მცირეგაბარიტიანი სახლის მეპატრონეებისთვის პატარა სახლი სასჯელი მხოლოდ იმ შემთხვევაში არის, როდესაც ის არასწორად არის გაფორმებული.
მასიური ავეჯი, შესანახი სისტემების ნაკლებობა, გადაჭარბებული დეკორი – აი, ის ფაქტორები, რამაც შესაძლოა პრობლემები შეგიქმნათ.
ბვერჯერ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ გავამახვილებთ ყურადღებას იმაზე, თუ რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ მცირეგაბარიტიანი სახლის გაფორმების დროს, რათა გქონდეთ მყუდრო და კომფორტული სახლი.
1. დიდი რაოდენობით შესანახი აქსესუარები
შესანახი სისტემის ორგანიზების დროს არსებობს ორი უკიდურესობა – ზომაზე მეტი და ზომაზე ნაკლები შესანახი სისტემა.
იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ მეორე პრობლემა
2. პატარა ზომის ავეჯი
ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ პატარა სახლში პატარა ზომის ავეჯი უნდა განათავსოს. ჩვენ გეტყვით, რომ ეს მცდარი მოსაზრებაა. დიახ, ასე თქვენ მოახერხებთ რამდენიმე კვადრატული მეტრის ეკონიმიას, თუმცა ასევე უარის თქმა მოგიწევთ პრქტიკულობასა და ფუნქციონალობაზე.
ეკონომია რა თქმა უნდა, საჭიროა, თუმცა არა კომფორტის ხარჯზე. შეგიძლიათ შეიძინოთ კუთხის და გასაშლელი ავეჯი. ეს ლაამაზიც იქნება და მოხერხებულიც.
3. ავეჯის არასწორი განლაგება
ავეჯის არასწორო განთავსება მცირეგაბარიტიან სახლში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
4. მრავალრიცხოვანი ავეჯის განთავსება მცირე ფართობზე
რა თქმა უნდა, ყველს უნდა, რომ სახლში ქონდეს ყველაფერი - საძინებელი, სამზარეულო, სასადილო მაგრამ ამის გაკეთება ყოველთვის როდი ხერხდება. ამ დორს დროს მთავარია სწორად გათვალოთ პრიორიტეტები და უარი თქვათ რამეზე. ეცადეთ სახლი დაყოთ ზონებად და ეს გააკეთოთ გემოვნებით და ჰარმონიულად, არა ავეჯის ხარჯზე.
5. მკვეთრი ფერებისა და პრინტების შიში
ადრე ითვლებოდა, რომ მკვეთრი ფერი ოთახს ვიზუალურად აპატარავებდა, თუმცა Aასე სულაც არ არის, ნუ შეუშინდებით მკვეთრ ფერებსა და ასევე პრინტებს.
6. ცუდი განათება
ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ ოთახის განათებას, რადგან ცუდი განათება ადამიანს ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის.
7. არასწორად განთავსებული ფარდები
ამ დროს თქვენი მთავარი ამოცანაა კარნიზი იმდენად მაღლა დაკიდოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია.