ხშირად ხდება, რომ რემონტის დროს ფანჯრის მიმდებარე სივრცეს იგნორირებას უკეთებენ, მიიჩნევენ რა, რომ ის გამოუსადეგარი ადგილია.
ეს დიდი შეცდომაა. ჩვენ შევეცდებით დაგიმტკიცოთ, რომ ამ ადგილის ათვისება ძალიან ეფექტურად არის შესაძლებელი. ჩვენს მიერ შემოთავაზებული ვარიანტებიდან თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი ან რამდენიმე და თავად დარწმუნდებით, რომ თუ გონივრულად განსაზღვრავთ თქვენი სახლის თითოეულ კვადრატულ მეტრს ფუნქციონალურად დატვირთავთ და მოგებულიც დარჩებით.
იდეა 1. დასაძინებელი ადგილი
ფანჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეგიძლიათ მოათავსოთ საწოლი
იდეა 2. დასაჯდომი ადგილი
ასე მოწყობილი სამზარეულო ძალიან მყუდროდ და ლამაზად გამოიყურება, თანაც ძალიან მოსახერხებელია. ოჯახის წვერებთან ერთად ფანჯარასთან დაჯდომა და ტრაპეზი ალბათ ყველასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი მომენტია.
იდეა 3. წასაკითხი ზონა
ვისაც წიგნის კითხვა უყვარს და ინტერიერი ამის საშუალებს აძლევს ცადეთ და წასაკითხი ზონა ფანჯარასთან მოიწყვეთ. თქვენი წიგნის კითხვის პროცესი ბევრად სასიამოვნო გახდება.
იდეა 4. აბაზანა
ასეთ ვარიანტი უფრო საკუთარი სახლისთვის ან აგარაკისთვის თუ გამოგადგებათ. თუ თქვენ სველი წერტილთან ფანჯარაა საცოდაობაა მისის არგამოყენება. ეს ზალიან ლამაზიც არის და სასიამოვნოც.
იდეა 5. ნიჟარა სამზარეულოში
ნიჟარა ფანჯარასთან ახალი და თანამედროვე გადაწყვეტილებაა. ეს ძალიან ლამაზია და ამავე დროს მოსახერხებელიც, ერთადერთი უარყოფითი მხარე ის აქვს, რომ შხეფები ფანჯრის მინას შეეწუწება.
იდეა 6. სავარძელი ფანჯარასთან
თუ მოსასვენებელი ზონის მოწყობა გნებავთ შეგიძლიათ ტახტი ან დივანი ფანჯარასთან განათავსოთ. უფრო მეტი სიმყუდროვისთვის შეგიძლიათ ასევე პატარა მაგიდა მიუდგათ.
იდეა 7. სასადილო ზონა
თუ გაქვთ საშუალება, რომ სამზრეულოშო ან მისარებში მაგიდა ფანჯარასტან მოათავსოთ დაგვიჯერეთ, ამაზე კარგას ვერაფერს მოიფიქრებთ. აქ სადილის მირთმევა ძალიან გესიმოავნებათ.
იდეა 8. დასასვენებლი ადგილი კაბინეტში
დამღლელი სამუშაოს შემდეგ ფანჯარასთან განტვირთვას არაფერი აჯობებს.
იდეა 9. ფართო ფანჯრის რაფა
როგორც ამბობენ ყველაფერი გენიალური ძალიან მარტივია. თუ გვეთანხმებით, უბრალოდ აიღეთ საღებავი და გადაღებეთ ფანჯრის რაფა და მიმდებარე კედელი ერთ ფერში. არ ინანებთ.
იდეა 10. მაგიდა შემოქმედებისთვის
გაქვთ შემოქმედებასთან დაკავშირებული ჰობი? გიყვართ ხატვა ან ქარგვა? მაშინ ფანჯარასთან განთავსებული მაგიდა სწორდ სათქვენო ვარიანტია.