არქიტექტორ-დიზაინერი არჩილ მენაბდე ფაქტობრივად ბავშვობიდან არის ჩართული ამ საქმიანობაში. დღეს საკმაოდ ბევრი პროექტი აქვს განხორციელებული, როგორც არქტექტორს და როგორც ინტერიერის დიზაინერს. მას სივრცის განაწილებაზე, ოთახების სწორად დაგეგმვასა და მისი საქმიანობის სხვა დეტალებზე ვესაუბრეთ.
- არიტექტორ-დიზაინერი ბრძანდებით. რამდენად საინტერესო და აზარტულია თქვენი პროფესია? როგორ მოხვდით ამ სფეროში?
- არქიტექტურა და ზოგადად ხელოვნება ჩემთვის ცხოვრების წესია და იმდენად საინტერესო, რომ თავისუფალ დროს ისევ არქიტექტურაზე ფიქრით ვარ დაკავებული, აქედან გამომდინარე, თავისუფალი დრო ფაქტობრივად არ მაქვს. ოჯახში, სადაც მე დავიბადე, მხატვრობა და არქიტექტურა მუდამ განხილვის საგანია.
მამა პროფესიით არქიტექტორია და ჩვენი სახლი ყოველთვის იყო არქიტექტორების თავშეყრის ადგილი (არჩილის მამა, რომელსაც ამჟამად მამა ბესარიონის სახელით ვიცნობთ, არქიტექტორი იყო, სანამ მღვდლად აკურთხებდნენ. ასევე არქიტექტორ-დიზაინერია არჩილის ძმა - ნიკოლოზი - ავტ.).
მე არა მარტო მსმენელი ვიყავი მნიშვნელოვანი პროექტების განხილვებისას, არამედ ხშირად მონაწილეობასაც ვიღებდი. ჩემი, როგორც არქიტექტორის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ოჯახთან ერთად ხშირმა მოგზაურობამ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრული ძეგლების გაცნობამ. მაგალითად, მახსენდება ერთი ასეთი შემთხვევა: ჩვენი მრავალრიცხოვანი ოჯახით სოფლიდან ვბრუნდებოთით თბილისში და გზად შევიარეთ მოწამეთას მონასტერში მოსალოცად, აღმოჩნდა, რომ მონასტერში გეგმავდნენ ტაძრის რესტავრაციას და სჭირდებოდათ მამაოს კონსულტაცია... ჩვენ თბილისში დავბრუნდით ხუთი საათის დაგვიანებით. ჩემს პირად ფოტოარქივში იძებნება ფოტო, სადაც დაახლოებით ათი წლის ვარ და უკვე მზომით "შეიარაღებული".
- როგორც ვიცი, არაერთი შენობა გაქვთ დაპროექტებული, მათ შორის არასაცხოვრებელიც. რით განსხვავდება სახლის დიზაინი სხვა შენობებისაგან?
- საცხოვრებელი სახლის არქიტექტურასა და დიზაინზე როდესაც ვმუშაობ, ვცდილობ კონკრეტული პიროვნების ხასიათი შეძლებისდაგვარად "გამოვიცნო" და შემდეგ დავაპროექტო და შევქმნა ინდივდუალური დიზაინი კონკრეტული მესაკუთრისთვის, ხოლო რაც შეეხება არასაცხოვრებელ ობიექტებს, რომელიც საზოგადოების თავშეყრის ადგილი უნდა იყოს, აი, იქ უკვე გიწევს არქიტექტორს იფიქრო არა კონკრეტულ პიროვნებაზე, არამედ საზოგადოებაზე, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა... არქიტექტორი რაღაც კუთხით ფსიქოლოგიც უნდა იყოს...
- როგორ იწყებთ სახლის პროექტზე მუშაობას და რომელი სივრცეა სახლის ინტერიერში უპირატესი?
- პროექტირების დაწყებისას პირველ რიგში კარგად უნდა გავიაზროთ შენობა-ნაგებობის ფუნქცია და შემდეგ შევაფასოთ საპროექტო ტერიტორია. სახლის პროექტირებისას გარემო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. საცხოვრებელი სახლის ინტერიერში ვფიქრობ, ყველა სივრცე მნიშვნელოვანია, ასე ცალკე ვერ გამოვყოფ, რადგან სახლში უმნიშვნელო სივრცე არ არსებობს...
- დიასახლისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია სმზარეულო. სამზარეულოს დაგეგმვის დროს როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა განვათავსოთ ყველა მოწყობილობა, ტექნიკა, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სივრცეც გამოჩნდეს, ფუნქციურიც იყოს და კომფორტულიც?
- პირველ რიგში, ამ წვრილმან დეტალებზე უნდა ესაუბროს არქიტექტორი დიასახლისს (ქალბატონებს ხომ პრაქტიკული აზროვნება აქვთ). მაგალითად, ჭურჭლის რეცხვისას როგორი ნიჟარა ურჩევნიათ, უნდათ თუ არა საშრობი სამზარეულოს კარადაში და სხვა მრავალი. სამზარეულოს ტექნიკისა თუ მოწყობილობების განთავსებას თავისი წესია აქვს არის დანადგარები რომლის გვერდიგვერ დადგმა არარეკომენირებულია მაგ: მაცივარი და გაზქურა და ა.შ. სივრცე ყოველთვის ინდივიდუალურია და ესე კონკრტილი ფორმულირება ცოტა ძნელია.
- ბოლო პერიოდში ბევრი ადამიანი, რემონტის დროს, იატაკის საფარად იყენებს კერამიკულ ფილებს, რომლებიც ზოგჯერ სხვადასხვა ტრავმის მიზეზი ხდება. როგორ უნდა შეარჩიონ იატაკის საფარი სწორად, რომ ვიზუალურად მიმზიდველი და ამავე დროს პრაქტიკული იყოს?
- კერამიკული ფილები სამზარეულოსა და მსგავს სივრცეებში მართლაც შეუცვლელია პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს მოვლა იქნება თუ გამძლეობა. რაც შეეხება ტრავმებს, ეს გამოწვეულია არასათანადოდ შერჩეული მასალით, მოგეხსენებათ, არსებობს პრიალაზედაპირიანი ფილები და გლუვზედაპირიანი ფილები, რომლებსაც სხვასდასხვა ფუნქციის სივრცეებში იყენებენ.
მაგალითად, პრიალაზედაპირიანი ფილები შესაძლოა გამოვიყენოთ სივრცეებში, სადაც წყალი ნაკლებად ხვდება, ან სადაც ანარეკლი გვჭირდება იატაკზე, რაც სივრცის "გადიდებას" უწყობს ხელს. სამზარეულოში და მსგავს სივრცეებში რეკომენდებულია არაპრიალა ზედაპირიანი მასალები, რათა დაცული ვიყოთ ფეხის მოცურებისა და ტრავმებისაგან.
- ინტერიერის დიზაინში რამდენად მნიშვნელოვანია ფერების შერჩევა? თქვენ რა ფერებს ანიჭებთ უპირატესობას?
- არქიტექტურაში და ზოგადად სამყაროში ფერით აღვიქვამთ ფორმას და ასევე ფორმამ შესაძლოა განსაზღვროს ფერიც.... პირადად მე თბილ ფერებს ვანიჭებ უპირატესობას.
- ამჟამად რომელი ფერებია აქტუალური, რომელი სტილი ჭარბობს და პირადად თქვენ ინტერიერის რომელი სტილი მოგწონთ უფრო მეტად?
- ამჟამად როგორც წესი, უფრო "მკაცრი" ფერებია აქტუალური, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში... ნაცრისფერი, შავი, ოქროსფერი და სხვა. სტილი მაინც ზოგადია... ბევრს მოსწონს ე.წ. "ლოფტი" რომელიც გამოირჩევა უფრო "ბრუტალური" ფორმებითა და დიდი სივრცეებით, სადაც დიზაინის ელემენტებად ვიყენებთ დეკორატიულ ფორმებს, მაგალითად, ხელნალეთ საათს, კედლის სანათს დაძველების ეფექტით და სხვა მრავალს...
პირადად მე უფრო ქართული "ტრადიციული" სტილი მომწონს, რომელიც ისეთი მრავალფეოროვანი და იდუმალია, რომ ჩემთვის ყოველთვის თანამედროვეა.
- რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს ინტერიერში ცუდად შერჩეულმა განათებამ? რის მიხედვით და როგორ უნდა შევარჩიოთ განათება?
- ინტერიერი ეს საცხოვრებელი სახლის იქნება, საწარმოსი თუ საზოგადოების თავშეყრის ადგილის, მეტწილად დამოკიდებულია ბუნებრივ და ხელოვნურ განათებაზე... როდესაც ინტერიერი ან თუნდაც ექსტერიერი განათებულია ცუდად, იქ არქიტექტურული ფორმა მარტივად რომ ვთქვათ, აღარ ჩანს, დაკარგულია. და პირიქით, შესაძლოა არც ისე დახვეწილი არქიტექტურული ფორმა კარგად წარმოაჩინო ფერთა კარგი შეხამებით და განათებით.
დღევანდელ სამყაროში ტექნოლოგიების განვითარებამ არქიტექტორებსა და ინტერიერის დიზაინეირებს გაგვიადვილა "საქმე" და მოგვცა საოცარი შესაძლებლობები სასურველი განათების მისაღწევად, რაც საინტერესო და აზარტულია....
განათების შერჩევა დამოკიდებულია გასანათებელი სივრცისა თუ დეკორაციის ფუნქციაზე და ადგილმდებარეობაზე. საცხოვრებელ სივრცეებში გირჩევთ თბილ ნათებას, ასევე გასათვალისწინებელია, რომ თვალს არ ხვდებოდეს განათების წყარო (ნათურა).
- ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ ინტერიერის დაგეგმვისას და თქვენ თუ გიწევთ ხოლმე ამ შეცდომების გამოსწორება?
- ინტერიერის დაგეგმარებისას ხშირად ვაწყდებით თავიდანვე ფუნქციურად არასწორად განაწილებულ სივრცეებს. გვხვდება სივრცეები, მაგალითად საცხოვრებელ სახლებში ან ბინებში, სადაც ბუნებრივი განათება პრაკტიკულად არ ყოფნის ან არ არსებობს. რა თქმა უნდა, არქიტექტორებს გვიწევს სხვისი შეცდომების გამოსწორებაზე ზრუნვა, რაც არც ისე ადვილია, მაგრამ თუ ეს საქმე უყვარს ადამიანს, მისთვის გამოწვევაა, რაც საინტერესოა.
მერი ბლიაძე