როგორ მუშაობს აპარტ-ოტელების სისტემა?
უძრავი ქონების შეძენა ერთ-ერთი ღირებული ინვესტიციაა, რომლის განხორციელებაც ადამიანს შეუძლია. საქართველოში ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება ბინების ფასიც. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ტურისტულად აქტიურ ადგილებში ფიქსირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დეველოპერებმა შექმნეს უძრავი ქონების სრულიად ახალი ტიპი - აპარტოტელი, რომელიც ორი კონცეფციის - საცხოვრებელი სახლისა და სასტუმროს ერთგვარი შერწყმაა. ეს არის თქვენი სახლი კურორტზე, რომელიც დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. განვითარებულ ქვეყნებში აპარტოტელების სისტემა კარგად განვითრებული და აპრობირებულია. უამრავ საკურორტო ზონაში სასტუმრეობისა და სახლების რაოდენობას აპარტოტელებიც არ ჩამოუვარდება.
აპარტოტელში სტუმრებს საშუალებს აქვთ
აპარტოტელები საქართველოში
აპარტოტელების სისტემა ბოლო წლებში საქართველოშიც, განსაკუთრებით საკურორტო ზონებში, აქტიურად ვითარდება. აპარტოტელების პოპულარიზაცია, პირველ რიგში, თავად კურორტების განვითარებამ გამოიწვია. გუდაურის და ბათუმის მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ტურისტების ყოველწლიურ ზრდასთან ერთად დაიწყო ამ სისტემის განვითარებაც.
საქართველოში აპარტოტელებს რამდენიმე კომპანია აშენებებს. კომპანია Red-Co პირველი აპარტოტელი 2013 წელს გუდაურში გახსნა, რამაც საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია და მას ამ სეზონისთვის გუდაურში უკვე 5 მოქმედი აპარტოტელი ექნება. კურორტზე ”ახალი გუდაური” Red-Co მართავს რამდენიმე რესტორანს, ბარს და სპა ცენტრს. მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსი კანადური კომპანია „ეკოსაინის“ მიერ შექმნილი გენერალური გეგმის მიხედვით ვითარდება, რაც ინფრასტრუქტურის ქაოსურად შექმნას გამორიცხავს. „ეკოსაინი“ მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა, რომლის სპეციალიზაცია კურორტების განვითარებაა.
დაინტერესება იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ წელს Red-Co აპარტოტელი ბაკურიანშიც გახსნა. The Valley დიდველის გონდოლას საბაგიროსთან მდებარეობს. აპარტოტელში უკვე ფუნქციონირებს უმაღლესი დონის რესტორანი.მომავალ წელს კომპლექსს სპა, ფიტნეს ცენტრი და აუზი შეემატება.
მხოლოდ ერთი კომპანიის მიერ 4 წელში 5 აპარტოტელის გახსნა ნათლად ადასტურებს, რომ თანამედროვე ადამიანები მართლაც ღირებულ ინვესტიციაზე აკეთებენ არჩევანს. ამით ისინი კომფორტულ სეზონურ დასვენებას უზრუნველყოფენ და დამატებით შემოსავალსაც იღებენ.
აპარტოტელებში ბინის შეძენის უპირატესობები
”ჩვენი მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში Red-Co მფლობელებს სთავაზობს: კლიენტების მოძიებას, ჯავშნების ადმინისტრირებას, სტუმრების დახვედრასა და მომსახურებას, აპარტამენტების დასუფთავებას, გაქირავებისას ნომრის დაზიანები სშემთხვევაში მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულებას, ინვენტარის მოვლასა და დაზიანების შემთხვევაში განახლებას. სისტემა ძალიან მოქნილია, რადგან ჩვენი კლიენტების უმეტესობა თბილისში საქმიანობს ან უცხოელია და საზღვარგარეთ ცხოვრობს. მათ პრაქტიკულად არაფერზე უწევთ ზრუნვა, მიღებული შემოსავალი კი ბევრად აღემატება შესაძლო შემოსავალს საბანკო დეპოზიტიდან,” - განმარტავს Red-Co Management Group-ის დირექტორი თინათინ კალანდარიშვილი.
კალანდარიშვილის განმარტებით, Red-Co აპარტოტელში ჩადებული ინვესტიცია მფლობელებს საშუალებას მისცემს, მიიღოს წლიური პასიური შემოსავალი 15-20%-მდე. ბანკის სადეპოზიტო სარგებელიკი 5-7%-ს არ აღემატება. გადახდილი თანხის ამოღებას აპარტამენტების მფლობელი 5-7 წლის ვადაში შეძლებს. ვადა დამოკიდებულია აპარტოტელის დატვირთულობასა და საკურორტო ზონებში სეზონის ხანგრლივობაზე.
”გუდაურში მაღალ სეზონზე დატვირთულობა 90%-ს აღწევს. ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად 10-20%-ით იზრდება. ეს მაჩვენებლები საშუალებას გვაძლევს, რომ კურორტის სამომავლო დატვირთულობაზე პოზიტიური პროგნოზი გავაკეთოთ,” - დაამატა კალანდარიშვილმა.
”ფასები 780-1500 აშშ დოლარის შუალედში მერყეობს. ყიდვის პროცედურა საკმაოდ მარტივია, რასაც ჩვენი უცხოელი კლიენტებიძალიან აფასებენ. პროექტის დასრულებამდე კლიენტებს შიდა უპროცენტი განვადებასვთავაზობთ. ასევე, შესაძლებელია ბანკის გრძელვადიანი იპოთეკური სესხით სარგებლობა,” - განმარტავს Red-Co გაყიდვების მენეჯერი ნათია ცანავა.
Red-Co კლიენტების დაახლოებით 40% უცხოელია, ძირითადად, უკრაინელები და რუსები. თუმცა, აპარტამენტების მფლობელები არიან აზერბაიჯანიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საუდის არაბეთიდან, ნიდერლანდებიდან, იტალიიდან, კოლუმბიიდან და სხვა ქვეყნებიდანაც.