როგორ გავზარდოთ ოთახი ვიზუალურად - კიდევ რამდენიმე გამოცდილი რჩევა

ჩვენ გიკარნახებთ, როგორ გავზარდოთ ოთახი ვიზუალურად
1. ოთახის ერთ-ერთი კედელი მუქად გადაღებეთ.
2. რაც შეიძლება მეტრი სარკე. სარკე ირეკლავს სინათლეს და სივრცეს უფრო ადიდებს.
3. დიდი და მყვირალა პრინტები მხოლოდ აქცენტებად გამოიყენეთ.
4. უპირატესობა აკრილისა და მინის ზედაპირებს მიანიჭეთ.
5. განათება ოთახის სამ კუთხეში მაინც გამოიყენეთ.
6. წიგნის თაროები კედლის ფერად გადაღებეთ და ფარდებიც ამავე ტონის შეარჩიეთ.
7. პატარა ოთახი მინიატურული ავეჯით უფრო პატარად გამოიყურება. ნუ მოერიდებით დიდი ზომის ნივთებს.
8. დაკიდეთ გრძელი ფარდები, რათა ოთახი უფრო მაღალი გამოჩნდეს.
9.
ინტერიერს დაამატეთ უზურგო ავეჯი, მაგალითად პუფები.
10. დააფინეთ დიდი ზომის ხალიჩა.

შპალერის გაკვრის დროს დაიმახსოვრეთ, წვრილნახატებიანი შპალერი ოთახს უფრო დიდად აჩენს, დიდნახატებიანი კი პირიქით, აპატარავებს.
ეცდეთ ინტერიერი ნათელ ფერებში გადაწყვიტოთ, რაც ნაკლები ბნელი კუთხე გექნებათ, მით დიდი გამოჩნდება თქვენი სახლი. უპირატესობა მიანიჭეთ კრემისფერს, ვარდისფერს, სალათისფერს, ცისფერს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები