ამ ბიზნესმენმა საკუთარი სასახლე დიდ ბრიტანეთში ქვეყნის საუკეთესო ოფისად გადააკეთა

სტანდარტული ოფისების თანამშრომლები მადლიერები არიან დამქირავებლის იმ შემთხვევაში, თუ მათ ეკუთვნით სადილის ვაუჩერები ან თუნდაც ერთი ჭიქა ყავა. ამ კონკრეტული ოფისის თანამშრომლები კი რიგი პრივილეგიებით სარგებლობენ. მათ აქვთ უფასო ლუდი, ყოველთვიური კომუნალური კომპენსაციები, 45 %-იანი ბონუსი და ყოველწლიური ხელფასიანი შვებულება. გარდა ამისა, ამ ოფისის თანამშრომლებს გადაეცემათ 5 ათასი ფუნტი სტერლინგი, ანუ 6100 აშშ დოლარი საქველმოქმედო ფონდში გადასარიცხად. საქველმოქმედო ფონდს თანამშრომელბი თავად ირჩევენ.



ყველა ამ ინიციატივას და წამოწყებას სათავეში უდგას კრის მორლინგი, ამ ოფისის დამფუძნებელი და დირექტორი. მისი მიზანი იყო, შეექმნა

საუკეთესო სამუშაო ადგილები.



- ჩემს გუნდზე ზრუნვა ჩემი უპირველესი ამოცანაა, - ამბობს იგი, - ეს გუნდი, ჩემი თანამშრომლები, ჩემი ყველაზე ძვირფასი აქტივია, - დასძენს ბიზნესმენი.



მთავარი ოფისის რემონტი ბიზნესმენს 3,7 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა. შტაბბინის განახლების დროს რჩევებს ყველა თანამშრომელს ეკითხებოდნენ.



დღესდღეობით ამ ოფისის თანამშრომლებს შეუძლიათ საქმინაი შეხვედრები წარმართონ ბიბლიოთეკაში, ან თუნდაც ყინულოვან გამოქვაბულში. ასევე შეუძლიათ გამოიყენონ კინოდარბაზი, რომელიც "ვარსკვლავური ომების" სტილშია მოწყობილი. ოფისი ძალიან კრეატიულია და ძირითადად ნარინჯისფერშია გადაწყვეტილი.



საუბარია იმაზე, რომ ეს ოფისი იყოს ყველაზე პროდუქტიული სამუშაო ადგილი. დიზაინი მომუშავე პერსონალზე მორგებით შევარჩიეთ, გავითვალისწინეთ რა მათი მოთხოვნები და ინტერესები. ზოგ ადამიანს ფეხზე მდგარს სურს მუშაობა, ზოგს მარტოს, ყველაფერი ისე გავაკეთეთ, რომ ნებისმიერმა თანამშრომელმა სამსახურში თავი ძალიან კომფორტულად იგრძნოს.



ეს ოფისი 7 წელია არსებობს და 7-დან უკვე 50 თანამშრომლამდე ავიდა. დირექტორი პერსონალის მიღებას აგრძელებს.

მორლინგი კარგად იცნობს ცნობილ ინტერიერის დიზაინერ ლოურენს პლეველინ ბოუენს. მან ეს დიზაინერი იმიტომ მოიწვია, რომ სჭირდებოდა არასტარნდარტულად მოაზროვნე ადამიანი. დიზაინერსაც ძალიან კარგი შანსი მიეცა დაემსხვრია სტერეოტიპი მახინჯი და მოუხერხებელი ოფისების შესახებ.



შედეგად მიიღეს მართლაც საოცარი ადგილი, სადაც ყველას ყველაფერი აკმაყოფილებს. აქ ნახავთ პოპ კორნის მანქანას, მაგიდის ფეხბურთს, ყავის მოსადუღებელ აპარატს, კინოთეატრს. ეს ძველებური სასახლე ლონდონის შემოგარენში თითქოს სულაც არ არის საოფისე ფართი, თუმცა აშკარაა, რომ ძალიან ეფექტური და კომფორტული სამუშაო ადგილია.



ოფისის თანამშრომელბს შეუძლიათ ისარგებლონ ასვე უფასო სატრენაჟორო დარბაზით, იოგას კლუბით და ა.შ.

 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები