიერს.

მწვანე ნათება


თეთრ ინტერიერში მოთავსებული განათებული მწვანე ნაძვის ხე სრულფასოვანი ნაძვის ხესავით გამოიყურება და ძალიან ლამაზია.

ტკბილი ნაძვის ხე


ეს თეთრი ნაძვის ხე კი უბრალოდ ყვავილების ლარნაკშია მოთავსებული და გაფორმებულია კანფეტების ფერებში ან თუნდაც კანფეტებით. ნებისმიერი ბავშვის საოცნებო ნაძვის ხეა.

არაფერი ზედმეტი


ჩვეულებრივი ნაძვი უბრალო სათლში, სადა ვარიანტი და შესანიშნავი იდეაA აგარაკისთვის. არაფერი ზედმეტი, მხოლოდ ნაძვი.

სათამაშოების ნაცვლად ღია ბარათები



თუ მოსართავი ინვენტარის, სათამაშოების დეფიციტი გაქვთ გამოსავალი არსებობს - მორთეთ ნაძვის ხე ღია ბარათებით თუნდაც ოჯახური ფოტოებით, ეს ძალიან ორიგინალური და თბილი იდეაა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები