როგორ შევარჩიოთ სურათი მისაღები ოთახისთვის

გადაწყვიტეთ, მისაღები ოთახი ნახატოთ დაამშვენოთ, თუმცა არ იცით, ეს როგორ გააკეთოთ? გეთანხმებით, მისაღებისთვის ნახატის შერჩევა ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. მართალია, თქვენს სახლში ყველა ოთახი თქვენი საკუთრებაა და შეგიძლიათ კედელზე დაკიდოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ხელოვნების ნიმუში და ვერავინ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მისაღებ ოთახში თქვენ უნდა მიიღოთ სტუმრები, მეგობრები, ნათესავები და ისეთი სურათის შერჩევას გირჩევთ, რომ მისი დანახვის დროს ყველა აღტაცებული და ნასიამოვნები დარჩეს, ანუ სურათმა ადამიანს პირველ რიგში ესთეტიური სიამოვნება მიანიჭოს.


მისაღები ის ადგილია, სადაც უმასპინძლდებით სტუმრებს, მხიარულობთ,

ერთობით, სასიამოვნოდ ატარებთ დროს. აქედან გამომდინარე, ნახატმა უნდა გაგამხიარულოთ, გაგახალისოთ, უნდა განგაწყოთ სასიამოვნოდ, დადებითად.


ერთი სიტყვით, მისაღები ოთახისთვის გირჩევთ შეარჩიოთ რამდენიმე ისეთი სურათი, რომელიც იქნება ღირებული, უნიკალური, შთამბეჭდავი. ან იყოს ერთი ნახატი ან ფოტო, ოღონდაც, ახლანდელი მოდის მიხედვით, "გაყოფილი" კადრებად.

ხშირად არის ისეთი შემთხვევები, რომ მნიშვნელოვანი სტუმრების მიღების დროს სასაუბრო თემა თითქოს ილევა და ამ დროს კარგი ნახატი კედელზე მართლაც რომ იდეალური გამოსავალია. გახსოვდეთ, ყველა სურათს აქვს თავისი აურა, ქარიზმა, ენერგეტიკა, რომელიც მხატვრის ემოციას გადმოსცემს. სწორaად შერჩეული სურათი, რომელიც დადებითი მუხტის მატარებელი იქნება, დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენს სტუმრებს სწორედ ეს დადებითი ემოციები გაჰყვებათ და საბოლოოდ ორივე მხარე კმაყოფილი და ნასიამოვნები დარჩება. 

სურათი მისაღებში არის მასპინძლის სარკე, რომელიც აირეკლავს მის შინაგან სამყაროს. ამიტომ არის მისი შერჩევა ასე რთული და მნიშვნელოვანი, ჩვენ გირჩევთ ისეთ სურათს მიანიჭოთ უპირატესობა, რომელიც გადმოსცემს დასვენების, რელაქსაციის და სიამოვნების მიღების ემოციას, ასეთი შეიძლება იყოს ლამაზი პეიზაჟები. თუ თქვენი ოთახი მინიმალურ სტილშია გადაწყვეტილი, გირჩევთ სურათი აბსტრაქტული ჟანრის იყოს, მაგალითად, ზღვის პეიზაჟი, რომელიც, გარდა იმისა, რომ სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ, თქვენ ოთახს მეტ ვიზუალურ სივრცეს მიანიჭებს. და სასურველია, სურათის სტილი, ფერები, შინაარსი შეეფერებოდეს იმ სტილს და ფერებს, რაც ოთახში გაქვთ.

სურათის შერჩევის დროს უდიდეს როლს თამაშობს, რა თქმა უნდა, თქვენი ინტუიცია, სწორედ მას უნდა მიენდოთ. არ გჯერათ? მოდით, ჩაატარეთ ექსპერიმენტი. თუ თქვენ გინდათ ნახატი წითელ ფერში, გადაიტანეთ ეს ქაღალდზე, დაკიდეთ კედელზე, განმარტოვდით, გამორთეთ ლოგიკა და მიენდეთ ინტუიციას. რასაც იგრძნობთ, სწორედ იმ ემოციას აღძრავს ეს ნახატი. თუ თქვენ იგრძენით სიმყუდროვე, სითბო და კარგი ხასიათი, ეს ნახატი თქვენი ოთახის არის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები