არქიტექტორ-დიზაინერ ნიკოლოზ მენაბდეს სივრცის დიზაინის სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. მისი პროექტები სტილისტურად მრავალფეროვანი და გამორჩეულია. დიზაინერი არაერთ საინტერესო საკითხზე გვესაუბრა და სასარგებლო რჩევებიც გაგვიზიარა.
– შეგიძლიათ გაიხსენოთ პროექტი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობთ…
– გამომდინარე იქიდან, რომ ორიენტირებული ვარ განვითარებაზე, ვიამაყებ ყოველთვის მომდევნო და არა არსებული პროექტით.
– რა არის დამახასიათებელი თქვენი სტილისთვის, რა გამოარჩევს თქვენს პროექტებს?
– ძირითადად ეს არის თბილი ფერები და ბუნებრივი მასალები. ვცდილობ, ქართული ტრადიციულისა და თანამედროვეობის შეხამება შევძლო. ამ ეტაპზე ვმუშაობ ერთი დიდი ღვინის მწარმოებელი
კომპანიის პროექტზე, სადაც ვცდილობ, ქართული კულტურული და ევროპული სტანდარტები ერთმანეთს შევუხამო, ვფიქრობ, საინტერესო გამოდის.
– რა მოგწონთ ამ საქმეში, რა არის ყველაზე დიდი აზარტი ამ სფეროში?
– ყველაზე დიდი აზარტია, შექმნა სივრცე და მოცულობა, რომელიც გაუძლებს დროს და იქნება ყველასათვის დასამახსოვრებელი.
– დღეს როგორი ინტერიერია ყველაზე მოდური და თქვენ როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?
– ბოლო დროს ყველაზე გავრცელებული სტილია ე.წ. ლოფტის სტილი. „ლოფტი“ სუფთა ამერიკული წარმომავლობისაა და მას ფაბრიკული ნაგებობებიდან, საწყობებიდან, სახელოსნოებიდან დაედო სათავე. „ლოფტის“ სტილის ინტერიერის შიდა გაფორმება საკმაოდ მკაცრი, მინიმალისტური და ლაკონურია. ძირითადად გამოყენებულია ცივი ფერები. როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც დიდი მოთხოვნაა „ლოფტის“ სტილზე. თუმცა ზოგადად მე რომელიმე კონკრეტული სტილის მიმდევარი არ ვარ. როდესაც ახალ პროექტზე ვიწყებ მუშაობას, ვნახულობ საპროექტო ტერიტორიას, დამკვეთისგან ვიგებ, რა დატვირთვა უნდა ჰქონდეს ამ სივრცეს, შემდეგ ვაკეთებ ესკიზებს და ვცდილობ გავაკეთო დიზაინი, რომელიც იქნება არა რომელიმე კონკრეტული სტილის, არამედ სასიამოვნო და კომფორტული.
– თუ ადევნებთ თვალს მსოფლიო ინტერიერის მოდას?
– რა თქმა უნდა, ვადევნებ და გაზაფხულზე ვგეგმავ მილანის საერთაშორისო დიზაინის კვირეულზე გამგზავრებას. მილანის საერთაშორისო დიზაინის კვირეული დიზაინის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი კოლექციების მიხედვით ისაზღვრება მთელი შემდეგი წლის მოდა და ტრენდი.
– რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად ბინის მოწყობისას და რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს, როგორ მოიქცნენ, რომ თავიდან აიცილონ გაუთვალისწინებელი შემთხვევები და შეცდომები?
– ბინის მოწყობისას ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი იმისათვის, რომ შეცდომები თავიდან აიცილონ. უპირველესად აუცილებლად მიმართონ ინტერიერის დიზაინერს. საბედნიეროდ, დღეს საქართველოში ბევრი კარგი დიზაინერია.
– რა ქმნის სივრცის შეგრძნებას სახლში? შეგიძლიათ გვასწავლოთ ის „ხრიკები“, რომლის საშუალებითაც ოთახში ფართს გავზრდით?
– სივრცის შეგრძნება მიიღწევა სწორი დაგეგმარებითა და განათებით, ხრიკები ბევრნაირია, მაგალითად ჩაშენებული კარადები, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს კედელშია და ნაკლებ სივრცეს იკავებს. ასევე შეგვიძლია კედელი მთლიანად დავფაროთ სარკით, აირეკლავს სივრცეს და განათებას, რაც ოთახს უფრო ნათელს გახდის და გაზრდის სივრცეს.
– როგორ შეიძლება მივანიჭოთ სახლს ინდივიდუალიზმი, რომ არ იყოს სტანდარტული? შეიძლება ეს მოვახერხოთ ფერთა სიმრავლით, დეკორით, ფარდაგებით და სხვა?
– ინდივიდუალიზმის მისაღწევად სხვადასხვა გზა არსებობს, მაგალითად: ფერით, მასალით. თუმცა შედარებით მარტივია ხელნაკეთი ავეჯითა და განათებით, რაც არასტანდარტულია, ასევე დეკორით.
– როგორც ცნობილია, მამათქვენიც, რომელსაც ამჟამად მამა ბესარიონის სახელით ვიცნობთ, არქიტექტორი იყო, სანამ მღვდლად აკურთხებდნენ. ამან ხომ არ იქონია გავლენა თქვენზე (ცნობისათვის, ნიკოლოზის ძმა არჩილ მენაბდე ასევე დიზაინერია - ავტ.)?
– პატარაობიდან ძალიან მიყვარდა ხატვა და ერთგვარი ტრადიციასავით გვქონდა, საღამოს მამაჩემი სახლში რომ ბრუნდებოდა, მე ნახატი უნდა დამეხვედრებინა, ძირითადად წიგნებიდან ვიხატავდი ფრესკებს ან ცნობილი მხატვრების ნახატებს. ეს ძალიან საინტერესო და სახალისო იყო ჩემთვის. ასევე ძალიან საინტერესო იყო ყურება და მონაწილეობის მიღება, მამა როგორ ძერწავდა პლასტილინში მაკეტებს და როგორ ჩანახატებს აკეთებდა. ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემს მომავალ პროფესიაზე.
მერი ბლიაძე