მისაღები ოთახის დიზაინის მოდური ტრენდები

ბოლო დროს ძალიან აქტუალური ხდება ტრენდი ინტერიერში, რომელიც უარს ამბობს დახურულ სივრცეზე. უკან იწევს მასიური კონსტრუქციები, ასევე აქტუალობას კარგავს კარები, რისი წყალობითაც ოთახი ვიზუალურად უფრო დიდი ჩანს.
მისაღები ოთახი ნებისმიერ სახლის ცენტრალურ ნაწილად ითვლება. ამიტომ მისთვის ყოველთვის ყველაზე ფართო და დიდ ოთახს ირჩევენ ხოლმე. ეს არის ადგილი, სადაც იკრიბება მთელი ოჯახი და ასევე მასპინძლობენ სტუმრებს. სწორედ ამიტომ მისაღები ოთახის ინტერიერი უნდა იყოს ყველაზე კომფორტული და ლამაზი.


სწორედ სასტუმრო ოთახიდან იწყებენ ხოლმე სტუმრები სახლის დათვალიერებას და მისი ინტერიერიდან გამომდინარე გამოაქვთ დასკვნები მასპინძლის
გატაცებების და მისწრაფებების შესახებ.


ინტერიერის დიზაინში ჭარბობს უბრალოება და მინიმალიზმი. ავეჯი მცირდება, აქცენტები კეთდება კონკრეტულ ელემენტებზე, იქნება ეს აგურის კედელი თუ დასაკიდი ტელევიზორი.

მოდური ფერებია თეთრი, თეთრთან მიახლოებული ღია ფერები, ასევე ნაცრისფერი და ღია ყავისფერი. შავი ფერი მისაღებია ავეჯისა და ტექნიკის, ასევე სხვადასხვა აქსესუარის შემთხვევაში.

თანამედროვე ინტერიერი გამოირჩევა არა მარტო სტილით, არამედ ფუნქციონალობით, ამიტომაც უფრო მეტ აქტუალობას იძენს ფუნქციური ავეჯი, იქნება ეს ბორბლებიანი თუ მბრუნავი მაგიდა თუ დასაკეცი ავეჯი. ერთი სიტყვით, მიეცით გასაქანი თქვენ ფანტაზიას, ბოლოსდაბოლოს, თქვენზე კარგად ხომ არავინ იცის, როგორ სახლში უფრო მოგწონთ ცხოვრება.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები