COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ, რომელიც მოულოდნელად დაატყდა თავს მთელ მსოფლიოს, ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ყოფიერებაში.
ალბათ 2020 წლამდე არც ერთ ჩვენგანს არ გაუტარებია ამდენი დრო შინ, საკუთარ სახლში და მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა, თითოეულმა ჩვენგანმა გადააფასა და უფრო დიდი მნიშვნელობა შესძინა საკუთარ საცხოვრებელ გარემოს და სივრცეს. ბუნებრივია, ინტერიერის დიზაინერის პროფესიაც კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა.
ამჯერად გაგაცნობთ დიზაინერს, რომლის ნამუშევრები თვითმყოფადობით, ინდივიდუალური ხელწერითა და პოზიტიური ენერგეტიკით გამოირჩევა. ნინო ჟღენტი მიიჩნევს, რომ 5 წლიდან დიზაინერია და პროფესიაზე უზომოდ
შეყვარებული დიდი ხანია არ უყურებს მას, როგორც მხოლოდ საქმიანობას, არამედ როგორც ცხოვრების წესს. განუწყვეტელი სამუშაო პროცესი კი ის რეალობაა, რომელიც ახარებს და აბედნიერებს.
- ინტერიერის დიზაინით ბავშვობაში დავინტერესდი, მაშინ, როდესაც სოფელში ერთი თვით, ან თვე-ნახევრით ჩავდიოდით დასასვენებლად. მახსოვს პირველი შეხება ბუნებასთან, მიწასთან, მცენარეებთან; ძალიან მიყვარდა ბაღ-ბოსტანში ყოფნა. ბაბუას ჰქონდა სარდაფი, სადაც სხვადასხვა იარაღს ინახავდა და იქ ვმუშაობდით ერთად, სულ რაღაცას ვაკეთებდით, რაღაც ნახაზებს ვქმნიდით, დღეს ვხვდები, რომ ხაზვა და ხატვა სწორედ მაშინ შემიყვარდა. საერთოდ, ყველაფერი ხომ ბავშვობიდან და ოჯახიდან მოდის. შემიძლია ვთქვა, რომ ინტერიერის დიზაინერი 5 წლიდან ვარ. დღეს უზომოდ მიყვარს ჩემი საქმე, დღე და ღამე, სადაც უნდა ვიყო, ყველგან ინტერიერის დიზაინს ვხედავ და ვფიქრობ, სად რა უნდა გაკეთდეს, რა უნდა შესწორდეს, ყველგან ვმუშაობ, ყველგან მუშაობს ჩემი ტვინი, ყველგან რაღაცას ვსწავლობ და მერე, როდესაც საქმეს სჭირდება, მოულოდნელად მახსენდება ის დეტალები, რომლებიც ადრე შევნიშნე და გაუცნობიერებლად დავიმახსოვრე.
თავდაპირველად საკუთარი სახლის ინტერიერით დავიწყე, ჩემი ოთახით და მაშინ მივხვდი, რომ ყოველთვის მინდოდა ამის კეთება. ჩემი სახლის შემდეგ მეგობარს დავეხმარე, მერე უფრო მეტად დავინტერესდი ამ საქმით და სწავლა დავიწყე, გავიარე ერთი მასტერკლასი, მერე - მეორე და ასე მოვხვდი პროფესიონალების წრეში. პირველი ყველაზე სერიოზული საქმე იყო მთავარი დიზაინერის პოზიცია ერთ-ერთ დიდ სავაჭრო ცენტრში. დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით შევუდექი უზარმაზარი სივრცის მოწესრიგებას, გატაცებით ვმუშაობდი და ძალიან შემიყვარდა ჩემი საქმიანობა. სხვადასხვა ტელევიზიაშიც მომიწყვია გადაცემების დეკორაცია.
მეგობრების სახლების დიზაინის შექმნის შემდგომ, სხვა სახლებზე დავიწყე მუშაობა. გავიცანი ქალბატონი ნინო ლაღიძე, რომელთან ურთიერთობამაც დადებითად იმოქმედა ჩემს საქმიანობაზე, ნელ-ნელა უფრო დავრწმუნდი საკუთარ შესაძლებლობებში და თამამ ნაბიჯებს ვდგამდი. ვთვლი, რომ როდესაც შენი შინაგანი ხმა, ემოცია, ინტუიცია და ცოდნა რაღაცას გკარნახობს, თამამი ნაბიჯისკენ გიბიძგებს, აუცილებლად უნდა გადადგა, თუ გინდა რომ შედეგმა გაამართლოს.
- რა არის თქვენი შთაგონების წყარო?
- ალბათ, ბუნება და მოგზაურობა. თუ ახლოს ხარ ბუნებასთან, ბევრ რამეს აღიქვამ, დაინახავ და შენი შემოქმედებითი ფანტაზია არასოდეს ამოიწურება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია მოგზაურობა, ნებისმიერ ადგილას, არ აქვს მნიშვნელობა, სად ხარ, აღმოჩენები ყველგან ხდება, როდესაც შენი ტვინი განუწყვეტლივ მუშაობს და გიყვარს საკუთარი საქმე.
- ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში საახალწლო ნაძვის ხეზე და საკუთარი ხელით მოხატულ სკივრებზე საუბრობთ, თქვენი აზრით, რა დატვირთვა აქვს დეკორატიულ ნივთებს ინტერიერის დიზაინში?
- ჩემთვის დეკორატიულ ნივთებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ესთეტიკური დატვირთვის გარდა, სიმბოლური ნიშნითაც გამოირჩევა. რაც შეეხება ნაძვის ხეებს, ყოველ ახალ წელს, როგორც წესი, ჯერ საკუთარ სახლში ვდგამ ნაძვის ხეს, შემდეგ კერძო სახლებში ვასრულებ დაკვეთებს, ბოლოს კი, სატელევიზიო სტუდიებს მივაშურებ. ვერ გეტყვით, რამდენ ნაძვის ხეს ვდგამ ერთი წლის განმავლობაში. თან ყოველ ჯერზე სხვადასხვაგვარად უნდა მოვრთო, ამიტომ, რა ფანტაზიაც უნდა მქონდეს, შეიძლება ამოიწუროს, მაგრამ როდესაც მუშაობას ვიწყებ, შეიძლება რაღაც უბრალო ნივთი მომხვდეს თვალში და სწორედ ის იქცეს შთაგონების წყაროდ, ერთ წამში ახალი იდეებით ვივსები და სრულიად ახლებური ინტერპრეტაციით ვრთავ.
როდესაც ბავშვები პატარა მყავდა და სახლში ვიჯექი, ხეზე დავიწყე ხატვა, ჯერ რაღაც პატარა ყუთები მოვხატე, შემდეგ - სამხედრო სკივრები და მეგობრის ინიციატივით ჩემი მოხატული სკივრების გამოფენაც მოვაწყვეთ. ამჟამად ეს სკივრები სახლში მაქვს, მხოლოდ რამდენიმე გავაჩუქე, გასაყიდად ვერ გავიმეტე. დღეს ალბათ იგივე საქმიანობას არ მივუბრუნდები, რადგან არც დრო მაქვს და თან ეს განვლილი ეტაპია, შემოქმედებითი პროცესი კი იქვე მთავრდება, სადაც რაღაც ახალს არ იწყებ.
- როდესაც დეკორატიულ ნივთებზე ვსაუბრობთ, ესთეტიკური მხარე უფრო გაინტერესებთ თუ ფუნქციური?
- ორივე ერთად, მაგრამ ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ესთეტიკა, ამიტომ ნაკლებად მხიბლავს მინიმალიზმი, მინიმალისტური არც ერთი ჩემი სახლი არ არის.
- თუკი მინიმალიზმი არ გხიბლავთ, რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?
- ყველაზე მეტად ეკლექტიკა მიყვარს, სხვადასხვა სტილის შერევა. ვიყენებ ახალ ტექნიკას, თანამედროვე განათებასა და ავეჯს, მაგრამ ერთი-ორი ძველი ნივთიც აუცილებლად უნდა მოვათავსო ინტერიერში. საოცრად საინტერესოა სხვადასხვა სტილის შერევა, ყველაფერი ეკლექტიკური მხიბლავს - ინტერიერიც, სამოსიც და ცხოვრების წესიც, რადგან წარსული ყოველთვის ჩემთან არის, მაგრამ მომავალიც მაინტერესებს. ერთი სიტყვით, გუშინდელი დღე, დღევანდელი და ხვალინდელი თანაბარ მნიშვნელობას ატარებს, ალბათ სწორედ ამიტომ მიყვარს ეს სტილი ყველაზე მეტად.
- ფერთა პალიტრას დიზაინერის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მიიჩნევენ, თქვენ რა დატვირთვას ანიჭებთ და რა ფერებია მოდური თანამედროვე ინტერიერში?
- როდესაც ერთმანეთში ურევ რამდენიმე სტილს, ფერის შეტანას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, შესაბამისად, მეც ყოველთვის დიდ დატვირთვას ვანიჭებ სხვადასხვა ფერს. საყვარელი ფერებიც მაქვს - შავი, ნაცრისფერი, მაგრამ ყველაზე მეტად აგურისფერი მიყვარს. თვითონ აგურს თუ არ ვიყენებ, აგურისფერი მაინც შემაქვს ნებისმიერ ინტერიერში და მიმაჩნია, რომ ეს ფერი ჩემი სავიზიტო ბარათია. რაც შეეხება მოდურ ფერებს, ესენია: ნაცრისფერი, ლურჯში გარდამავალი ნაცრისფერი, ვარდისფერი და შხამიანი სალათისფერი.
- რა მასალას ანიჭებთ უპირატესობას ინტერიერში?
- როგორც ზემოთ აღვნიშნე, მიყვარს აგური და ხშირად ვიყენებ კიდეც, აგრეთვე ხის მასალა, რკინის მასალა და ბეტონი.
- რა შეცვალა პანდემიამ?
- ბევრმა დაიწყო სახლის შენება ქალაქგარეთ. ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ აღარ იცხოვრონ გამონაბოლქვითა და ეკოლოგიური პრობლემებით სავსე ქალაქში და თუკი გუშინ ფიქრობდნენ, რომ ამას სამომავლოდ გააკეთებდნენ, პანდემიამ აზრი შეაცვლევინა და უკვე დღეს გადაწყვიტეს ქალაქიდან გასვლა და სახლის აშენება თბილისთან ახლოს. სწორედ ამიტომ მეც ბევრი შეკვეთა მაქვს ქალაქგარეთ.
- როგორც ვიცი, შემდგომი ურთიერთობა დამკვეთთან პროექტის შეფასების კრიტერიუმადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ, თქვენ რა ურთიერთობა გაქვთ თქვენს დამკვეთთან?
- აბსოლუტურად ყველა დამკვეთი ჩემი მეგობარი ხდება. ისედაც, როდესაც ვინმე საკუთარ სახლს განდობს, უკვე დიდი საქმეა და შემდგომ ეს ნდობა აუცლებლად გადადის მეგობრობაში. დამკვეთი კარგად გრძნობს ჩემს გულწრფელ დამოკიდებულებას, ყველა სახლი, რომლის დიზაინსაც ვქმნი, „ჩემი სახლია“, თოთოეულ მათგანში იმხელა სიყვარულს და დადებით ენერგეტიკას ვდებ, როგორც საკუთარში - სხვაგვარად არ გამოვა. თუკი სახლზე მუშაობის დროს დამკვეთი მომყვება და ხელს მიწყობს, ჩემს გემოზე გავშალო საქმიანობა, მშვენიერ შედეგს ვაღწევ.
- რა შეცდომებს უშვებს მომხმარებელი ყველაზე ხშირად?
- უამრავ ტექნიკურ შეცდომას. ძალიან ხშირად არ აქვთ მორგებული საცხოვრებელი გარემო, პრაქტიკული უნდა იყოს ყველაფერი. მაგალითად, დიასახლისმა უნდა მოირგოს თავისი ტრაექტორია სამზარეულოში, მან წინასწარ უნდა იცოდეს, რა ტრაექტორია აქვს გასავლელი და ისე დაგეგმოს, თვალდახუჭულიც რომ შევიდეს, მაინც ყველაფერი მოიხელთოს. ბევრი ვერ ახერხებს ელექტრობასთან გამკლავებას და საერთოდ უამრავ ტექნიკურ შეცდომას უშვებს, რაც თვალსაჩინოდ აისახება, მაგალითად, აბაზანაში, სადაც ყველაზე მეტად იგრძნობა დისკომფორტი. შესაბამისი ცოდნის გარეშე ინტერიერზე მუშაობა მართლა ძნელია, ამიტომ რაღაც კონსულტაცია მაინც უნდა გაიაროს ყველამ, რადგან მნიშვნელოვანი დეტალებია გასათვალისწინებელი. მაგალითად, უმნიშვნელოვანესია ელექტრობა, სამზარეულო და აბაზანა. ეს ტექნიკური მხარეა და გარდა ამისა, თუ არ გაქვს ჩამოყალიბებული, რა გინდა, ბევრი რამის აღრევა მოხდება, ყველაფერს ვეღარ მოაბამ თავს და დაიბნევი.
- რა შეგიძლიათ ურჩიოთ მკითხველს, თუკი თავად ცდილობს ინტერიერზე მუშაობას?
- თუ არ აქვს იმის საშუალება, რომ დიზაინერი აიყვანოს, რადგან ეს მაინც ფუფუნებაა, საქმის დაწყებამდე კარგად დაფიქრდეს და ყველაფერი აწონ-დაწონოს, რა ფერიც უყვარს, ის შეიტანოს. ერთი ნივთი მაინც თუ იცის, რომ აუცილებლად უნდა დადგას სახლში, იმ ნივთით განსაზღვროს ყველაფერი და იმას მიუსადაგოს, რადგან თუ დაიწყებს ფიქრს ყველაფერზე, რაც კი სურს, აუცილებლად დაიბნევა. ვთქვათ, ბებიის ნაჩუქარი პატარა კარადა აქვს, რომელიც ზუსტად იცის, რომ უნდა დადგას ახალ სახლში, ჯერ მას მიუჩინოს ადგილი და მის ირგვლივ დაიწყოს ტრიალი, მოარგოს რაღაც სკამი, მაგიდა, გადასაფარებელი, კედლის ფერი, რა თქმა უნდა, კარადის გარდა ყველაფერი თანამედროვე და ახალი იქნება, მაგრამ ერთ ხაზს გაჰყვება, ერთმანეთს მოუხდება და ნაკლებ დაბნეულობას გამოიწვევს.
თეა იაკობაშვილი