როგორ მოვაწყოთ საზაფხულო ვერანდა

სულ მალე მოვა ზაფხული და ვერანდის იღბლიანი მფლობელებიც სულ უფრო ბევრს იფქრებენ იმაზე, თუ როგორ მოაწყონ საზაფხულო ვერანდა ისე, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში იქ ყოფნა სასიამოვნო იყოს და ამავდროულად მუშაობაც შეძლონ.

1. დეკორატიული განათება

ვერანდა ის ადგილია, სადაც ზაფხულში დროის უმეტესი ნაწილის გატარება გვიწევს. ეს არ არის დახურული სივრცე, რომელიც ითხოვს ლოკალურ განათებას, ამიტომ გირჩევთ ყურადღება გაამახვილოთ სინათლის დეკორატიულ წყაროზე და შეარჩიოთ ორიგინალური დიზაინის სანათები.
ამ ეტაპზე ძალიან პოპულარულია ფანრების იმიტაცია, სხვადასხვა ფორმისა

და ფერის ფანრები. არჩევანი იმდენად დიდია, რომ თქვენთვის სასურველი ფერისა და ფორმის აქსესუარის შეძენა არ უნდა გაგიჭირდეთ. ასეთი სანათების დაკიდებას გირჩევთ სხვადსხვა დონეზე, ასიმეტრიულად, რათა გაამძაფროთ ესთეტიკური აღქმა და შუქ-ჩრდილების ეფექტი.


2. პირველი შთაბეჭდილება
ვერანდის მოწყობის დროს ძალიან დიდი მნივნელობა უნდა მიანიჭოთ შესასვლელს. როდესაც ადამიანი ვერანდაზეა, უნდა ექმნებოდეს შთაბეჭდილება, რომ იგი ერწყმის ბუნებას. კარის ორივე მხარეს გირჩევთ ყვავილებიანი ლარნაკების განთავსებას. შეგიძლიათ გამოიყენოთ ხისა და ქვის აქსესუარები და ნივთები, თუ ამის სშუალება არის, კარგი იქნება სარკისებური ეფექტის შექმნა, ანუ ერთნაირი ნივთების გამოყენება, თითქოს ისინი ერთმანეთს ირეკლავენ.


3. ტექსტილი
ტექსტილი ნებისმიერ ინტერირში უმთავრეს როლს თამაშობს, იგივე შეგვიძლია გითხრათ ექსტერიერის შემთხვევაშიც. მიუხედავად იმისა,რომ ვერანდა სახლის გარეთ არსებული სივრცეა, ხშირად გადაუხურავია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ არ შეგვიძლია ტექსტილის გამოყენება, თუმცა ამ შემთხვევაში უნდა შევარჩიოთ ისეთი მატერია, რომელიც იქნება წყალგაუმტარი, ასევე კრგად გაუძლებს მცხუნვარე მზის სხივებს. ასევე შეგვიძლია გამოვიყუნოთ რბილი ავეჯის ჩამოსაცმელი ჩიხოლები, რომელიც კლიმატური პირობების შესაბამისად შეგვიძლიათ მოვხსნათ ავეჯს.


4. ზონები
თუ თქვენი ვერანდა დიდი ზომისაა მოწყობის დროს გირჩევთ ის ზონებად დაყოთ. ასეთ შემთხვევაში თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ იქონიოთ სასადილო, მისაღები, სამუშაო, სათამაშო ოთახი და ეს ყველაფერი ერთ, ღია სივრცეში.


5. ჰამაკი - ეს ვერანდის განუყოფელი ნაწილია

ჰამაკი ყველა ადამიანში ძალიან დადებით ემოციებს აღძრავს და გულგრილს ვერავის ტოვებს, თუმცა მისი ყველა ინტერიერში განთავსება არ ხერხდება. აი ვერანდა კი ის ადგილია, სადაც ჰამაკის დაკიდება თავისყფლად შეიძლება. ამისათვის უნდა შეარჩიოთ ისეთი ადგილი, რომელსაც მზე ნაკლებად ადგება, უფრო ჩრდილი. უნდა შეირჩეს ისეთი ადგილი, რომ გამვლელ-გამომვლელებს ხელი არ შეუშალოთ და არც თქვენ დაგერღვეთ სიმყუდროვე.
ჰამაკის გვერდით შეგიძლიათ დადგათ პატარა თარო, სადაც მოათავსებთ თქვენ წიგნსა თუ ჟურნალს, რომ დასვენების დროს წაიკითხოთ.


6. გამწვანება


ვერანდის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება მისი ბუნებასთან სიახლოვეა. ეცადეთ ეს მომენტი მაქსიმალურად გამოყენოთ და თქვენი ვერანდაც მაქსიმალურად გაამწვანოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები