იდეალური სახლის მოწყობის 7 ოქროს წესი

ყველა ადამიანს როდი აქვს დახვეწილი გემოვნება, თუმცა იდეალურ სახლში ცხოვრებაზე ნამდვილად ყველა ოცნებობს. იდეალური შედეგის მისაღწევად სულაც არ არის აუცილებელი პროფესიონალი დიზაინერის მომსახურება. სახლის დაგეგმარებასა და რემონტს მომზადებულები თუ შევუდგებით და ელემენტარულ რჩევებსაც თუ გავითვალისწინებთ, თავადც შევძლებთ მართლაც რომ იდეალური შედეგის მიღწევას და საოცნებო სახლში ცხოვრებას. Pპროფესიონალ დიზაინერებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ ჩვენ შევარჩიეთ 7 ოქრის წესი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სახლის დაპროექტების თუ რემონტის დროს და კომფორტი და მყუდროება გარანტირებული გექნებათ.
მოკლედ, გთავაზობთ ოქროს წესებს, თუ როგორ უნდა მოვიწყოთ საოცნებო
სახლი
1. ფუნქციონალური დაგეგმარება

სანამ სახლისა თუ კონკრეტული ოთახის დიზაინზე მუშაობას შეუდგებოდეთ, პირველ რიგში ყველაფერი კარგად უნდა დაგეგმოთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ესა თუ ის ტერიტორია აიცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფუნქციონალური. ამ შემთხვევაში გირჩევთ, რჩევისათვის სპეციალისტს მიმართოთ, თუმცა, თუ ამის საშუალება არ გაქვთ, შესაძლებელია ყველფერი დამოუკიდებლად გააკეთოთ. ინტერნეტში უამრავი იონლაინ პროგრამა არსებობს, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ ოთახის ზომების და ფორმის მიხედვით ავეჯის შერჩევასა და მათ სხვადსხვანაირად განლაგებას. საბოლოოდ კი ყველაფერს თქვენი გემოვნების მიხედვით შაერჩევთ. ამ პროგრამების მეშვეობით თქვენ შეძლებთ დროის დაზოგვასა და ელემენტარული შეცდომების თავიდან აცილებას.

2. ხარისხიანი ავეჯი

იმისათვის, რომ ახალგარემონტებული ოთახი სათანადოდ გამოიყურებოდეს და ხიბლი კარგა ხანი არ დაკარგოს, აუცილებელია ხარსიხიანი ავეჯის შერჩევა. ავეჯზე ეკონომიის გაკეთებას არ გირჩევთ. ეს განსაკუთრებით რბილ ავეჯს ეხება. ასევე უნდა შეარჩიოთ ისეთი მოდელი, რომელიც მალე არ მოგბეზრდებათ და არც მოდიდან გადავა. ამიტომ, რბილი ავეჯის შერჩევის დროს შეარჩიეთ თბილი ფერები, თავი აარიდეთ მჭახე, ხასხასა და მყვირალა ფერებს და ასევე ნუ შეარჩევთ ულტრათანამედროვე მოდელებს.

3. ხარისხიანი სანტექნიკა

სანტექნიკის შერჩევა სახლის რემონტის დროს უმთავრესია. სანტექნიკა სახლის ღერძია. რაც უფრო ხარისხიანს და კარგს შეარჩევთ, მით დაცულად იგრძნობთ თავს. ამიტომ, ეცადეთ შეარჩიოთ ყველაზე ძვირად ღირებული, უმაღლესი ხარისხის სანტექნიკა, რა თქმა უნდა, თქვენი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე.

4. სწორი განათება

განათებას მთლიანად შეუძლია ინტერიერის შეცვლა. განათების ხარჯზე შესაძლებელია ოთახის ვიზუალურად გაზრდა ან დაპატარავება. ამიტომ, განათების დამონტაჟების დროს გირჩევთ სპეციალისტთან კონსულტაციის გავლას.

5. სიმწვანე

ოთახის ყვავილები სახლს სიმყუდროვეს სძენს. მიუხედავად იმისა, გიყვართ თუ არა ოთახის ყვავილები, გირჩევთ, ინტერიერი მის გარეშე არ დატოვოთ.

6. ნუ გადატვირთავთ სახლს

სანამ ძველ ნივთებს შეინახავდეთ, კარგად დაფიქრდით, რამდენად დაგჭირდებათ ისინი. არ გირჩევთ სახლის ძველი, განსაკუთრებით გამოუსადეგარი ნივთებით გადატვირვას.

7. არ დააკოპიროთ ინტერიერი

თუ ჟურნალში ან ინტერნეტში ინტერიერი მოგეწონათ, ძალიან კარგი, ეცადეთ თქვნი სახლი მის მსგავსად მოაწყოთ, თუმცა ნუ ეცდებით ინტერიერის მთლიანად კოპირებას, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს თქვენი სახლია და თქვენი გემოვნებით უნდა იყოს მოწყობილი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები