თაღს ინტერიერში აქვს საოცარი თვისება, მას შეუძლია აბსოლუტურად გადაასხვაფეროს სივრცე. ის იქცევს ყურადღებას. მომრგვალებული ფორმის წყალობით ოთახს სინაზეს მატებს. კარის ნაცვლად გაკეთებულ თაღს აქვს უნარი, ვიზუალურად გაადიდოს სივრცე და ასევე შემატოს ოთახს ფუნქცია.
გასული საუკუნის 90-იან წლებში თაღები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
თუმცა დროთა განმავლობაში აშკარა გახდა, რომ დეკორის ამ ელემენტთან სიფრთხილეა საჭირო, ის ყველა შენობას როდი უხდება.
თუმცა, მოდა საკმაოდ ცვალებადია, 2020 წელს თაღი ისევ აქტუალური გახდა და ის ერთ-ერთ მოდურ ტრენდად იქცა. სხვობა ის გახლავთ, რომ დღესდღეობით ოდნავ
სხვაგვარად გამოიყურება.
თაღის გაკეთების დროს რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი.
1. პროპორცია
ახალი თაობის თაღი უფრო ვიწრო და მაღალია. ეს თვისება გამოარჩევს მას ძველი, კლასიკური თაღისგან.
2. ვიზუალი
თანამედროვე მოდა მინიმალისტურია, ამიტომ თაღი უნდა იყოს მაქსიმალურად სადა.
3. ფერი
თაღის მიმდებარე კედლების კონტრასტულ ფერად შეღებვის შემთხვევაში შედეგი ერთიორად მისაღები იქნება.
4. ექსპერიმენტი
თაღს მეორე სიცოცხლე გეომეტრიულმა მოდამ მიანიჭა, რის შედეგადაც თაღები გამოიყენება მაგალითად, როგორც კარადა, ფანჯარა, სარკე და ა.შ.
გამოიყენება ასევე, როგორც კედლის დეკორი.
თაღი იდეალური ჩანაფიქრია იმ შემთხვევაში, თუ გინდათ რამეზე ყურადღების გამახვილება. ზოგ შემთხვევაში არც არის საჭირო თაღის ამოჭრა, საკმარისა კედელზე მისი უბრალოდ დახატვა.