თავდაჭერილი, გემოვნებიანი კლასიკური ინტერიერის შექმნა ადვილი როდია, ეს ერთგვარი ხელოვნებაა, თუმცა აქაც არსებობს გარკვეული წესები, რომელთა დაცვაც გარკვეულწილად წარმატების საწინდარია.
ეს ინტერიერი ახალგაზრდა გოგონასთვის იქმნებოდა. თუმცა ოთახში მისი მეპატრონის ასაკზე არც ერთი საგანი მიუთითებს. ნამდვილი კლასიკა დროს არ ექვემდებარება. მკაცრი, დახვეწილი, მოხერხებული და ამავე დროს ძალიან ქალური. ეს ნამდვილად გემოვნებიანი დიზაინერის ნამოქმედარია. განსაკუთრებულ როლს ამ ინტერიერში ფაქტურა და ფერი თამაშობს.
ახლა კი შემოგთავაზებთ იმ 5 წესს, რომლის დაცვაც ნამდვილად ღირს:
1. ფერი
კლასიკური სტილისთვის მკაცრი, თავდაჭერილი ფერები შეარჩიეთ. ამ პროექტში
აქცენტი ყავისფერის სხვადასხვა ტონალობაზეა გაკეთებული, დიაპაზონი ღია კრემისფერით იწყება და მუქი ყავისფერით მთავრდება. თბილი, მოოქროსფრო ფერები კი ინტერიერს კიდევ უფრი დახვეწილ ელფერს სძენს.
2. ფაქტურა
თუ გინდათ შექმნათ მდიდრული და დახვეწილი ინტერიერი, ტექსტილსა და შპალერში პრინტები არ გამოიყენოთ. დაიმახსოვრეთ, ნებისმიერი ნახატი აუფასურებს თქვენს კლასიკურ ინტერიერს. ჯობს ყურადღება ფაქტურაზე გაამახვილოთ. მბზინავი და სადა, ხე და მეტალი, ეს ფაქტურები ერთმანეთს გემოვნებით შეუხამეთ. შედეგად მიიღებთ მდიდარ, დახვეწილ ინტერიერს.
3. ანტიკვარიატი
ინტერიერისთვის განსაკუთრებული ხიბლის მისაცემად ანტიკვარიატის გამოყენებას გირჩევთ. ძველი ნივთები დროში გამოგზაურებთ.
4. ხელოვნების ნიმუშები
კლასიკურ სტილში გადაწყვეტილი დეკორატიული საძინებელი ზომიერების გრძნობას ითხოვს. ლამაზი და ძვირფასი ქანდაკებები, ნახატები თუ სხვა აქსესუარები ერთმანეთს აუცილებლად ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს. 3-4 გემოვნებით შერჩეული ნახატი თქვენს საძინებელს გალერეად ნამდვილად არ აქცევს.
5. ფარდები
უბრალო, მუქი ფერის ფარდებითაც კი არის შესაძლებელი საძინებლისთვის საინტერესო ელფერის შეძენა. ფარდების შერჩევისას მის ფაქტურაზეც უნდა იფიქროთ, ერიდეთ ზედმეტ მოსართავებსა და ნაკეცებს, გახსოვდეთ, გემოვნება სისადავესა და უბრალოებაშია.