მოიშორეთ თავიდან - 9 ნივთი, რომელიც ინტერიერს უგემოვნოდ აქცევს

ყველა ადამიანს საკუთარი წარმოდგენა აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შეიძლება ან უნდა იყოს მისი სახლი. ზოგს მინიმალიზმი მოსწონს, ზოგს პირიქით, მკვეთრი ფერები და აქსესუარები იზიდავს, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას, სახლი უნდა იყოს მყუდრო და გემოვნებიანი, ამისთვის კი აუცილებელია არ დაუშვათ დიზაინერული შეცდომები. აი, ისინიც:

1. მრავალიარუსიანი ჭერი



ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მრავალიარუსიანი ჭერი ნამდვილ ტრენდად თუ მიიჩნეოდა ინტერიერის დიზაინში, ახლა საქმე სულ სხვაგვარადაა, დღესდღეობით ასეთი ჭერი ძალიან უგემოვნებოდ მიიჩნევა.

2. ჩუქურთმები



თუ არ გინდათ, საკუთარი
სახლი ვერსალს დაამსგავსოთ, უარი თქვით ყოველგვარ ჩუქურთმებზე.

3. ვიტრაჟები



მიუხედავად იმისა, რომ მრავალი დიზაინერი ვიტრაჟებს აქტუალურად მიიჩნევს, სხვების აზრით, ვიტრაჟი უხდება ტაძარსა თუ სასახლეს, სახლი კი მაქსიმალურად სადა უნდა იყოს.

4. მრავალფუნქციური საშხაპე კაბინა



დიდი ყოველთვის საუკეთესოს როდი ნიშნავს, ეს საშხაპე კაბინასაც ეხება. არ არის საჭირო აბაზანაში რადიო, ტელეფონი და ა.შ. გირჩევთ ასეთ კაბინაში უმარავი ფულის დახარჯვას სადა მინის საშხაპე გააკეთოთ. ასე უფრო კარგ შედეგს მიიღებთ.

5. ნაქარგები



იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქარგვის ნამდვილი ფანატი ხართ და მეგობრებიც აღფრთოვანებულები არიან თქვენი ნამუშევრებით, არ გირჩევთ მთელი სახლის საკუთარი ნაქარგებით მორთვას. განსაკუთრებით არ უხდება ნაქარგებს თანამედროვე ინტერიერი.

6. გაბზარული ჭურჭელი



ეცადეთ სახლიდან მოაშოროთ გაბზარული, შელახული ჭურჭელი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წლის არის იგი.

7. ხალიჩა კედელზე



დიზაინერების აზრი, კედელზე დაკიდებული ხალიჩა აღარაა აქტუალური - ხალიჩა იატაკზე ჯობს, თანაც, ინტერიერთან შეხამებული. 

8. ცხოველური პრინტი



2018 წელს ინგლისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ინტერიერში ყველაზე გამაღიზიანებლ ფაქტორად ცხოველური პრინტი დასახელდა.

9. ბორდიური შპალერზე



ასეთ სტილში გაფორმებული შპალერი ძალია აქტუალური იყო სულ ცოტა ხნის წინაც კი, თუმცა ახლა ამ ხერხს აღარავინ მიმართავს და გირჩევთ თქვენც გაითვალისწინოთ. გახსოვდეთ, სისადავე და ისევ სისადავე აქცევს თქვენ სახლს ყველაზე მყუდროდ და ლამაზად.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები