ეს მყუდრო ხის სახლი გულგრილს ვერავის დატოვებს - შეიხედეთ შიგნით!

თუ ძველ ტრადიციებს დაეყრდნობით, უპირატესობას ნატურალურ მასალას მიანიჭებთ და ქანთრის სტილსაც მოიშველიებთ, ძალიან მყუდრო და თბილი სახლის მეპატრონეები გახდებით. მსგავსი აგარაკი იდეალური ადგილია ქაოსური ყოველდღიურობისგან თავის დასაღწევად.



ეს შესანიშნავი და მყუდრო ხის სახლი სამხრეთ პოლონეთში, ქალაქ ზაკოპანედან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. მისმა მფლობელმა ბავშვობა ბებია-ბაბუასთან ერთად სოფელში გაატარა და საკუთარი თვალით უყურებდა, როგორ ამუშავებდა ბაბუა მიწას, როგორ უვლიდა შინაურ ცხოველებს.


როდესაც გაიზარდა, ბიზნესით დაკავდა, შექმნა ოჯახი და გაუჩნდა სურვილი ქალაქგარეთ ისეთივე თბილი და მყუდრო სახლი აეშენებინა, რომელიც ბავშვობას მოაგონებდა და

რომელშიც განმარტოებასა და დასვენებას შეძლებდა, რა თქმა უნდა, საყვარელ ოჯახთან ერთად.


გადაწყვიტა, სახლი ხის ყოფილიყო. მეუღლეც დაითანხმა. სახლის ასაშენებლად ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა, უნდოდა, რომ მშენებლობა ტრადიციების სრული დაცვით წარმართულიყო. შედეგად, დახელოვნებული ოსტატების ნამუშევარი მართლაც საუცხოო გამოვიდა. სახლის დიზაინში გამოყენებულია ყველა ის დეტალი, რაც დამახასიათებელია პოლონეთისთვის, ხეზე კვეთა, ხის დამუშავება. ყველაფერი კი ჰარმონიულად არის შერწყმული ქანთრის სტილთან. ამ სახლში ზედმეტი და უგემოვნო არაფერია. აქ ერთმანეთთან არის შეხამებული ავეჯი, ბუხარი, ტექსტილი და ჭურჭელიც კი, ასევე დანარჩენი აქსესუარები.



სახლის მთავარი ღირსება ღვინის მარანია. გარადა ამისა, სახლს აქვს ფართო ვერანდა, აუზი და რაღა თქმა უნდა, შესანიშნავი ხედი. იქვე ახლოს ცხვრების ფერმაა, ასე რომ, სახლის მეპატრონეებს აქვთ საკუთარი რძე, ყველი და მაწონი. მშვენიერი ბონუსია, არა?

კომენტარები

ნამცეცა 2017-07-13 16:14
ღმერთმა ყოველ ქართველს მისცეს ასეთი ,,ფუქსავატური" სახლი. ბედნიერება სახლია.
manana 2017-07-08 17:24
Dzalian momwon
nino 2017-07-05 08:10
saxli ki ara xelovnebis nimushia.usayvarlesia
nia 2017-04-11 08:36
tu tkven tviton icit gtxovt mec amixsnat ras nisnavs fuqsavaturi saxli
დარია 2017-03-05 18:43
ნამეტანი ფუქსავატუოია

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები