სამზარეულოს დიზაინის დროს დაშვებული ყველაზე უხეში შეცდომები


სტატისტიკის მიხედვით, ნებისმიერი საცხოვრებელი სახლის საკვანძო, მთავარი ადგილი სამზარეულოა, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადგილი მაქსიმალურად კომფორტული იყოს.

გავეცნოთ სამზარეულოს დიზაინის დროს დაშვებულ ყველაზე გავრცელებულ უხეშ შეცდომებს.

1. კარადები მასიური სახელურებით



მიუხედავად იმისა, რომ კარადის სახელური საკმაოდ მნიშვნელოვანი ატრიბუტია, ხშირ შემთხვევაში ის ხელისშემშლელი ფაქტორიც არის, მაგალითად კუთხის კარადის გაღების დროს. ასე რომ, ეცადეთ კარადას მასიური სახელურები არ გაუკეთოთ.

2. პრიალა ზედაპირი



გეთანხმებით, პრიალა ზედაპირი სამზარეულოში საკმაოდ ლამაზად გამოიყურება, თუმცა ეს მხოლოდ პირველადი ეფექტია, დაგვერწმუნეთ, ის საკმაოდ რთული მოსავლელია და გაგაწვალებთ,
განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სახლში ბავშვები არიან.

3. ჩვეულებრივი კარადები და უჯრები



სამზარეულოს მოწყობის დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ და გააკეთებინეთ გამოსაწევი მექნიზმიანი უჯრები და კარადები, რომელიც თანდათან იმკვიდრებს ადგილს, ეს ბევრად პრაქტიკული მოსახმარია და დიასახლისებს ცხოვრებას უმარტივებს.

4. გაზქურა მაცივრის გვერდით



არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ გაზქურის მახლობად მაცივრის განთავსებას, ეს მის გადახურებას გამოიწვევს და ნორმალურ მუშაობას შეაფერხებს, რაც სამომავლოდ პრობლემებს შეგიქმნით.

5. დაბალი კარადები



არ გირჩევთ სამზარეულოში დაბალი კარადების დამონტაჟებას. უმჯობესია დასაკიდი კარადა ჭერს ებჯინებოდეს, ასე ბევრად მარტივი მოსავლელი იქნება და ლამაზიც.

6. პატარა სამზარეულო და დიდი მაგიდა


დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ პატარა ზომის სამზარეულოში მაგიდის შერჩევას, დიდი მაგიდა არავითარ შემთხვევაში არ გამოგადგებათ, ეს არც ლამაზი იქნება და არც მოსახერხებელი.

7. ღია თაროები



მიუხედავად იმისა, რიმ ღია თაროები სივრცეს ხსნის და უფრო დიდს აჩენს ის მტვრის ბუდეა და გირჩევთ მასზე უარი თქვათ.

8. წვრილი ტექნიკისთვის ადგილის არქონა



ეს სამზარეულოს მოწყობის დროს დაშვებული კიდევ ერთი საკმაოდ გავრცელებული და უხეში შეცდომა. წვრილი ტექნიკისთვის ადგილი ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ.

9. არასაკმარისი რაოდენობის ჩამრთველი



ჩამრთველების რაოდენობა სამზარეულოში იმაზე მნიშვნელოვანია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ამიტომ აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ფაქტორიც.

10. ადგილი ნიჟარის ქვემოთ



როგორ წესი, ეს ადგილი სამზარეულოში დაკარგულია ხოლმე, თუმცა თუ გონივრულად გამოიყენებთ საკმაოდ ნორმალურ სათავსოდ შეგიძლიათ აქციოთ, მთავარია მილები არ დაფაროთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ადვილად მიუდგეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები