მცირეგაბარიტიანი სალხის დიზაინის თემა ყოველთვის აქტუალურია. ვფიქრობთ, არ იქნება ზედმეტი, კიდევ ერთხელ განვიხილოთ პატარა სივრცის ინტერიერი, ვისაუბროთ იმაზე, თუ რომელი ხრიკებით და რჩევებით უნდა ვიხელმძღვანელოთ.
უძრავი ქონების ბაზარზე მცირეგაბარიტიანი სახლები გაყიდვების სათავეშია და არ გვგონია, ეს პოზიციები დათმოს. შედარებით ხელმისაწვდომი ფასიდან გამომდინარე ასეთ სახლებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. განსაკუთრებით პოპულარული კი ახალგაზრდა წყვილებშია, როდესაც დამუკიდებელ ცხოვრებას გადაწყვეტენ ხოლმე. როგორც წესი, მცირეგაბარიტიანი სახლი მათთვის პირველი შენაძენი არის ხოლმე.
სურვილის და მონდომების შემთხვევაში ყველაზე პატარა სივრცეშიც კი არის შესაძლებელი კომოფრტული საცხოვრებელი გარემოს შექმნა.
მცირეგაბარიტიანი სახლის დიზაინის შერჩევის დროს მთავარია ჩამოყალიბდეთ, რომელ სტილს ირჩევთ. ყველაზე ეფექტური ამ შემთხვევაში მინიმალისტური სტილია სხვადასხვა ელემენტის დამატებით.
მაგალითად, თქვენ მოგწონთ პროვანსის სტილი, მაგრამ მისი რეალიზება შეზღუდულ სივრცეში თითქმის წარმოუდგენელია, რადგან ის სივრცეს მოითხოვს, თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ სახლი მინიმალისტურ სტილში და გამოიყენოთ პროვანსის სტილისთვის დამახასიათებელი ელემენტები, კონკრეტულად - ავეჯი.
მინიმალიზმი, როგორც სტილი მცირეგაბარიტიანი სახლებისთვის იმიტომ არის აქტუალური, რომ ის ტოვებს სივრცის შთაბეჭდილებას და ფარავს ადგილის უკმარისობის შეგრძნებას.
პატარა სივრცის ორგანიზება არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ასე რომ, თუ სასადილო ოთახი ლოჯიასთან გააერთიანეთ, მის ზონაში შეგიძლიათ პატარა კაბინეტი მოაწყოთ.
პატარა სახლებში ავეჯი უნდა იყოს ფუნქციური, ამიტომ უნდა გქონდეთ მხოლოდ ის ნივთები, რომელიც მართლა გჭირდებათ. მაგალითად, დეკორატიული კონსოლერის მაგივრად უმჯობესია ვიწრო კარადა განათავსოთ, ჟურნალის მაგიდა კი ჯობს ისეთი შეარჩიოთ, რომელსაც ჟურნალების შესანახიც ექნება.
დასაშვებია ტრანსფორმერი ავეჯის გამოყენება. შეიძლება მაქსიმალურად აითვისოთ სივრცე საწოლის ქვეშ და შესანახი სისტემა გააკეთოთ.
რაც შეეხება ფერებს, მცირეგაბარიტიან სახლებში ფერთა გამა შეზღუდულია და აქცენტი ღია და პასტელის ფერებზე კეთდება. კაშკაშა და მუქ ფერებზე უარის თქმა არ ღირს, თუმცა ისინი შესაძლოა გამოიყენოთ დეკორის ელემენტებად ან აქცენტებად. გირჩევთ უარი თქვათ მასიურ პრინტებსა და ორნამენტებზე ტექსტილშიც.
სივრცის ორგანიზების ერთ-ერთი მთავარი მომენტი განათებაა. სანათები ჯობს პატარა ზომის იყოს, რომელსაც გაფანტული შუქი ექნება. დიდი, მასიური ჭაღები უნდა დაივიწყოთ.