რატომ უნდა ეფაროს მაგიდას სუფრა არასადღესასწაულო დღეებშიც

ბოლო დროს სასადილო მაგიდაზე სუფრა სულ უფრო ნაკლებად ჩანს. ადამიანები უპირატესობას მაგიდის დაუფარავ ზედაპირს ანიჭებენ, ამასთან ზედაპირის გაწმენდა უფრო ადვილია, სუფრას კი რეცხვა სჭირდება.
მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო. ადრე სუფრა თითქმის წმინდა საგანად ითვლებოდა, ის საგულდაგულოდ იყო შერჩეული და დიასახლისს თვალი უნდა ედევნებინა, როგორც სახლის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ნივთისთვის.
მოდი ვნახოთ, რატომ უნდა ეფაროს სუფრა მაგიდას არა მხოლოდ დღესასწაულებზე.

პატივისცემის სიმბოლო


უხსოვარი დროიდან საჭმელი უფლის საჩუქარად ითვლებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭამა იყო მთელი რიტუალი, რომელშიც სწორად უნდა დაცულიყო
ყველა კომპონენტი: ჭურჭელი, კერძები და სუფრა. მაგიდაზე დავარდნილი ნამცეცებიც კი არ უნდა მოხვედრილიყო იატაკზე და არც სანაგვეში. პატივისცემით ექცეოდნენ თითოეულ ნამცეცს - ვახშმის შემდეგ სუფრის ტილოს იღებდნენ და ეზოში ფერთხდნენ, რომ ნამცეცები ფრინველებს აეკენკათ.
წინაპრებს სჯეროდათ, რომ სუფრა უფლის ხელის გულია და მასზე არასოდეს აკაკუნებდნენ, პატივისცემას კი უფთა და ლამაზი სუფრით გამოხატავდნენ. ხალხს სჯეროდა, რომ ტილოს ქსოვილი ერთიანობის იმბოლოა, შესაბამისად, მისგან დამზადებული სუფრა ხელს უწყობდა ოჯახში უთანხმოების თავიდან აცილებას.

მშვიდი ცხოვრებისათვის


კიდევ ერთი ნიშანი გახლდათ ის, რომ თუ დიასახლისი მაგიდას სუფრას ხმარობდა, მისი ცხოვრება მშვიდი და გაწონასწორებული იქნებოდა. სუფრის გარეშე მაგიდა ღარიბულად გამოიყურებოდა. ამიტომ დისახლისები ყოველთვის ცდილობდნენ,, მაგიდა ლამაზი სუფრით დაემშვენებინათ.

სუფრა და ფული


ამბობენ ასევე, რომ მაგიდამ სუფრის გარეშე უფულობა იცისო. ამიტომ მაგიდის ქვეშ მსხვილ კუპიურებსაც ინახავდენენ და სჯეროდათ, რომ ამას ბარაქა და ფინანსური კეთილდღეობა მოჰყვებოდა. გარდა ამისა, თუ გაჭირვებულ ოჯახს სტუმარი ეწვეოდა, სუფრის ქვეშ დანას დებდნენ და ეგონათ, რომ სტუმარი ცოტას შეჭამდა და მალე დანაყრდებოდა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები