შეცვალეთ საძინებლის ფერი და შეცვლით საკუთარ ცხოვრებას

გინდათ გაიგოთ, როგორ მოქმედებს საძინებლის ფერი თქვენს ძილზე, სექსსა და ხასიათზე? მაშინ ამ მასალას გაეცანით.
ინტერიერის დიზაინერები, თუ ისინი, რა თქმა უნდა, სერიოზულად უდგებიან მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ყოველთვის ეცნობიან ფსიქოლოგებისა და მეცნიერების უკანასკნელ დასკვნებს ფერებთან მიმართებაში, თუ როგორ მოქმედებს ესა თუ ის ფერი ამა თუ იმ ადამიანის ფსიქიკაზე, მის განწყობაზე.

იმისათვის, რომ ბედნიერ ადამიანად იგრძნოთ თავი, სულაც არ არის საჭირო სამეფო აპარტამენტები, მცირეგაბარიტიან საძინებელშიც შეიძლება საკუთარი სამოთხის მოწყობა. აი, როგორ მოქმედებს ფერები ინტერიერსა და ადამიანზე:


ცისფერი, ლურჯი და ზღვის ტალღის ფერი


ექსპერიმენტების შედეგებიდან გამომდინარე ზემოთ აღნიშნული ფერები ხელს უწყობს მთელი ღამის განმავლობაში მშვიდ ძილსა და გაღვიძების შემდგომ ბედნიერების შეგრძნებას. ტვინი ამ ფერებზე დაბალი აქტივობით რეაგირებს და თქვენ არ შეგაწუხებთ კოშმარები და უძილობა.

ყვითელი


ასევე მშვიდ ძილს უზრუნველყოფს ყვითელი ფერი. ეს ფერი ხელს უწყობს ენდორფინების გამომუშავებას.

მწვანე


მწვანე უშფოთველობის, სიმშვიდის ფერია. მწვანე საძინებელში ძილი ძალიან სასიამოვნოა.


ვერცხლისფერ-ნაცრისფერი და მეტალისფერი


ამ ფერის მოულოდნელი ეფექტი ის გახლავთ, რომ ამ ფერის ოთახში დილით გაღვიძებულ ადამიანებს ვარჯიშის სურვილი ებადებათ.


ნარინჯისფერი


ეს ფერი ძალიან კარგად მოქმედებს თვლემაზე. მისწრებაა მათთვის, ვისაც სადილის შემდეგ თვალის მოტყუება უყვარს.


იისფერი


არ გირჩევთ. მიუხედავად ერთი შეხედვით მშვიდი ფერისა, ის ძალიან აღაგზნებს ადამიანის ტვინს და ხელს უშლის მშვიდ ძილს.


მუქი ყავისფერი


ეს ფერი ლამაზად მხოლოდ სარეკლამო ბანერებზე გამოიყურება, რეალურად კი მას შეუძლია ადამიანი დეპრესიამდე მიიყვანოს.


ნაცრისფერი და მისი 50-მდე ელფერი


გამოკვლევების თანახმად, ადამიანები გაურბიან ასეთი ფერის საძინებელში ძილს. ეს რაღაც უღიმღამო ფერია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მშვიდ ძილთან.


ღია ყავისფერი და კარამელისფერი

ყველასთვის მოულოდნელად, ეს საკმაოდ სექსუალური ფერია. ასეთ საძინებელში წყვილი იმაზე მეტად არის დაკავებული სექსით, ვიდრე სხვა წყვილები.


წითელი


ლეგენდებისა და მითების მიუხედავად წითელი ყველაზე არასექსუალური ფერია.


თეთრი


თავი აარიდეთ საძინებელში თეთრ ფერს, ის ადამიანის ტვინს სამუშაოდ განაწყობს და არა დასაძინებლად.


ოქროსფერი


ეს ფერი მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს აქვს ბევრი ფული და აბსოლუტურად არ აქვს გემოვნება. მშვიდ ძილთან, კარგ სექსთან და პოზიტიურ განწყობასთნა ამ ფერს საერთო არაფერი აქვს, საბედნიეროდ.

წყარო

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები