რას მოიცავს ინტერიერის დიზაინერის მომსახურება და რა ღირს ის საქართველოში

თუ თქვენ ინტერიერის დიზაინის გაკეთება გადაწყვიტეთ, პირველ რიგში, ალბათ, ფასებით დაინტერესდით. ფასები კი საკმაოდ განსხვავებულია, ამიტომ, ალბათ, დაიბენით კიდეც. საქართველოში ინეტრიერის დიზაინერის მომსახურება კვ.მ–ზე 10 ლარიდან იწყება და 250 ლარამდე ადის. ზოგადად, ფასი დამოკიდებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასა და არსებული ობიექტის მდგომარეობაზე. რაც უფრო მეტია დიზაინერის ჩართულობა სარემონტო პროცესში, მით მაღალია ფასი. ეს ნიშნავს საავტორო ზედამხედველობას.

უფრო დეტალურად რომ განვმარტოთ, ფასს განსაზღვრავს ის თუ რამდენად ჩართულია დიზაინერი პროცესში. მომსახურება, რომელიც 10 ლარი ღირს, მოიცავს მხოლოდ დიზაინის გაკეთებას და არა შემდგომ დახმარებას
მასალების შერჩევაში ან სამუშაო პროცესის ზედამხედველობას. ეს კი, ფაქტობრივად, სანახევროდ გაკეთებული საქმეა და საბოლოო შედეგი დამაკმაყოფილებელი იშვიათად არის.


თუ გსურთ დიზაინერის ხარისხიანი მომსახურება მიიღოთ, მაშინ აუცილებლად უნდა აირჩიოთ ისეთი, რომელიც მოიცავს ობიექტის სრულყოფილ აზომვას, დიზაინის რამდენიმე ვარიანტის შეთავაზებას, დიზაინის ვიზუალიზაციას, მასალების რაოდენობრივ აღრიცხვასა და შერჩევაში დახმარებას და რაც მთავარია, მუშაობის პროცესში საავტორო ზედამხედველობას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფასი საკმაოდ იზრდება და ხშირად საშუალო მომხმარებლისთვის მიუწვდომელი ხდება. სწორედ ეს განაპირობებს დღეს ქართულ ბაზარზე ინტერიერის დიზაინერის მომსახურების ნაკლებად პოპულარობას.

ბაზრის მოკვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ დღეს ინტერიერის დიზაინს ერთ-ერთი ყველაზე მისაღები პირობებით მომხმარებელს „მიჰაუსი“ სთავაზობს. „მიჰაუსი“ სარემონტო და სამშენებლო მასალების ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტია ამიერკავკასიაში, რომელიც მომხმარებელს 60 000 დასახელების პროდუქტს სთავაზობს. „მიჰაუსის“ დიზაინერი გივი სარალიძე აღნიშნავს, რომ მათთან სტანდარტული მომსახურება 25 ლარია, თუმცა ფასი შეიძლება შემცირდეს.
„მიჰაუსში“ დიზაინერის მომსახურება ერთ კვადრატულ მეტრზე 25 ლარი ღირს. ჩვენი სტანდარტული მომსახურება კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ მართლაც სასურველი და რაც მთავარია, ხარისხიანი შედეგი მიიღოს,“ – განმარტავს გივი სარალიძე.

„მიჰაუსის“ სტანდარტული დიზაინერის მომსახურება შემდეგი ეტაპებისგან შედგება:
  • ობიექტის დეტალური აზომვა და აზომვითი ნახაზი;
  • გეგმარების 2 ვარიანტი და მუდბორდი რეფერენსებით, რათა განისაზღვროს სასურველი მიმართულება და სტილი. უშუალოდ დიზაინის კონცეფციის შექმნა, შესრულება და ვიზუალიზაცია (რენდერი);
  • ტექნიკური ნახაზები რაშიც შედის: ტიხრების ცვლილება, სანტექნიკისა და გათბობის სისტემების სქემის შედგენა, ელექტროობის გეგმარება, კედლის საფარის გადანაწილების სქემა, ჭერისა და იატაკის სქემის შედგენა, ავეჯის ტექნიკური ნახაზი;
  • მასალების შერჩევა და რაოდენობების აღრიცხვა;
  • საავტორო ზედმახედველობა, რაც ითვალისწინებ ნახაზის მიხედვით, მიმდინარე სამუშაო პროცესების სიზუსტის ეტაპობრივ შემოწმებას, დამკვეთთან კომუნიკაციის წარმოებას.
„ზოგადად, მასალების შერჩევის პროცესი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულია, ეს არის უმნიშნეოვანესი ეტაპი სასურველი შედეგის მაქსიმალურად მისაღწევად. ხშირად სტენდზე ან მაღაზიაში განთავსებული ერთეული პროდუქცია სრულად განსხვავებულად გამოიყურება სპეციალური განათებისა და ბევრი ფაქტორის გამო, ხოლო უკვე გამოყენებული და საერთო სივრცეში შეიძლება რადიკალურად აცდეს ჩვენს წარმოდგენებს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დიზაინერის მომსახურება, რომელმაც ამ საქმის შესახებ ყველაფერი იცის და პროფესიონალური რჩევის მოცემა შეუძლია,“ – განმარტავს გივი სარალიძე.

დიზაინერი აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშნელოვანია საქართველოში დიზაინერის მომსახურება სათანადოდ შეფასდეს და დაფასდეს. საზოგადოებაში ამ დრომდე არ არის დაგროვებული საკმარისი გამოცდილება, რომ ყველამ კარგად გააცნობიეროს, თუ როგორ საჭიროა ინტერიერის დიზაინერის მომსახურება. მომხმარებლებმა რეალურად არ იციან, რას წარმოადგენს ეს სერვისი და გავრცელებულია მცდარი წარმოდგენა, რომ დიზაინერი მხოლოდ ფერებსა და დეკორაციებს არჩევს. სამწუხაროდ, ხშირად არ არის გამახვილებული ყურადღება მის ტექნიკურ ნაწილზე, რაც რეალურად უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, პროფესიონალური მომსახურება მისაღებ ფასად ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის და შესაბამისად, სწრაფად და სწორად განვითარდეს ბაზარიც.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები