2020 წლის მოდური ტენდენციები აბაზანის დიზაინში


მისთვის, ვინც რემონტს გეგმავს

მოდა ხშირად იცვლება და ყოველწლიურად ინტერიერის დიზაინში ახალ-ახალი ტენდენციები იჩენს ხოლმე თავს. თუ გინდათ, რომ თქვენი სახლი იყოს თანამედროვე, მყუდრო და დახვეწილი ამ ტენდენციებს ფეხი უნდა აუწყოთ, ჩვენ კი შემოგთავაზებთ ინტერიერის დიზაინერების რჩევებს, თუ როგორი უნდა იყოს 2020 წლის დახვეწილი აბაზანა.

1. მოპირკეთება



ნატურალური, ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა მასალა აქტუალობას არც 2020 წელს კარგავს. დიზაინერები გირჩევენ აბაზანის მოსაპირკეთებლად ხის, მეტალის, ქვის მასალა შეარჩიოთ. Uუმჯობესია უპირატესობა ცოტა უხეშ, არაორდინალურ ფორმებს მიანიჭოთ, ასე ისინი ბევრად ბუნებრივად გამოიყურება.
თავისი უნივერსალური
თვისებების წყალობით აქტუალობას არც მარმარილო კარგავს. მისი წყალობით შესაძლებელია მკაცრი, დახვეწილი და მინიმალისტური ინტერიერის შექმნა.



2020 წელს ასევე ტრენდულია პატარა ზომის ვიწრო ფილები, რომელიც ვიზუალურად მოზაიკას წააგავს ასეთ დიზაინს ბევრი პლუსი აქვს, იგი ჭერს უფრო მაღალს აჩენს, კედლებს კი ორიგინალურ ფაქტურას სძენს.

2. ავეჯი



აბაზანა, ისევე, როგორ სამზარეულო, დიდი გაბარიტებით არ გამოირჩევა ხოლმე და ძირითადად მისი თითოეული კვადრატული მეტრის პრაქტიკულად ათვისებაა ხოლმე საჭირო. იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაჭრათ გირჩევთ პირსაბანის და უნიტაზის თავზე დასაკიდი კარადები განათავსოთ, სადაც მრავალი ნივთის დაბინავებას შეძლებთ.

3. სანტექნიკა



ძალიან ნიშვნელოვანია აბაზანისთვის სანტექნიკა. ის ძალიან გულდასმით უნდა შეირჩეს. 2020 წელს მოდაში მარტივი, სადა და პრაქტიკული სანტექნიკაა. აქცენტი კეთდება არა დეკორაციებზე არამედ პრაქტიკულობასა და გაძლებაზე.



4. განათება



ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური ხდება განათების რამდენიმე სცენარი. ეს მოგცემთ საშუალებას შუქი იქ აანთოთ, სადაც კონკრეტულ მომენტში გჭირდებათ.

5. ფერები

შავი



თუ დიდი ზომის აბაზანა გაქვთ შეგიძლიათ უპირატესობა შავ ფერს მიანიჭოთ.

ყავისფერი



როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2020 წელს მოდაში არის ეკოინტერიერი და აქედან გამომდინარე ყავისფერი ფერი ძალიან აქტუალურია თავისი სხვადასხვა შეფერილობით.

მწვანე



ასევე მოდაში შემოდის და სულ უფრო მეტად იმკვიდრებს ადგილს ბიოფილია, ახალი ტრენდი, რაც ბუნების სიყვარულს ნიშნავს.

ცისფერი



ახალ და არა მარტო ახალ წელს აბაზანისთვის ცისფერი ფერი ძალიან მომგებიანი ვარიანტია.

ოქროსფერი



თუ გინდათ, რომ თქვენი აბაზანა მდიდრულად გამოიყურებოდეს და ფუფუნების შთაბეჭდილებას ქმნიდეს გირჩევთ არჩევანი ოქროსფერზე შეაჩეროთ.

პასტელის ფერები



თუ თქვენი აბაზანა არც ისე დიდი ზომის არის პასტელის რომელიმე ფერი იდეალური ვარიანტი იქნება.

ნაცრისფერ-ხორცისფერი



ამ ფერს თავისი სახელიც კი აქვს _ გრეიჟი. ეს გახლავთ ძალიან ჰარმონიული და ამავდორულად რთული ფერთა შეხამება. იმისათვის, რომ მიიღოთ სასურველი ეფექტი ეს ფერი სწორად უნდა შეუხამოთ დანარჩენ ინტერიერს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები