როგორ შევურჩიოთ შპალერს ფარდები ან პირიქით

ბევრ დიასახლისს აინტერესებს, როგორ უნდა შეარჩიოს ფარდები და შპალერი, რომ საბოლოოდ ინტერიერი ეფექტურად გამოიყურებოდეს. ვეცდებით შემოგთავაზოთ ამ საკითხთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული მოსაზრებები.



1. შპალერი გვაქვს, როგორ შევურჩიოთ ფარდები?

ეს საკმაოდ ტრადიციული შემთხვევა გახლავთ. გამოსავალი ძალიან მარტივია, უბრალოდ, გირჩევთ ფარდების საყიდლად წასულმა თან იქონიოთ შპალერის პატარა ფრაგმენტი. ფარდა მიადოთ და ისე შეუხამოთ. ეცადეთ გაითვალისწინოთ, ერთი ფერის შპალერის და ფარდის შერჩევის დროს ფარდა ჯობს, რამდენიმე ტონით ღია ფერის იყოს.

არ გირჩევთ ზუსტად ერთი და იგიგვე ფერის შერჩევას.

თუ თქვენი შპალერი მკვეთრი ფერის არის
ან დეკორატიულია, გირჩევთ ფარდა სადა იყოს.

თუ თქვენი შპალერი ორი სხვადახვა ფერისაგან შედგებადა, იქმნება ერთიანი სურათი ან ნახატი, გირჩევთ ფარდამ რომელიმე დეტალი გაიმეოროს. ასე თქვენი ინტერიერი ჰარმონიული იქნება.

თუ გიჭირთ ფარდის შერჩევა და ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი, გახსოვდეთ, თეთრი ან რძისფერი ყოველთვის მომგებიანი ვარიანტია.



2. ფარდები გვაქვს, ვარჩევთ შპალერს

ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც შემთხვევით გადააწყდით ისეთ ლამაზ ფარდის ნაჭერს, რომ თავი ვერ შეიკავეთ და შეიძინეთ. ან შპალერის გამოცვლას აპირებთ, ფარდებს კი ხელუხლებელს ტოვებთ.

ამ შემთხვევებში უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი წესები: ეცადეთ ფარდები შპალერს შემდეგი ფერების მიხედვით შეუხამოთ - ცისფერი-ნარინჯისფერი, იასამნისფერი-ყვითელი, წითელი-მწვანე.

ასეთი ფერთა შეხამება ოპტიმალურად ითვლება ნებისმიერ შემთხვევაში, ძირითადად მისაღები ოთახისთვის და საბავშვო ოთახისთვის. თუ ფარდები ორნამენტებიანია, ეცადეთ შპალერი სადა შეუხამოთ და პირიქით.


3. როდესაც ფარდა და შპალერი ერთად უნდა შეარჩიოთ

ეს იდეალური ვარიანტია. თანამედროვე შპალერებისა და ასევე ფარდების კატალოგებში უკვე შერჩეულია ფარდის ან შპალერის ვარიანტიც. ასე რომ, ამ შეთხვევაში ფერთა შეხამების პრობლემა მოგვარებულია. საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდში დიზაინერები ფარდებსა და შპალერს ერთმანეთს უხამებენ არა ტექსტურისა და ფერის, არამედ სტილის მიხედვითაც.

კომენტარები

ideodub 2024-10-16 06:39
They also were required to demonstrate a low diffusional LG flux priligy canada

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები