როგორ გავაფართოვოთ ვიწრო კორიდორი

გრძელი და ვიწრო კორიდორი სახლის ყველაზე გამოუყენებელ ადგილად არის ხოლმე ქცეული, აქ უყრიან თავს ძველ ყუთებს, ფეხსაცმელებს და ა.შ. არადა, სწორედ კორიდორი, შესასვლელი არის ის ადგილი, სადაც ადამიანი პირველად აღმოჩნდება ხოლმე სახლში შესვლისას. ამიტომაც არც დრო უნდა დავიშუროთ და არც ენერგია, რათა სახლის ეს მონაკვეთი რაც შეიძლება კომფორტულად და მყუდროდ ვაქციოთ. პირველ რიგში მოდით, ვეცადოთ და გავაფართოვოთ ვიწრო კორიდორი.

კორიდორის დიზაინი



1. პირველი, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, არის ფერი. ვიწრო და გრძელი კორიდორის გაფორმებისას უპირატესობა მიანიჭეთ ღია, ნეიტრალურ ფერებს, თეთრს, ბეჟს,
ნაცრისფერს.


2. ღია და ცივი ფერები სივრცეს ოპტიკურად ზრდის და ძალიან კარგ კონტრასტულ ფონს ქმნის მუქი ფერის ელემენტებისთვის.
თავი აარიდეთ თბილ ფერებს, რადგან ასეთი ფერები სივრცეს აპატარავებს. კატეგორიულად არ გირჩევთ მუქი ფერებისა და ნახატებიანი შპალერის გამოყენებას.





3. ვიწრო კორიდორს ძალიან უხდება პრიალა იატაკი, სადაც ირეკლება ჭერი. იდეალურია, თუ ჭერი და იატაკი ერთი ფერის იქნება.





4. ავეჯის განთავსებისას გაითვალისწინეთ, რომ გასასვლელად სულ მცირე, 80 სმ მაინც უნდა დატოვოთ თავისუფალი, ამაზე ნაკლები წარმოუდგენელია.
რემონტის დროს უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტორიც, არიან თუ არა სახლში შინაური ცხოველები. თუ პატრონს ყავს ძაღლი ან კატა გირჩევთ უარი თქვათ შპალერზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ-ორ კვირაში თქვენი კედელი ახლიდან გასაკეთებლი იქნება.




5. ვიზუალური ეფექტისთვის ასევე გამოგადგებათ განივი ნახატი ნიატაკზე, გრძივი ხაზები სივრცეს კიდევ უფრო დააგრძელებს.




6. არ თქვათ უარი სარკეებზე. ერთ კედელზე განათავსეთ ორი სარკე, ასე კორიდორს ვიზუალურად გააფართოვებთ. სარკის მოპირდაპირედ დაკიდეთ რამე ნახატი.



7. ძალიან დიდი როლს თამაშობს ვიზუალრი ეფექტის მოსახდენად განათება. იმისათვის, რომ ვიწრო კორიდორი უფრო ფართოდ გამოიყურებოდეს დაგჭირდებათ რამდენიმე ნათურა ჭერში. მხოლოდ ბრა საკმარისი არ იქნება.



8. რაც შეეხება ავეჯს შეარჩიეთ მხოლოდ ყველაზე საჭირო ნივთები, მაგალითად სარკეებიანი კარადა. მოგეხსენებათ, სარკე კარადის კარზე ქმნის სივრცის ილუზიას. უარი თქვით მასიურ ნივთებზე, ასეთი ნივთები სივრცეს იპარავს.



ბოლოს კიდევ ერთხელ გვინდა შეგახსენოთ, რომ კორიდორის ფერთა გამა ჰარმონიულად უნა ერწყმოდეს მთელი სახლის ფერთა გამას. კედლის ფერის შერჩევის დროს პირველ რიგში მიენდეთ საკუთარ გემოვნებას და მხოლოდ ამის შემდეგ გაითვალისწინეთ დიზაინერის რჩევები.



ასევე გახსოვდეთ, რომ კორიდორი სახლის უმთავრესი ნაწილი და სახეა. კარგად უნდა დაგეგმოთ თითოეული დეტალი. ვიწრო კორიდორში განთავსებული თითოეული ელემენტი  მიმართული უნდა იყოს სივრცის გაფართოებისკენ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები