კრემისფერი შპალერის გამოყენების ყველაზე ეფექტური მეთოდები - ის მოდიდან არასდროს გადადის


თანამედროვე სამყაროში კედლის მოსაპირკეთებლი მასალა დღითიდღე მატულობს, არჩევანის გაკეთება სულ უფრო ჭირს. არც ისე ადვილია ფერის, ნახატის, ორნამენტის შერჩევა. ამიტომ, გირჩევთ არჩევანი უნივერსალურ სახეობაზე შეაჩეროთ, რათა საბოლოოდ მოგებული დარჩეთ.
აი, მაგალითად, კრემისფერი შპალერი მოდიდან არასდროს გადადის და ყოველთვის აქტუალურია.

კრემისფერი შპალერი



შპალერის თანამედროვე მწარმოებლები ახალ-ახალ ვარიანტებს გვთავაზობენ, სხვადასხვა ფიგურებით, ორნამენტებით, თუმცა უმეტესობა მაინც მოკრძალებულ და თავდაჭერილ ტონებსა და ორნამენტებს ანიჭებს უპირატესობას. მინიმალიზმი ყოველთვის მოდაშია.

კრემისფერი ინტერიერში არის მყუდროება, კომფორტი და კლასიკა. ის ნეიტრალურ ფერად ითვება, რადგან ყველა ფერს ადვილად ერწყმის.
ამ ფერთან ერთად ადვილია ფანტაზიების ხორცშესხმა და უნიკალური კომპოზიციის შექმნა. ამიტომაც არის, რომ კრემისფერი შპალერი ბაზარზე ყოველთვის მოთხოვნადი და აქტუალურია.



ყველაზე გამართლებული ვარიანტია მონოქრომული დიზაინი. ამ შემთხვევაში ინტერიერში ჭარბობს ძირითადად კრემისფერი - არაფერი ზედმეტი. ეს ვარიანტი არის ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც პატივს სცემს მინიმალიზმს.



როგორ უკვე გითხარით, ეს ფერი ძალიან კარგად ერწყმის სხვა ფერებს, ის შეგიძლიათ გადაახალისოთ სხვადასხვა აქცენტებით, ტექსტილითა და აქსესუარებით. მსგავსი სტილის გადაწყვეტილება ორიგინალურად და დახვეწილად გამოიყურება.
ბოლო დროს ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს აქცენტირებული კედელი. თუ სამი კედლისთვის კრემიფერს შეარჩევთ, მეოთხე შესაძლოა განსხვავებული იყოს.


ამ გაფორმების მთავარი აზრი ის გახლავთ, ერთი კედელი განსხვავდება დანარჩენებისგან. ამ ხერხის გამოყენებით ოთახი ბევრად დახვეწილი და მრავალფეროვანი იქნება.

კრემისფერი მისაღებისა და საძინებლისთვის



აღნიშნული ფერი ყველაზე ძალიან მისაღებსა და საძინებელს უხდება. ის ძალიან მშვიდ, მყუდრო გარემოს ქმნის და არ არის თვალშისაცემი. გარდა ამისა, ეს ფერი ჰარმონიულად ერწყმის როგორც ცივ ისე თბილ ტონებს.
გაფორმება ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. დიზაინერების აზრით, ეს ფერი ყველაზე კარგად ერწყმის ყვითელს, სტაფილოსფერს, ყავფერსა და ლილისფერს.

სასარგებლო რჩევები



თუ გსურთ თქვენი საცხოვრებელი ფართის ვიზუალურად გადიდება, გირჩევთ აქცენტი კრემისფერზე გააკეთოთ. იმ ოთახში, სადაც სინათლე ნაკლებად აღწევს, უმჯობესია მუქი ფერების გამოყენებისგან თავი შეიკავოთ. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ და შეგახსენოთ, რომ შპალერის შერჩევის დროს მთავარ როლს თამაშობს არა მასზე გამოსახული ფორმები, არამედ ფონი. სწორედ ფონი ქმნის ატმსფეროსა და სიმყუდროვეს.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები