შეც­დო­მე­ბი ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ში და არის თუ არა კვლავ აქტუალური სტუდიოს ტიპის ბინა - ცნობილი დიზაინერის რჩევები

იმი­სათ­ვის, რომ სახ­ლი მყუდ­რო და კომ­ფორ­ტუ­ლი იყოს, წი­ნას­წარ ბევ­რი ისე­თი დე­ტა­ლის გან­საზღ­ვ­რაა სა­ჭი­რო, რაც ერ­თი შე­ხედ­ვით თით­ქოს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოა, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, პრობ­ლე­მას ქმნის. ინ­ტე­რი­ე­რის და ზო­გა­დად ბი­ნის მოწყო­ბი­სას ხში­რად გვიჩ­ნ­დე­ბა შე­კითხ­ვე­ბი, რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ კე­დე­ლი დე­კო­რის­თ­ვის, რო­მე­ლი ფე­რით დავ­ტ­ვირ­თოთ ოთა­ხე­ბი, რო­გორ შე­ვუ­ხა­მოთ კე­დე­ლი, ფარ­და და ავე­ჯი ერ­თ­მა­ნეთს და ა.შ.

ამ და კი­დევ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხე­ბის გა­სა­ცე­მად ჩვენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს დი­ზა­ი­ნერ­თა კავ­ში­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს, არ­ქი­ტექ­ტორ-დი­ზა­ი­ნერ თა­მარ კი­კა­ლე­იშ­ვილს მივ­მარ­თეთ, რო­მელ­მაც სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ვებ­თან ერ­თად ინ­ტე­რი­ე­რის და­გეგ­მა­რე­ბი­სას ხში­რად დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზეც გვითხ­რა ორი­ო­დე სიტყ­ვა.



- სა­ნამ უშუ­ა­ლოდ
სახ­ლის დაპ­რო­ექ­ტე­ბა­სა და ინ­ტე­რი­ერ­ზე და­ვიწყებთ ფიქრს, ჯერ უნ­და გა­ნი­საზღ­ვ­როს, ვის­თ­ვის იქ­მ­ნე­ბა გა­რე­მო, ეს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია. ამას­თა­ნა­ვე, ხში­რად ხდე­ბა ისე, რომ დი­ზა­ი­ნერს სახ­ლის თუ ბი­ნის დაპ­რო­ექ­ტე­ბის შემ­დეგ მი­მარ­თა­ვენ, რაც სწო­რი არაა, რად­გან მე­რე გვი­წევს ხე­ლახ­ლა დან­გ­რე­ვა, გა­და­კე­თე­ბა, რაც და­მა­ტე­ბით შრო­მას­თან ერ­თად, და­მა­ტე­ბით ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ, ვი­საც აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, ჯო­ბია, დი­ზა­ი­ნერს მი­მარ­თოს, არა მხო­ლოდ ინ­ტე­რი­ე­რის გა­სა­ფორ­მებ­ლად, არა­მედ და­გეგ­მა­რე­ბის დაწყე­ბამ­დე. რო­დე­საც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი თა­ვი­დან­ვე ერ­თ­ვე­ბა საქ­მე­ში, ის წი­ნას­წარ ანა­წი­ლებს სივ­რ­ცეს, ხე­დავს, სად რა ავე­ჯი უნ­და და­იდ­გას, რა რო­გორ უნ­და გა­ნა­წილ­დეს და ა.შ. თუ გათ­ბო­ბის რა­დი­ა­ტო­რე­ბი, შტეფ­სე­ლე­ბი სწო­რა­დაა გან­თავ­სე­ბუ­ლი, მა­შინ ფარ­თის მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გად ათ­ვი­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, მზა, ინ­ტე­რი­ე­რის გა­ფორ­მე­ბამ­დე მიყ­ვა­ნი­ლი ბი­ნე­ბი რომ ბარ­დე­ბა, იქ ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში რა­დი­ა­ტო­რე­ბი მო­უ­ხერ­ხე­ბელ ად­გი­ლა­საა გან­ლა­გე­ბუ­ლი, რაც შემ­დეგ პრობ­ლე­მას ქმნის. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია შტეფ­სე­ლე­ბის სა­კითხი, ერ­თი შე­ხედ­ვით ვი­თომ წვრილ­მა­ნია, მაგ­რამ თა­ვი­დან­ვე თუ არ და­გეგ­მე, სად დად­გამ სა­წოლს და ამის მი­ხედ­ვით არ გა­ნა­ლა­გე ელექ­ტ­რო-წერ­ტი­ლე­ბი, მე­რე პრობ­ლე­მა გექ­მ­ნე­ბა, თუნ­დაც სა­ნა­თე­ბის და­კი­დე­ბა­ზე, ტე­ლე­ფო­ნის დატ­ვირ­თ­ვა­ზე და ა.შ. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი ეს წვრილ­მა­ნე­ბი დის­კომ­ფორტს ქმნის. ძი­რი­თა­დად მსგავ­სი დე­ტა­ლე­ბის წი­ნას­წარ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბა გახ­ლავთ ყვე­ლა­ზე ხში­რად დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი. რა თქმა უნ­და, გა­მოს­წო­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ და­მა­ტე­ბით ხარ­ჯებ­თან და ძა­ლის­ხ­მე­ვას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.




მო­დუ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბი

- ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ში ახ­ლა რა ტენ­დენ­ცი­ე­ბია აქ­ტუ­ა­ლუ­რი, რა არის მო­და­ში?

- ერ­თია - მსოფ­ლიო ტენ­დენ­ცი­ე­ბი, მე­ო­რეა - რას ითხო­ვენ ჩვენ­თან. 2017 წლის აპ­რილ­ში მსოფ­ლიო დი­ზა­ი­ნის გა­მო­ფე­ნა-ფეს­ტი­ვალ­ზე ვი­ყა­ვი მი­ლან­ში, სა­დაც აქ­ტუ­ა­ლურ ტენ­დენ­ცი­ებ­სა და სი­ახ­ლე­ებს გა­ვე­ცა­ნით. ჩე­მი შე­ხე­დუ­ლე­ბით, წი­ნა წლებ­ში ქარ­თ­ვე­ლებს მსოფ­ლიო ტენ­დენ­ცი­ე­ბის­გან ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბი ჰქონ­დათ, წელს კი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ჩვენ, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩე­მი დამ­კ­ვე­თე­ბი, ფეხ­და­ფეხ მივ­ყ­ვე­ბით მსოფ­ლიო ტენ­დენ­ცი­ებს ინ­ტე­რი­ერ­ში, რაც მე ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. ბევ­რი დე­ტა­ლი ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ზე გვაქვს მორ­გე­ბუ­ლი, მაგ­რამ ვცდი­ლობთ, მი­ვამ­ს­გავ­სოთ მსოფ­ლიო ტენ­დენ­ცი­ებს და ეს უკ­ვე ძა­ლი­ან კარ­გია რო­გორც მომ­ხ­მა­რებ­ლის­თ­ვის, ასე­ვე დი­ზა­ი­ნე­რის­თ­ვის, რად­გან გვი­წევს მე­ტი ფიქ­რი, შრო­მა და ეს თა­ვის­თა­ვად გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვენს გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა 2017 წლის ტენ­დენ­ცი­ებს, მი­ნი­მა­ლიზ­მის, სკან­დი­ნა­ვი­უ­რი სტი­ლის, ჰაი-ტე­კის ეტა­პი დას­რულ­და, ახ­ლა უფ­რო ნა­ტუ­რა­ლის­ტუ­რი სტი­ლია მო­და­ში - ეს გუ­ლის­ხ­მობს ბუ­ნე­ბას­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ ფე­რებს, მა­გა­ლი­თად, მწვა­ნეს, ქვის­ფერს, ხის­ფერს, ტო­ნა­ლო­ბის გარ­და ამა­ში მო­ი­აზ­რე­ბა მა­სა­ლე­ბიც. თუ მთლად ნა­ტუ­რა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბით ვერ გა­ვა­კე­თებთ რე­მონტს, ფე­რი, სტრუქ­ტუ­რა მა­ინც უნ­და იყოს მიმ­ს­გავ­სე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, იატა­კი შე­იძ­ლე­ბა იყოს ლა­მი­ნა­ტი, მაგ­რამ იერ­სა­ხით ჰგავ­დეს ხეს.

კედ­ლე­ბის მო­პირ­კე­თე­ბის მხრივ, ჯერ იყო ე.წ. "ევ­რო­რე­მონ­ტი" თეთ­რად შე­ღე­ბი­ლი კედ­ლე­ბით, მე­რე შპა­ლე­რის ხა­ნაც გვქონ­და, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებ­ში მყა­რად ინარ­ჩუ­ნებს სა­კუ­თარ ად­გილს უხე­შად მი­ღე­ბუ­ლი ბე­ტო­ნის ეფექ­ტი. ამა­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა უხე­შად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ქვის, აგუ­რის ეფექ­ტე­ბი.




ფე­რე­ბი ინ­ტე­რი­ერ­ში

- რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ ფე­რე­ბი ამა თუ იმ ოთა­ხის­თ­ვის სწო­რად, ანუ, რო­მელ ოთახს რო­მე­ლი ფე­რი "უხ­დე­ბა"?

- ფე­რე­ბის ფსი­ქო­ლო­გია ინ­ტე­რი­ერ­ში უდი­დე­სი თე­მაა და ორი სიტყ­ვით ვერ გად­მოს­ცემ, მაგ­რამ მა­ინც შე­ვეც­დე­ბი. ფე­რე­ბის შერ­ჩე­ვი­სას დი­ზა­ი­ნე­რი დი­დი ცოდ­ნის შე­დე­გად ახერ­ხებს, არ და­არ­ღ­ვი­ოს ის ბა­ლან­სი, რაც აუცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ამ საქ­მე­ში, სწო­რედ ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა საქ­მეს უნ­და აკე­თებ­დეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ღირს ამ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში გარ­კ­ვე­უ­ლი თან­ხის გა­დახ­და, რად­გან ჩვენს ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე გა­რე­მო, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ, დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს. თუ ფე­რი, გა­ნა­თე­ბა სწო­რად არ არის გათ­ვ­ლი­ლი, ამან შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ან­ზე მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვეც­დე­ბი, ორი სიტყ­ვით მივ­ცე თქვენს მკითხ­ველს რჩე­ვა, თუ რას უნ­და მი­აქ­ცი­ონ ყუ­რადღე­ბა ფე­რე­ბის შერ­ჩე­ვი­სას, რო­ცა ამას და­მო­უ­კი­დებ­ლად, დი­ზა­ი­ნე­რის გა­რე­შე აკე­თე­ბენ.

დღეს, ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ასე­ვე არ­სე­ბობს მზა სქე­მე­ბი ფერ­თა შე­ხა­მე­ბის შე­სა­ხებ. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­თი­თე­ბე­ბი ამა თუ იმ ოთა­ხის­თ­ვის, მა­გა­ლი­თად, სა­სა­დი­ლო ოთა­ხის გა­კე­თე­ბა სა­სურ­ვე­ლია სა­ლა­თის­ფერ­ში, რაც საკ­ვე­ბის უკეთ მო­ნე­ლე­ბი­სა და მა­დის აღ­ძ­ვ­რის­თ­ვი­საა კარ­გი, სა­ძი­ნე­ბელ­ში უფ­რო მშვი­დი ფე­რე­ბი უნ­და შე­ვარ­ჩი­ოთ, მი­სა­ღებ­ში შეგ­ვიძ­ლია მკვეთ­რი ტო­ნი გა­მო­ვი­ყე­ნოთ. რო­მე­ლი­მე ფე­რის ინ­ტე­რი­ე­რი­დან ამო­ღე­ბა, აკ­რ­ძალ­ვა - სწო­რად არ მი­მაჩ­ნია, უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი დო­ზი­რე­ბაა, ვიდ­რე ის, ესა­და­გე­ბა თუ არა კონ­კ­რე­ტუ­ლი ფე­რი რო­მე­ლი­მე ოთახს. სა­ძი­ნე­ბე­ლი არის ად­გი­ლი, სა­დაც ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის მე­სა­მედს ატა­რებს, ესაა გა­რე­მო და სივ­რ­ცე, რო­მელ­შიც იმ­ყო­ფე­ბა და­ძი­ნე­ბამ­დე და გაღ­ვი­ძე­ბი­სას. ამი­ტომ ფე­რე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად მშვი­დი უნ­და იყოს. ამის­თ­ვის თეთ­რი ფე­რი იდე­ა­ლუ­რია, რად­გან ყუ­რადღე­ბას არ გვი­ფან­ტავს, თუმ­ცა მო­საწყე­ნი­ცაა. ამი­ტომ შეგ­ვიძ­ლია შე­ვუ­ხა­მოთ ისეთ ტონს, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბა გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლი, მა­გა­ლი­თად, ღია ნაც­რის­ფერს. რო­გორც ვი­ცით, წი­თე­ლი გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი ფე­რია, მაგ­რამ თუნ­დაც სა­ძი­ნე­ბელ­ში, აქ­სე­სუ­ა­რე­ბით ამ ფე­რის შე­ტა­ნა სუ­ლაც არ ქმნის დამ­ღ­ლელ ეფექტს. ამით იმის თქმა მინ­და, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ტო­ნა­ლო­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვა და დო­ზი­რე­ბა.

ზე­და­პი­რუ­ლი რჩე­ვის სა­ხით ვიტყ­ვი, რომ ბევ­რი მკვეთ­რი ფე­რი ალ­ბათ არა­კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, ვი­ღა­ცას ეს ძა­ლი­ან მოს­წონ­დეს და პრობ­ლე­მას არ უქ­მ­ნი­დეს. მე ვფიქ­რობ, "არ შე­იძ­ლე­ბა" - ეს ტერ­მი­ნი ძა­ლი­ან ზო­გა­დი და ხის­ტია. რო­ცა დი­ზა­ი­ნე­რი ხარ, უნ­და მო­არ­გო დამ­კ­ვე­თის გე­მოვ­ნე­ბა ინ­ტე­რი­ერს, ეს უმ­თავ­რე­სია ჩვენს საქ­მე­ში.

- რამ­დე­ნი­მე­ო­თა­ხი­ან სახ­ლ­ში, სხვა­დას­ხ­ვა ოთა­ხის ფე­რე­ბი ერ­თ­მა­ნეთს უნ­და ერ­წყ­მო­დეს, რა­თა ერ­თი მთლი­ა­ნო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა იყოს, თუ კონ­ტ­რას­ტუ­ლი ფე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას გვირ­ჩევთ?

- შე­საძ­ლოა სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ფე­რებ­ში იყოს ოთა­ხე­ბი გა­კე­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ მათ შო­რის რა­ი­მე სა­ერ­თო აუცი­ლებ­ლად უნ­და არ­სე­ბობ­დეს, რად­გან ესაა ერ­თი სივ­რ­ცე და ლო­გი­კუ­რად უნ­და იგე­ბო­დეს ჯაჭ­ვი, რომ­ლი­თაც ერ­თ­მა­ნეთს ებ­მე­ბა გა­რე­მო. ეს სა­ერ­თო შე­იძ­ლე­ბა იყოს აქ­სე­სუ­ა­რებ­ში ან ფარ­დებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ფე­რი, გა­ნა­თე­ბის სტი­ლი, ტი­პი, რაც მთლი­ა­ნო­ბად აქ­ცევს სახლს.




დე­კო­რი

- კე­დე­ლი, ავე­ჯი და ფარ­და - კონ­ტ­რას­ტუ­ლი შე­ვარ­ჩი­ოთ, თუ პი­რი­ქით?

- იყო წლე­ბი, რო­ცა ამ­ბობ­დ­ნენ, რომ ადა­მი­ანს ჩან­თა და ფეხ­საც­მე­ლი ერთ ფერ­ში უნ­და ჰქო­ნო­და, მაგ­რამ გა­ვი­და დრო და ეს სუ­ლაც აღარ ით­ვ­ლე­ბა მო­დუ­რად. ინ­ტე­რი­ე­რის შემ­თხ­ვე­ვა­შიც არაა აუცი­ლე­ბე­ლი, წე­სის მი­ხედ­ვით, ფე­რით, მა­სა­ლით თუ სტრუქ­ტუ­რით ერ­თ­ნა­ი­რი იყოს ეს სა­მი დე­ტა­ლი, მაგ­რამ რა­ღაც სა­ერ­თო უნ­და ჰქონ­დეს, რომ ლო­გი­კუ­რად ებ­მე­ბო­დეს ერ­თ­მა­ნეთს, შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, ნა­ქარ­გი და ა.შ. ინ­ტე­რი­ე­რი არის კომ­პო­ზი­ცია, სა­დაც სწო­რად უნ­და იყოს გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა დე­ტა­ლი.

- რო­გორ უნ­და შე­ვარ­ჩი­ოთ სწო­რად კე­დე­ლი დე­კო­რი­სათ­ვის?

- სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ფიქ­რო­ბენ, რომ დი­ზა­ი­ნე­რის მომ­სა­ხუ­რე­ბა დიდ თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რე­ა­ლუ­რად კი ნე­ბის­მი­ერ ბი­უ­ჯეტ­ში შე­იძ­ლე­ბა ამის ჩა­ტე­ვა, შე­დე­გად კი მი­ი­ღებთ ეფექ­ტურ სივ­რ­ცეს, ამა­ში რა იგუ­ლის­ხ­მე­ბა მო­გახ­სე­ნებთ. ზო­გა­დად, ინ­ტე­რი­ე­რი არის გათ­ვ­ლი­ლი ეფექ­ტებ­ზე, რაც რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენ­ტის­გან მი­ი­ღე­ბა, ესე­ნია: გა­ნა­თე­ბა, ფე­რი და აქ­ცენ­ტე­ბის სწო­რი გა­კე­თე­ბა. თა­ვი­დან, რო­ცა ცა­რი­ელ თეთრ კედ­ლებს ვუ­ყუ­რებთ, უნ­და გა­დავ­წყ­ვი­ტოთ, რო­მელ კედ­ლებ­ზე გა­ვა­კე­თოთ აქ­ცენ­ტი, მა­გა­ლი­თად, მი­სა­ღებ­ში დი­ვა­ნის წი­ნა კედ­ლის დატ­ვირ­თ­ვა შე­იძ­ლე­ბა დე­კო­რით. ფო­ტო­ზეც სწო­რედ ასეა ნაჩ­ვე­ნე­ბი - აგუ­რით მო­პირ­კე­თე­ბუ­ლია კე­დე­ლი, რო­მელ­ზეც ტე­ლე­ვი­ზო­რია კი­დია და რომ­ლის წი­ნაც დი­ვა­ნია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ერ­თი კედ­ლის აქ­ცენ­ტი­რე­ბა მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია ბი­უ­ჯე­ტის თვა­ლ­საზ­რი­სი­თაც და ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც. მა­გა­ლი­თად, სა­ძი­ნე­ბელ­ში აქ­ცენ­ტი უნ­და გა­ვა­კე­თოთ იმ კე­დელ­ზე, რო­მელ­ზეც ვა­პი­რებთ სა­წო­ლის მიდ­გ­მას. ოთახ­ში შეს­ვ­ლი­სას პირ­ვე­ლად ამ კე­დელს ვხე­დავთ და ეფექ­ტ­საც აქე­დან ვი­ღებთ, მაგ­რამ დას­ვე­ნე­ბი­სას, მწო­ლი­ა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, შე­და­რე­ბით მშვიდ კედ­ლებს უნ­და ვუც­ქი­როთ.




სტუ­დიო თუ...

- ბო­ლო წლებ­ში სტუ­დიო ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და, პა­ტა­რა ფარ­თის შემ­თხ­ვე­ვა­ში კომ­ფორ­ტუ­ლია და აერ­თი­ა­ნებს რამ­დე­ნი­მე სივ­რ­ცეს, თუმ­ცა, ხში­რად მი­ნა­ხავს ისეთ ბი­ნებ­შიც, სა­დაც ფარ­თის პრობ­ლე­მა ნამ­დ­ვი­ლად არაა. რო­გო­რია თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სტუ­დი­ოს მი­მართ?

- სტუ­დი­ოს სტი­ლი თა­ვი­დან არა­საკ­მა­რი­სი სივ­რ­ცის გა­მო შე­იქ­მ­ნა. ეს უფ­რო გახ­ლავთ სტუ­დენ­ტე­ბის და მარ­ტო­ხე­ლა ადა­მი­ა­ნე­ბის საცხოვ­რებ­ლის ტი­პი, მაგ­რამ მი­სი ტენ­დენ­ცი­უ­რო­ბის გა­მო, დიდ ფარ­თებ­შიც გა­და­ი­ნაც­ვ­ლა. შე­საძ­ლე­ბე­ლია სტუ­დიო ლა­მა­ზი იყოს, მაგ­რამ ცო­ტა არაპ­რაქ­ტი­კუ­ლია. თუ სტუ­დიო სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის ან მარ­ტო­ხე­ლე­ბის­თ­ვი­საა, ეს ნიშ­ნავს, რომ სახ­ლ­ში ბევ­რი საჭ­მე­ლი არ კეთ­დე­ბა, ამი­ტომ პრობ­ლე­მე­ბიც არ ჩნდე­ბა. მაგ­რამ რო­ცა ოჯა­ხი მრა­ვალ­სუ­ლი­ა­ნია, მზად­დე­ბა კერ­ძე­ბი და ამას­თან, არის სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მოვ­ყოთ ეს ორი სივ­რ­ცე ერ­თ­მა­ნე­თის­გან, მა­შინ ჯო­ბია ასეც მო­ვიქ­ცეთ, რად­გან ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სუნ­თან, ჰი­გი­ე­ნას­თან. გარ­და ამი­სა, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ისე სუფ­თად და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლად გქონ­დეს მუდ­მი­ვად სამ­ზა­რე­უ­ლო, რო­გორც ამას ჟურ­ნა­ლებ­ში ვხე­დავთ. რე­ა­ლუ­რად, ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ წეს­რი­გის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და რო­დე­საც სტუ­მა­რი მო­დის, მცი­რე არე­უ­ლო­ბაც თვალ­ში მო­სახ­ვედ­რი ხდე­ბა. რო­ცა პა­ტა­რა სივ­რ­ცე გვაქვს და ვა­კე­თებთ სტუ­დი­ოს, მა­შინ დი­დი ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­ექ­ცეს გამ­წოვს.


გა­ნა­თე­ბა

- ინ­ტე­რი­ერ­ში გა­ნა­თე­ბას ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა, ფან­ჯ­რე­ბის მდე­ბა­რე­ო­ბას ძი­რი­თად შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩვენ ვერ ვირ­ჩევთ, მზა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გვხვდე­ბა, მაგ­რამ და­მა­ტე­ბით გა­ნა­თე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, იქ­ნებ გვითხ­რათ, მი­სი მეშ­ვე­ო­ბით რო­გორ გა­ვა­კე­თოთ აქ­ცენ­ტე­ბი და შევ­ც­ვა­ლოთ დე­ტა­ლე­ბი ვი­ზუ­ა­ლუ­რად?

- პი­რა­დად მე ინ­ტე­რი­ე­რის შექ­მ­ნის დროს ვცდი­ლობ, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­ნა­თე­ბა გა­ვა­კე­თო, ამა­ში მო­ი­აზ­რე­ბა ჭა­ღიც, ანუ შე­იძ­ლე­ბა, ერთ ოთახ­ში არა ერ­თი, არა­მედ რამ­დე­ნი­მე ჭა­ღი გა­ვა­კე­თო გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გა­ნა­თე­ბით. ამას გარ­და, ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი ბრა, ტორ­შე­რი გა­მო­ვი­ყე­ნო. არ­სე­ბობს მი­მარ­თუ­ლი გა­ნა­თე­ბე­ბი, რო­მელ­საც ხში­რად ვი­ყე­ნებ. ეს კი­დევ უფ­რო მე­ტი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რად­გან ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­გიძ­ლია, თა­ვად მარ­თო და ცვა­ლო გა­ნა­თე­ბა, აქ­ცენ­ტი კონ­კ­რ­ტე­ულ დე­ტალ­ზე გა­ა­კე­თო.

გა­ნა­თე­ბით ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, ერ­თი და იგი­ვე სივ­რ­ცე ვი­ზუ­ა­ლუ­რად სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად გა­მო­ვა­ჩი­ნოთ. თუ გა­ნა­თე­ბის ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბას ავან­თებთ, სადღე­სას­წა­უ­ლო გა­რე­მოს შევ­ქ­მ­ნით, მაგ­რამ იმა­ვე სივ­რ­ცე­ში ბრით, ტორ­შე­რით, წერ­ტი­ლო­ვა­ნი გა­ნა­თე­ბით შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გან­წყო­ბა შე­ვიქ­მ­ნათ. ჩე­მი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­ნა­თე­ბა გა­ა­კე­თონ ოთახ­ში, სა­უ­ბა­რია მი­სა­ღებ­ზე, ეს ნაკ­ლე­ბად ეხე­ბა სა­ძი­ნე­ბელს, მაგ­რამ აქაც უნ­და იყოს ჭა­ღი და და­მა­ტე­ბი­თი სა­ნა­თე­ბი, მე­ტი არაა სა­ჭი­რო. რო­გორც ინ­ტერ­ვი­უს და­საწყის­ში ვთქვი, წი­ნას­წარ და­გეგ­მა­რე­ბის დროს უნ­და გა­ნი­საზღ­ვ­როს, სად გა­კეთ­დეს გა­ნა­თე­ბის წერ­ტი­ლე­ბი.

ცი­ცი ომა­ნი­ძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები