როდის შეგვიძლია გავრისკოთ ტრენდული - შავ-თეთრი შპალერის და ფოტოშპალერის გაკვრა?

ამჯერად საუბარი შავ-თეთრ შპალერზე გვექნება. შემოგთავაზებთ ამ ინტერიერის გადაწვეტილების თავისებურებებს, მის დადებით და უარყოფით მხარეებს.

მოგეხსენებათ, შპალერი ინტერიერის მოსაპირკეთებელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა, რომელსაც კედლის თუ ჭერის გასაფორმებლად იყენებენ. დღესდღეობით ბაზარზე წარმოდგენილია შპალერის უამრავი სახეობა, თუმცა აშკარა უპირატესობით მაინც მონოქრომული ფერთა გამა სარგებლობს. შავ-თეთრი ფერების გამოყენებას ინტერიერში თავისი სპეციფიკა გააჩნია.
ეს ფერთა გამა თავის გავლენას ახდენს ინტერიერზე და ადამიანების მხრიდანაც სხვადსხვანაირად აღიქმება. მონოქრომული ფერთა გამა ყველაზე დახვეწილ და ექსტრაორდინალურ გადაწყვეტილებად აღიქმება დიზაინერთა წრეში. შავ-თეთრი კომბინაცია, თეთრ შპალერზე განთავსებული შავი ვერტიკალური
ზოლები ელეგანტურობის, ეფექტურობის და ორი ურთიერთასაწინააღმდეგო ფერის ჰარმონიულად შერწყმის ნათელი მაგალითია.

კონტრასტული ფერები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე ინტერიერის დიზაინში, თუმცა ფრთხილად იყავით ამ თამამი გადაწყვეტილების მიღების დროს - ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად პროფესიონალების დახმარებას გირჩევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ელეგანტურობის მაგივრად შესაძლებელია სტერილური პალატის მსგავსი ოთახი შეგრჩეთ.

მიუხედავად პოპულარობისა, ბევრი ადამიანი მონოქრომულ გამებს მოსაწყენად მიიჩნევს, თუმცა ამ შემთხვევაშიც ყველაფერი გემოვნებაზეა დამოკიდებული, შავ-თეთრის სწორად გადანაწილება მოსაწყენი ნამდვილად არ იქნება.
გვინდა გაგიზიაროთ ერთი მეტად სასარგებლო რჩევა: იმისათვის, რომ ცოტაოდენ შეარბილოთ მონოქრომული ფერთა გამა საკმარისია ინტერიერში ნაცრისფერი ელემენტების დამატება.

ბევრისთვის შავი ფერი ნეგატივთან, უარყოფით ემოციებთან ასოცირდება, ამიტომ გაურბიან ამ ფერის ინტერიერში გამოყენებას, თუმცა თუ საქმეს პროფესიონალურად მიუდგებით და შავს თეთრი ფერით დააბალანსებთ, გარწმუნებთ, ყველაფერი კარგად იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ფერი ობტიმისტურად და დადებითად აღიქმება, მისი სიჭარბეც არ მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე, ამ შემთხვევაშიც ზომიერება გვმართებს.

თეთრ კედლებს ძალიან მოუხდება როგორც მუქი ისე ღია ფერის ხის ან მეტალის ავეჯი.

თუ ერთი კედელი თეთრი გაქვთ, შეგიძლიათ მოპირდაპირე კუთხე მოაწყოთ უფრო მუქ ფერებში.

შავ-თეთრ ფერებს ძალიან უხდება ვერცხლისფერი ავეჯი, ასევე თეთრი. ძალიან ეფექტურია სარკეებიანი ზედაპირის გამოყენება.

აღნიშნულ ინტერიერში კარგად ეწერება ასევე დამატებითი განათების საშუალებები, ბრები და სანათები.


განსაკუთრებით უხდება შავ-თეთრ ინტერიერს ამავე ფერებში გადაწყვეტილი, ან სულაც პირიქით, ძალიან მკვეთრი ფოტოშპალერი

რამდენიმე ვარიანტს აქვე გთავაზობთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები