ალბათ გაინტერესებთ, როგორ მოაწყოთ ყველაზე დახვეწილი გემოვნების ინტერიერი. ამის შესახებ საინტერესო და გასათვალისწინებელ რჩევებს ინტერიერის დიზაინერი მარიამ ცხვედიანი გაგვიზიარებს. მას არაერთი დახვეწილი და ორიგინალური პროექტი აქვს განხორციელებული.
ათი წელია, დიზაინის სფეროში მოღვაწეობს და დღემდე საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. მარიამი გასწავლით, როგორ შეარჩიოთ სასურველი სტილი, შეუხამოთ ფერები, როგორ გაახალისოთ ინტერიერი ცოცხალი ყვავილებით და რაც მთავარია, როგორ შეამციროთ ხარჯები ინტერიერის დიზაინის მოწყობის დროს.
- ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტი დავამთავრე და სწავლის დროს უკვე დაზუსტებით ვიცოდი, რომ ეს ნამდვილად ის საქმე იყო, რისი კეთებაც
მინდოდა და რაც სასწაულ ემოციას მაძლევდა. დაახლოებით ათი წელია, ამ სფეროში ვარ, ვმუშაობ როგორც საცხოვრებელი სახლის ინტერიერებზე, ასევე კომერციული ფართების მოწყობაზე. ამ ეტაპზე ერთ-ერთ კომპანიაში ვარ, სრულ სარემონტო და დიზაინმომსახურებას ვთავაზობთ მომხმარებლებს.
- რა არის თქვენი პროფესიის ყველაზე დიდი ხიბლი და აზარტი?
- აბსოლუტურად არაფრისგან შექმნა საავტორო სივრცე, რომელშიც სხვა ადამიანებმა კომფორტულად და მშვიდად უნდა იცხოვრონ. როცა შენი ნამუშევარი გარემოს ზუსტად და მოხდენილად ერწყმის, ეს უდიდეს სიამოვნებასთანაა დაკავშირებული. ზუსტად ამოიცნო სივრცის ინდივიდუალიზმი და ისე შექმნა დიზაინი, ვფიქრობ, ჩვენი პროფესიის ყველაზე დიდი ხიბლი ესაა.
- ალბათ არაერთ განსხვავებულ პროექტზე გიმუშავიათ. რას ითვალისწინებთ იმ დროს, როცა სახლის დიზაინზე მუშაობთ?
- საცხოვრებელი სახლის პროექტირებისას ყველაზე მნიშვნელოვანია, დიზაინი ერთდროულად შთამბეჭდავიც იყოს და ფუნქციურად გამართულიც, ზუსტად ერგებოდეს დამკვეთის გემოვნებას. მხოლოდ ამ შემთხვევაში გრძნობს სახლის მეპატრონე თავს ჰარმონიულად.
- სრულყოფილი ინტერიერის მისაღებად რა ეტაპებია გასავლელი?
- სრულყოფილი ინტერიერი მიიღწევა ჰარმონიით, ამას კი კომპლექსურად ქმნის სწორი პროექტირება, ფერთა გამა, განათებისა და შუქ-ჩრდილის სწორი შეხამება, დეკორის, გამწვანებისა და ტექსტურების ეფექტური სინთეზი.
- ზოგ ადამიანს არ აქვს იმის საშუალება, რომ დიზაინერის მომსახურებით ისარგებლოს. რას ურჩევთ მათ, რა გაითვალისწინონ და რა შეცდომები არ უნდა დაუშვან ინტერიერის დიზაინის დაგეგმვის დროს?
- თუ ინტერიერის დიზაინს პროფესიონალს არ ანდობთ, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ჩამოყალიბდეთ, რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას. უმჯობესია, სადა და ნეიტრალური ფერები გამოიყენოთ, რადგან კონტრასტული ფერების ფაქტურებთან შეხამება რთულია. მოერიდეთ ვერცხლისფრისა და ოქროსფრის სინთეზს. ყველა ზედაპირი, რასაც ბინაში გამოიყენებთ, ერთმანეთთან სასიამოვნო გამას უნდა ქმნიდეს.
- თუ ბინა პატარა და დაბალჭერიანია, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ შედარებით დიდი სივრცე და ჭერი გამოჩნდეს?
- დაბალჭერიანი ბინის მოწყობისას ეცადეთ, არ გამოიყენოთ ჭერის კარნიზები, შეარჩიეთ საშუალო სიმაღლის პლინტუსი, კედელზე გამოიყენეთ ღია ფერები, ყველაზე უპრიანია თეთრი ფერი. აქცენტის სახით დიზაინში შეიძლება შეიტანოთ ფერადი დეტალი, მაგალითად, ყვითელი, ნარინჯისფერი ან ცისფერი დივნის, კარის ან ფარდის სახით. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სწორად შეარჩიოთ განათება. ეფექტურია ინტერიერში სარკის გამოყენება, რადგან სარკის ანარეკლი მნიშვნელოვნად ცვლის და მასშტაბურს წარმოაჩენს სივრცეს.
- რამდენად მნიშვნელოვანია ფერები ინტერიერში და წელს რა ფერებია აქტუალური?
- ფერების ეფექტურად არჩევა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ინტერიერის შექმნისას, თუმცა მარტო ფერთა გამის სწორად შერჩევა, რა თქმა უნდა, არაა საკმარისი. წელს განსაკუთრებით აქტუალურია ინტერიერის მოწყობა ერთი ფერის გრადაციით, რომელსაც შავი, ჟანგისფერი და თითბრისფერი დეტალები ემატება. ასევე ტრენდულია ინტერიერში ბრუტალური ელემენტების გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად, შეულამაზებელი ბეტონი, შელესილი დაუმუშავებელი ზედაპირი და ხის დეტალები.
- ბოლო პერიოდში ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სიმწვანეს. რა დატვირთვა აქვს მცენარეს ინტერიერში და ხშირად იყენებთ თუ არა დიზაინის შექმნის დროს?
- გამწვანება ინტერიერში სცდება მხოლოდ ესთეტიკური დატვირთვის ფუნქციას. მისი გამოყენება ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია, შექმნა კონცეპტუალური სივრცე და შეეცადო, სახლში მაინც გაიუმჯობესო ჰაერი. მე ხშირად ვიყენებ ინტერიერის დომინანტურ ელემენტად გამწვანებას და მის სიახლოვეს მცირე დეკორს, მაგალითად, სარკეს ან სანათს. განსაკუთრებით მიყვარს ჰოლში მცენარის განთავსება, რადგან პირველი ეფექტი სივრცეში მოხვედრისას სწორედ ჰოლია, ის დიდ შთაბეჭდილებს ახდენს მნახველზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვადასხვა სივრცისთვის მცენარეები სწორად შევარჩიოთ. საძინებელში ხშირად ვიყენებ სპატიფილუმს, ალოეს, სანსევიერას, ფიკუსს. ეს მცენარეები ღამეც ახდენს ნახშირორჟანგის ჟანგბადად გარდაქმნას. ამ შემთხვევაში ვიზუალური დატვირთვის გარდა მცენარე ფუნქციურ მნიშვნელობასაც იძენს. სველ წერტილში უპრიანია განვათავსოთ გვიმრა, ორქიდეა, დრაცენა ან პალმა.
- ავეჯის შერჩევისას რას ანიჭებთ უპირატესობას?
- ხარისხს, სივრცის ზომას და, რა თქმა უნდა, ინტერიერთან ავეჯის სტილისტურ თანხვედრას.
- როგორ ფიქრობთ, სახლის მოწყობა ყოველთვის ძვირი ჯდება? რა საშუალებები არსებობს, რომ ხარჯები შევამციროთ?
- შესაძლოა რესტავრაცია გაუკეთოთ ძველ ავეჯს, გააფერადოთ სივრცე ჭრელი ბალიშებით, ფარდებით, არ მოახდინოთ კედლების სწორი დამუშავება და პირდაპირ შეღებოთ კედელი, ჭერიც მხოლოდ გადაღებოთ და უხეშად დამუშავებული ზედაპირი დიზაინის კონცეფციად აქციოთ.
- პირადად თქვენ ინტერიერის რომელი სტილი მოგწონთ?
- მინიმალიზმი და პრაქტიკულობა თანამედროვე ელემენტებით - მკაფიო ტონებითა და დეტალებით თამაში. მიყვარს ბუნებრივი მასალებისა და ობიექტების ელეგანტური და დინამიკური შერწყმა.
- ბოლო პერიოდში ბევრი „აფერადებს“ ბინებს, თუმცა ზოგს კარგად გამოსდის, ზოგს - ნაკლებად. რას ურჩევთ მათ, ვისაც სურს, ფერები შეიტანოს ინტერიერში?
- ფერები და სიხალისე კარგია, მაგრამ გამის შექმნისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ბევრი ფერი ერთად შეიძლება ძალიან დამღლელი და არასასიამოვნო აღმოჩნდეს ინტერიერში. თითოეულ ფერს თავისი განსაკუთრებული ბუნება გააჩნია, მათი აღქმაც სრულიად ინდივიდუალურია, შესაძლოა რომელიმე ფერი ერთ ადამიანზე დამამშვიდებელ ეფექტს ახდენდეს, მეორესთვის კი ცუდ ემოციას აღძრავდეს. ზოგიერთ ადამიანს ფერთა შეხამების უნარი თანდაყოლილი აქვს, ასეთ ადამიანებს ინტერიერიც ფერში ძალიან საინტერესოდ გადაწყვეტილი გამოსდით.
მარიამ ცხვედიანი
მერი ბლიაძე