ტოპ-5 დიზაინერული ბინა მილანში - აი, როგორი ინტერიერია მოდური ამ ქალაქში

თუ გსურთ შვებულება მსოფლიო მოდის ცენტრში დაგეგმოთ, გთავაზობთ airbnb-ის დიზაინერული ბინების არჩევანს, სადაც მილანში გაჩერებას შეძლებთ.

1. სახლი მილანის მოდური ცხოვრების ცენტრიდან ორ ნაბიჯზე
უამრავი ირონიული დეტალი ინტერიერში, ჩიბუხების კოლექცია, შთამბეჭდავი ბიბლიოთეკა წიგნებით იტალიურ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე - ამ ბინაში ყველაფერი მფლობელის შემოქმედებით პიროვნებაზე მეტყველებს.

2. ბინა მილანის ცენტრში
კომფორტული ბინა, რომელიც XIX საუკუნის შენობაშია განთავსებული და მილანის ცენტრში მდებარეობს, საუკეთესო რესტორნებისა და ბარებიდან ორ ნაბიჯზე.

3. ბინა დიზაინერული ავეჯით
მდიდრული ბინა უახლესი ავეჯით. სამი საძინებელი, სამი სააბაზანო -
აქ მარტივად მოთავსდება შვიდი ადამიანი. გაშლილ მისაღებ ოთახში, რომელსაც სამზარეულო უერთდება თანამედროვე დიზაინის ავეჯი დგას: ორი დივანი პიერო ლისონის ავტორობით, ვერნერ პანტონის ცნობილი Panton Chair,  Kartell-ის პლასტმასის სკამები.

4. ბინა XVI საუკუნის სახლში
მილანის ერთ-ერთ ელიტურ უბანში მდებარეობს XVI საუკუნის სახლი - წმინდა გულის კათოლიკური უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს. ბინა კომფორტულობის ნამდვილი მაგალითია. ამას ადასტურებს შთამბეჭდავი ბიბლიოთეკა და ინტერიერის მრავალი საინტერესო დეტალი.

5. სტუმრად იტალიელ დიზაინერთან
ზუსტად მილანის გულში მდებარე ეს კომფორტული სახლი გადაწყვეტილია მოდერნის სტილში. მისი მფლობელი დიზაინ-ბიუროს Rossi Cattaneo-ს დამფუძნებელია. აქ ყველა კუთხეში ხელოვნების საგნებს, საინტერესო ობიექტებსა და მოდურ ავეჯს შეხვდებით. დილაობით შესაძლებელია ყავა აივანზე მიირთვათ, საღამოს კი ბუხრის წინ სავარძელში მოისვენოთ.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები