ამ პაწაწინა სახლების თითოეული სანტიმეტრი ძალიან გონივრულად არის გათვლილი

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს თანამედროვე სამყაროში ადამიანები ცდილობენ სულ უფრო დააპატარავონ საცხოვრებელი ფართი, ეს მათ სიმყუდროვეს და ამავე დროს კომფორტს უქმნის. ეს უკავშირდება როგორც ეკონომიურობას ისე მოხერხებულობას, ასეთი პატარა სახლის დალაგება და მოვლა ხომ ბევრად მარტივია. ასეთ პატარა სახლებში არის სწორედ ისეთი სიმყუდროვე, სითბო და კომფორტი, რომლებსაც დიდ ვილებში ნაკლებად შეხვდებით.

1.კოტეჯი 14 კვ.მეტრში. ფინეთი

ამ კოტეჯის მეპატრონე 4 სულიანი ოჯახია. ამ სახლის კომფორტულად, 4 კაცის მოთხოვნების გათვალისწინებით მოწყობა სულ რაღაც 14 კვ.მ-ში საკმაოდ რთული იყო, თუმცა წვალებად ღირდა.

აქ
ყველაფერია, სრულფასოვანი აბაზანა, სამზარეულო და მოსასვენებელი ზონც კი.

2.4 ოთახიანი სახლი 40 კვ.მ-ში. ისრაელი

ამავე ფართობის ერთოთახიან ბინაში მცხოვრები ადამიანები სულ წუწუნებენ, რომ ფართი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სახლი უფრო კომფორტულად მოაწყონ, თუმცა, როდესც ადამიანი მოინდომებს ყველაფერია შესაძლებელი და ეს ბინა ამის ნათელი დადასტურებაა. იმის წყალობით, რომ ამ სახლში სპეციალისტებმა ყველა ფუნქციური ზონა ერთი ოთახის გარშემო განათავსეს, შეძლებს და მიაღწიეს საოცარ ვიზუალურ ეფექტს.


3.24 კვ.მ ფართის სახლის სახურავზე. ბარსელონა

კატალონიური რბილი კლიმატის გათვალისწინებით სახურავზე სახლის მოწყობა საკმაოდ კომფორტულად არის შესაძლებელი.

ეს მინი სახლი მრავალსართულიანი სახლის სახურავზეა მოწყობილი.

4.ვიწრო სახლის ბინა-სტუდიო. 40 კვ.მ. მანჰეტენი

ამ უნიკალურმა პროექტმა უკვე დაიპყრო მრავალი ადამიანის გული. ასეთ ბინებს წარმატებით აქირავებენ და მასზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.

5.27 კვ.მ-ში მოწყობილი ბინა. მოსკოვი

მაღალი ჭერის წყალობით ეს მართლაც პაწაწინა სახლი საკმაოდ კომფორტულ საცხოვრებელ ბინად იქცა.

6.სახლი 12 კვ.მ-ში, ჩრდილოეთ კალიფორნია

ძნელი დასაჯერებელია, რომ გარედან ასეთი პატარა სახლი შიგნიდან ასეთი მყუდრო და მოხერხებულია. აქ არის ყველაფერი, რაც ადამიანს კომფორტისთვის ჭირდება.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები