ფანჯრის რაფის გაფორმების საინტერესო იდეები

ინტერიერის გაფორმების დროს ფანჯრის რაფები ხშირად გვავიწყდება ხოლმე. არადა, ფანჯრის რაფას თავისუფლად შეუძლია გახდეს ინტერიერის მთავარი აქცენტი და სივრცეს თავისებური ხიბლი შემატოს. მოდით ვნახოთ, როგორ შეიძლება გავაფორმოთ ფანჯრის რაფები.

სანთლები და სასანთლეები

ფანჯრის რაფაზე, განსაკუთრებით ღამის საათებში, ძალიან ლამაზად გამოიყურება სანთლები, ნებისმიერი კომპოზიცია ამ ნივთის მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მას ერთბაშად ორი ფუნქცია აკისრია, ერთი, რომ არის განათების დამატებითი წყარო და მეორე, ინტერიერს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს სძენს. თუმცა არსებობს ერთი გასათვალისწინებელი, მნიშვნელოვანი ფაქტორი - სანთელი ფარდისგან მაქსიმალურად მოშორებით უნდა განთავსდეს. სანთლის შერჩევის
დროს გაითვალისწინეთ ფერი და სტილი.

ფლორარიუმი

ეს გახლავთ მინის ჭურჭელში მოწყობილი პატარა მინი-ბაღი, რომელიც გამოირჩევა სილამაზით და ინტერიერის გაფორმების ძალიან კარგი საშუალებაა. ფლორარიუმის გაკეთება შესაძლებელია ნებისმიერ მინის ჭურჭელში, იქნება ეს ქილა, ლარნაკი თუ აკვარიუმი და საჭიროებს მინიმალურ მოვლას.

ფოტოები ან პოსტერები ჩარჩოში

თუ სახლში ბევრი დაბეჭდილი ფოტო გაქვთ, დაფიქრდით, ხომ არ გინდათ ეს ფოტოები ლამაზ ჩარჩოში მოათავსოთ და თქვენი ინტერიერის ნაწილად აქციოთ? მსგავსი დეკორის წყალობით შესაძლებლობა მოგეცემათ უფრო ხშირად გაიხსენოთ თქვენი ცხოვრების ლამაზი მომენტები.

სეზონური დეკორი

ვისაც ინტერიერის სეზონის მიხედვით განახლება და გაფორმება უყვარს, ეს იდეა ალბათ, ძალიან მოეწონება. დეკორად შეგიძლიათ გამოიყენოთ ამა თუ იმ სეზონისთვის დამახასიათებელი აქსესუარები, ნივთები.

მაკიაჟის გასაკეთებელი ზონა

შესაძლოა ფანჯრის რაფას გარკვეული ფუნქციაც კი მიანიჭოთ და თავადაც ისარგებლოთ, მაგალითად, ძალიან კარგი იდეა იქნება ქალბატონებისთვის მაკიაჟის ზონის მოწყობა, საამისოდ ფანჯრის რაფა იდეალური ადგილია, რადგან ეს ბუნებრივი განათების შესანიშნავი წყაროა.

წიგნები

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ფანჯრის რაფა ასევე შესანიშნავი ადგილია წიგნის წასაკითხად. განათავსეთ მასზე თქვენი საყვარელი წიგნები, ჟურნალები, მახლობლად კი დადგით კომფორტული სავარძელი ან დივანი, რომ წიგნის კითხვის პროცესი მაქსიმალურად განიჭებდეთ სიამოვნებას.

ხელოვნების ნივთები

თუ ფანჯარა ოთახის ცენტრში მდებარეობს და აქვს რაფა, არტომ არ უნდა ისარგებლოთ ამით? ცადეთ და განათავსეთ მასზე ხელოვნების ნიმუშები, პატარ ზომის ქანდაკებები, ლარნაკები, ნახეთ, რა ლამაზი კომპოზიცია გამოვა, რომელიც მთლიან სივრცეს განსაკუთრებულ ელფერს მიანიჭებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები