ახალი ხედვა კერამიკულ ფილებთან დაკავშირებით


თანამედროვე იდეები

ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ კერამიკული ფილები, იგივე კაფელი ოთხკუთხედი ფილებია, საკმაოდ მოსაწყენი.
თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ეს ერთი შეხედვით მოსაწყენი კერამიკული ფილები იძლევა იმის საშუალებას, რომ ფანტაზიას გასაქანი მისცეთ და საკმაოდ საინტერესო ხედვები შექმნათ, იქნება ეს ორნამენტები თუ სხვა ფიგურები.



შემოგთავაზებთ საინტერესო და ორიგინალურ იდეებს, რომელთა განხორციელებაც არცთუ რთულია, უბრალოდ, უნდა მიყვეთ რამდენიმე რჩევას და მაქსიმალურად გაითვალისწინოთ.




ორნამენტების და მოზაიკური წყობის დროს მთავარია არ გადააჭარბოთ და ზედმეტად არ აჭრელდეთ. თუ აქცენტს იატაკზე აკეთებთ ჭერი და კედლები ნეიტრალური უნდა
იყოს.



დიდი ზომის ფილები ძალიან უხდება სადა ინტერიერს და დასაგებადაც ბევრად მარტივია.



თუ ერთი ფერის ფილებს იყენებთ, მოსაწყენი რომ არ იყოს, შეგიძლიათ აქცენტი ფილების წყობაზე გააკეთოთ და საინტერესო ხედვა წარმოადგინოთ.





ბოლო დროს ძალიან აქტუალურია კერამიკული ფილების გამოყენება მისაღებშიც, ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი გქონდეთ ბუხარი და ის მოაპირკეთოთ.



საკმარისია ერთ-ერთ კედელზე ფილებით აქცენტი გააკეთოთ, ეს ძალიან ეფექტურია.
ასევე ძალიან საინტერესოა კერამიკული ფილებისა და პარკეტის შერწყმა.



ძალიან ლამაზად გამოიყურება ფილების ხალიჩაც.



არ არის აუცილებელი ზედაპირი სწორი იყოს.



არც ის არის აუცილებელი, იყოს ერთ ფერში.



აბა ნახეთ, რა ლამაზად გამოიყურება ექვსკუთხა ფილები.



ეს კი ე.წ. თევზის ფარფლია.





ამ მასალის მიზანია დაგანახოთ, რომ კაფელი შეიძლება გახადოთ ბევრად ეფექტური და უცხო ვიდრე აქამდე წარმოგედგინათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები