არქიტექტორ-დიზაინერ ილია ზაქარაიას ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. ის ერთ-ერთი პოპულარული და წარმატებული დიზაინერია, რომელიც არა მხოლოდ კმაყოფილი მომხმარებლებით ამაყობს, არამედ ჯილდოებითაც. სწორედ ილია ზაქარაია გამოცხადდა გამარჯვებულად შარშან ჩვენი ჟურნალის ნომინაციაში „შინ“-ის მეგობარი დიზაინერი“, ცოტა ხნის წინ კი არქიტექტურული პრემიის მფლობელი გახდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ინტერიერის შემქმნელი. გადავწყვიტეთ, ამჯერად დიზაინერის ახალი პროექტების გარდა გვენახა, როგორია თავად მისი საცხოვრებელი სახლი. ყოველთვის საინტერესოა, თავად როგორ ბინებში ცხოვრობენ დიზაინერები და რა პრიორიტეტები აქვთ.
- სამიოდე წლის წინ, როდესაც „შინ“-ის ერთ-ერთი პირველი ნომრისთვის გვქონდა ინტერვიუ,
ინტერიერის დიზაინერები ჯერ კიდევ არ იყვნენ ასეთი პოპულარულები და არც ასეთი მოთხოვნა იყო მათზე. ახლა რა სიტუაციაა ამ მხრივ?
- იცით, ბევრ ადამიანს დიზაინერი მხოლოდ იმიტომ სჭირდება, რომ თავად ვერ აკეთებს ესკიზს და ვერ ახორციელებს იმას, რაც უნდა. ანუ წარმოდგენილი აქვს თავისი ვარიანტი და უნდა, რომ იმას შეასხას ხორცი. ეს დიზაინერისთვის საშინელებაა და მე, მაგალითად, ასეთ შემოთავაზებაზე ყოველთვის უარს ვამბობ. თუმცა, ბოლო დროს ბევრი დამკვეთია, რომელიც სრულიად გენდობა, უნახავს შენი ნახელავი და გეყრდნობა, მისდევს შენს რჩევებს. ეს ნამდვილად წინ გადაგმული ნაბიჯია.
- ამ დროს რას ითვალისწინებთ?
- პირველ რიგში ყურადღებას ვაქცევ მათ სურვილებს, მათ საყვარელ და სასურველ ფერებს, ბინის დანიშნულებას, ოჯახურ მდგომარეობას, ბავშვების რაოდენობას, მერე უკვე კვადრატებს და ა.შ. ამ ყველაფერზეა დამოკიდებული, რამდენად ფუნქციური, პრაქტიკული და დამკვეთზე მორგებული იქნება ბოლოს ბინის დიზაინი.
სწორედ ამისთვის სჭირდებათ ხოლმე დიზაინერი, რომ ის სივრცე, პატარა იქნება თუ დიდი, სწორად აითვისონ.
- რას ურჩევთ ხოლმე, როდესაც პატარა სივრცის პრობლემაა? რას ეტყვით ჩვენს მკითხველს, რომელსაც მსგავსი პრობლემები აქვს და არ შეუძლია დიზაინერის მომსახურებით სარგებლობა...
- სივრცეს, რასაკვირველია, გახსნილი კედლები ქმნის. საუკეთესო გამოსავალია სტუდიოს ტიპის ოთახი, სადაც ერთად არის მისაღები და სამზარეულო, მაქსიმალურად ნათელი, პასტელური ფერები, რაც ვიზუალურად ადიდებს ფართს. აუცილებლად დაბალი ავეჯი, რადგან მაღალი და მასიური ავეჯი ამძიმებს და აპატარავებს სივრცეს. ამ დროს საუკეთესო ვარიანტია სარკეებით თამაშიც. კარგია, მაგალითად, სარკე საძინებელში გარდერობის ზედაპირზე, თუმცა სასურველია, ის არ უყურებდეს და არ ირეკლავდეს საწოლს. ბოლო დროს ჭერი ბევრად სადაა, მოდური აღარ არის მრავალდონიანი. დიზაინის ელემენტებმა უფრო კედლებზე გადაინაცვლა და ჭერი გათავისუფლდა. დიზაინში უფრო მნიშვნელოვანი გახდა შპალერი, დეკორის ელემენტებით... ხშირად ერთ რომელიმე კედელს ვაკეთებთ დეკორირებულს, ძირითადად, ეს არის კედელი, სადაც ტელევიზორია განთავსებული, იგი ოთახში გამოყოფილია და პირველ რიგში გხვდება თვალში... თუმცა, ზოგადად, ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ სისადავეა მოდური.
- თქვენს სახლზე რას იტყვით?
- ჩემს სახლში არის მოდერნისა და ინდუსტრიული სტილის ნაზავი, სასტუმროსათვის დამახასიათებელი სიმყუდროვე. ინტერიერში გამოყენებულია პასტელური ფერები, ნატურალური შპალერი, პარკეტის მასალითაა მოპირკეთებული კედლები და ჭერი.
ილია ზაქარაიას სახლი
- თუ ადევნებთ თვალს მსოფლიო ინტერიერის მოდას, ახლა რომელი ინტერიერია ყველაზე მოდური და თქვენ რომელი სტილი მოგწონთ?
- დიახ, ვადევნებ თვალს არა მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით, არამედ შეძლებისდაგვარად ვესწრები უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო გამოფენებს. მაგალითად, დიზაინის გამოფენას შალონე დელ მობილე. ყველაზე მოდური ალბათ მოდერნის სტილია, ასევე კლასიკა, რომელიც, რა თქმა უნდა, არასდროს გადადის მოდიდან. რაც შეეხება ინდუსტრიულ სტილს და ლოფტს, ჩემი აზრით, მალე დაკარგავს პოპულარობას.
ილია ზაქარაიას სახლი
- თბილისში რა არის ახლა მოდური - როგორ ინტერიერს ითხოვენ ყველაზე მეტად ქართველი კლიენტები?
ილია ზაქარაიას სახლი
- თბილისში პოპულარულია ლოფტი და ინდუსტრიული სტილი. სწორედ ამ სტილზეა ყველაზე ხშირი მოთხოვნა.
- პროექტები, რომლებითაც ამაყობთ...
ილია ზაქარაიას სახლი
- არასდროს ვარ კმაყოფილი საკუთარი ნამუშევრებით. ვერ ვიტყვი, რომ ვამაყობ რომელიმე პროექტით, თუმცა არის რამდენიმე ინტერიერი, რომელიც საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და ამაში დიდი წვლილი მიუძღვით დამკვეთებს, ბინების მფლობელებს, რომლებმაც სრული თავისუფლება მომცეს, მანდეს საკუთარი ბინა. შეიძლება ითქვას, ეს სანატრელი გვაქვს ინტერიერის დიზაინერებს.
- რა გამოარჩევს თქვენს სტილს სხვა დიზაინერების სტილისგან?
- ალბათ სიმყუდროვე, მუქი ფერების უპირატესობა, ხის ელემენტების სიჭარბე და სწორხაზოვანი ფორმები.
- რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად ბინის მოწყობისას?
- შეცდომები იწყება ბინის რემონტის საწყის ეტაპზე. მაგალითად, ტიხრების აშენება ავეჯის გეგმარებისა და დიზაინის გარეშე. დაუშვებელია და ასევე დიდი შეცდომაა ელექტრობისა და წყალგაყვანილობის გაკეთება ავეჯის გეგმარებისა და დიზაინის გარეშე. სამწუხაროდ, ბევრი ადამინი დიზაინერს მიმართავს დაშვებული შეცდომების შემდეგ, როდესაც აწყდება პრობლემებს და ხშირად - გამოუვალ მდგომარეობას.
ლელა ზურებიანი