რა მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ საიმისოდ, რომ ყურადღება გადავიტანოთ ოთახის ზომიდან და სივრცე ბევრად საინტერესო და ეფექტური გავხადოთ?
დიდ ქალაქში, მცირეგაბარიტიან სახლში ცხოვრების დროს ადამიანებს ხშირად უწევთ კომპორმისებზე წასვლა და საკუთარი ამბიციების და იდეების მიჩქმალვა. ეს სამწუხარო რეალობაა, რომელსაც თითქმის ყოველი ჩვენგანი შეჯახებია.
დღეს მხოლოდ ზედაპირულად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა მარტივი მეთოდები არსებობს საიმისოდ, რომ პატარა ბინა თქვენთვის მაქსიმალურად მოსახერხებელი გახდეს. ამ რჩევებს თუ გაითვალისწინებთ, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეძლებთ სასურველი თუ არა თითქმის სასურველი შედეგის მიღებას, ყოველ შემთხვევაში მოგეცემათ შესაძლებლობა ნაწილობრივ
მაინც შეასხათ ფრთები საკუთარ წარმოსახვას.
მაშ ასე:
1. კუთხის გალერეა
საკმაოდ მოულოდნელი სვლაა, რომელიც ერთ უბრალო პრინციპს ემსახურება, კერძოდ, ყურადღების გადატანას. კუთხის გალერეების წყალობით ადამიანის მზერა მიპყრობილი იქნება არა იმაზე, რამდენად ახლოს არის ეს კუთხეები ერთმანეთთან, არამედ რას უკავია ეს სივრცე.
2. ღია ფერის დეტალები კედლებსა და იატაკზე
თეთრი ფერი, როგორც ასეთი, სივრცეს არ ადიდებს, თუმცა კარგად განათებულ ოთახში, როდესაც ის ახერხებს საკუთარი თავის არეკვლას, იგრძნობა სივრცე და თავისუფლება. ასეთ ოთახში გაჩერება ძალიან სასიამოვნოა და ადამიანს კომფორტის შეგრძნება ეუფლება.
3. ზოლებით თამაში
ამ შემთხვევაში აღქმის ფიზიკა მუშაობს და ჭკვიანურად და ზომიერად გადათამაშების შემთხვევაში საკმაოდ კარგი ეფეტის მიღებაა შესაძლებელი, რომელიც დიდხანს არ მოგბეზრდებათ. მთავარი გასაღები მინიმალიზმი და სწორად გაკეთებული აქცენტებია. ზოლები უნდა იყოს კონტრასტული და გარკვეული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს დეკორისა და აქსესუარების მხრივ.
4. სწორად შერჩეული ადგილი სარკისთვის
ამ შემთხვევაში საუბარია დიდი ზომის სარკეზე, რომელცი პორტალის, ფანჯრის ან კარების როლს ითამაშებს, რისი წყალობიტაც სივრცე ერთიორად იზრდება. ეს მეთოდი ძალიან კარგად მუშაობს სიმეტრიული ოთახის შემთხვევაში.
5. ჭერის ახალი "სახე"
კედლის ფერი, შპალერი ძალიან მნიშვნელოვანია ოთახის ინტერიერის მოწყობის დროს, ჭკვიანურად გათვლის შემთხვევაში, ტექნიკის წყალობით, ოთახის აბსოლუტურად სხვანაირად წარმოჩენაა შესაძლებელი.
ჭერთან მუშაობის დროს მთავარია არ გადააჭარბოთ და "საფრთხობელა" არ მიიღოთ. ერთი შეცდომაც კი საკმარისია საიმისოდ, რომ ოთახში შესვლამ დაგაფრთხოთ. მსგავსი საფრთხის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ უარი თქვათ ზედმეტად კონტრასტულ ფერებზე.