ხშირად ხდება ისე, რომ სასტუმრო ოთახის, კორიდორისა და სამზარეულოს მოწყობაზე გადართულებს საძინებელი სათანადო ყურადღების გარეშე გვრჩება, არადა, ცხოვრების უმეტეს ნაწილს ხომ სწორედ საძინებლში ვატარებთ. ასე რომ, ეცადეთ, ეს ოთახიც მაქსიმალურად კომფორტულად მოაწყოთ და დახვეწოთ.
დავიწყოთ იმით, რომ სწორად უნდა შეარჩიოთ საწოლისთვის ტუმბო. თითქოს ეს აბსოლუტურად უმნიშვნელო დეტალია, თუმცა კარგად უნდა გათვალოთ მისი ზომა და სიმაღლე, ის არ უნდა იყოს საწოლზე მაღალი ან დაბალი. უნდა უთანაბრდებოდეს საწოლს, ასევე არ უნდა იყოს ძალიან მასიური ან ძალიან პატარა, ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ოთახის ინტერიერს.
რაც შეეხება ფერს, ტუმბომ შესაძლოა აქცენტის ფუნქცია იტვირთოს, ის ჰარმონიულად უნდა ეხამებოდეს მაგალითად ფარდების, ბალიშების ან ხალიჩის ფერს.
არ დაივიწყოთ ტუმბოს ფუნქციონალური დატვირთვაც, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ საძინებელი პატარა ზომის არის და თითოეულ სანტიმეტრს ოქროს ფასი აქვს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია საძინებელში განათება. ზოგს შეიძლება გაუკვირდეს, საძინებელი ხომ იმისთვის არის, რომ დავისვენოთ და დავიძინოთ, განათებას ასეთი დიდი მნიშვნელობა რატომ უნდა ენიჭებოდესო, თუმცა გვინდა შეგახსენოთ, რომ განათება პირდაპირ ზემოქმედებს ოთახის სიმყუდროვეზე. დღის საათებში საძინებელი უხვად უნდა იყოს გაჯერებული მზის შუქით, ეს სივრცესაც ზრდის, საღამოობით კი ნუ მოერიდებით დამატებითი განათების, მაგალითად ბრის ან სანათის გამოყენებას.
ოთახის სიმყუდროვე ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებზეა დამოკიდებული, მაგალითად ავიღოთ იატაკი. ძალიან ხშირად ხალიჩა განთავსებულია საძინებლის ცენტრში, ხოლო ადგილი საწოლთან, სადაც წამოდგომისას შიშველი ფეხის დადება გვიწევს, ცარიელია. ეს ერთ-ერთი შეცდომაა. საძინებლის მოწყობის დროს ძირითადად საკუთარი კომფორტის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოთ.
ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ სად განათავსებთ დენის წყაროს. ის ახლოს უნდა იყოს საწოლთან, აუცილებლად დაგჭირდებათ მასში რამის შეერთება, ამან კი დისკომფორტი არ უნდა შეგიქმნათ.
და ბოლოს, როგორ უნდა დადგათ საწოლი. ეცადეთ, რომ შეარჩიოთ თქვენი ძლისთვის მაქსიმალურად კომფორტული ზონა. ფენ-შუის მიმდევრები გვირჩევენ საწოლის ისე დადგმას, რომ მწოლიარე ადამიანი ხედავდეს შესასვლელ კარს. ასევე კარგი იქნება, თუ საწოლთან იქნება სივრცე, რათა თავი შევიწროვებულად არ იგრძნოთ.

კომენტარები