საძინებელი სტუმრებისთვის – მოწყობის 6 წესი


ნებისმიერ ოჯახს ყავს  ისეთი სტუმრები, რომელთაც ღამის გათევაც უწევთ ხოლმე. ზოგს სტუმრებისთვის ცალკე საძინებელი აქვს, ზოგი კი ერთი ღამისთვის იმპროვიზაციას მიმართავს.როგორ ვაქციოთ სტუმრისთვის ღამე სასიამოვნოდ გასატარებელი მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა საამისოდ გამოყოფილი 22 კვადრატული მეტრი.

1.პრივატულობა

თუ სტუმრისთვის სპეციალური საძინებელი არ გაქვთ და მხოლოდ გასაშლელი სავარძლით შემოიფარგლეით მისაღებ ოთახში ან სამზარეულოში შირმა გამოგადგებათ. ეცადეთ შეარციოთ ასაკეცი შირმა, რომლსაც სურვილის შემთხვევაში გაშლით და აიღებთ.

2.ნივთებზე მზრუნველობა



სკამის მაგივრად სტუმრებისთვის ტუმბო საკიდის გამოყენება შეგიძლიათ. როგორც წესი, ასეთი ტუმბო აღჭურვილია სამხრეებით და
შარვლის საკიდით.

3.სასტუმროს ვარიანტი

სპეციალური ოთახი სტუმრებისთვის ერთადერთი ადგილია, რომელიც შეიძლება გავდეს სასტუმროს ნომერს. იმისათვის, რომ ასეთმა ოთახმა შეძლოს ნებისმიერი ადამიანის გემოვნების დაკმაყოფილება ჯობს ოთახი ნეიტრალურ ფერებში გააფორმოთ.

4. ექსპლუატაცია



თუ თქვენ ოჯახში სტუმრები ხშირად რჩებიან გირჩევთ ავეჯის შერჩევისას აქცენტი გააკეთოთ არა ვიზუალზე, არამედ გამძლეობაზე.

5. კოპირება



სტუმრის საძინებელი უნდა იმეორებდეს დიასახლისის საძინებლის შტრიხებს. უნდა გავდეს მას, თუმცაუნდა იყოს შედარებით უბრალო.

6.ეგო



იზრუნეთ არა მარტო სტუმრებზე, არამედ საკუთარ თავზეც. იფიქრეთ მაგალიტად იმაზეც, რომ კედლის იქით სტუმარი შხაპს თუ მიიღებს ამ ხმამ არ შეგაწუხოთ. ამიტომ წინასწარ დაიჭირეთ თადარიგი და სახლში ხმის იზოლაციაზე იზრუნეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები