რემონტი შპალერის გამოცვლის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. მისი ყიდვის დროს კი ადამიანი იბნევა, იმდენად დიდია არჩევანი.
რა უნდა ვიცოდეთ შპალერის შესახებ, არჩევანის დროს შეცდომა რომ არ დავუშვათ?
შპალერის დადებითი და უარყოფითი მხარეები
როგორც ნებისმიერ საგანსა თუ მასალას, შპალერსაც აქვს თავისი დადებითი და უყარყოფითი მხარეები.
ერთ-ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ საკმაოდ ხელმისაწვდომ თანხად შეიძლება სახლის ინტერიერის გადახალისება და განახლება.
არსებობს შპალერების ძალიან დიდი არჩევი ფერების, ნახატებისა თუ ხარისხის მიხედვით.
ამ მასალის მთავარი უყარყოფითი თვისება ის არის, რომ თქვენ ყიდულობთ არა ნამდვილ
სამშენებლო მასალას, არამედ მის იმიტაციას, სუროგატს.
ყველაზე კარგი ხარისხის შპალერსაც კი არ აქვს ხანგრძლივად არსებობის თავისებურება, დროთა განმავლობაში, და სხვათა შორის ძალიან მალე, ის აუცილებლად შესაცვლელია.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ე.წ. წყალგამძლე შპალერი, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს სამშენებლო მასალა არამდგრადია წყლისა და მზის სხივების მიმართ.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შპალერის ფერს, ნათელი ფერები ოთახს ვიზუალურად ზრდის, ოთახის ვიზუალურად შემცირების მიზნით კი ყავისფერისა და შავის გამოყენებას გვირჩევენ.
კედლის ფერზეა დამოკიდებული სახლში არსებული ატმოსფერო და ფსიქოლოგიური განწყობა. სწორედ კედლის ფერი განსაზღვრავს ნეგატივსა და პოზიტივს.
რომელი შპალერი ჯობს
ქაღალდის შპალერი კლასიკაა. ის ძალიან დიდი ხანია სარგებლობს დიდი პოპულარობით. ვერ უძლებს წყალსა და სუნს, ამიტომ მას არ იყენებნ სამზარეულოში.
ვინილის შპალერი კარგად ირეცხება. მისი გამოყენება შესაძლებელია სამზარეულოში. მის გასაკრავად კედლები არ საჭიროებს განსაკუთრებულ დამუშავებას.
ფლიზელინის შპალერი ძალიან კარგად იტანს სუნსა და ორთქლს. ამ შპალერის გადაღებვა ძალიან ადვილია. შესაძლებელია მისი ხშირად გადაღებვა და ის საკმაოდ ხანგრძლივად მოგემსახურებთ.
ფოტოშპალერი ტრენდია და კარგ ელფერს აძლევს მთელ ოთახს, თანაც, გამოხატავს ბინის მეპატრონის ინდივიდუალობას, ხასიათს, გატაცებებს და ა.შ.

კომენტარები