სამზარეულოს როგორი ტრენდები გველოდება 2022 წელს


მუშაობა სივრცესთან, უარი ზედა კარადებს და კომფორტული მინიმალიზმი - მოდით ვისაუბროთ, როგორი ტრენდები გველოდება 2022 წელს.
ტრენდები, მოდა, ყოველწლიურად იცვლება, თუმცა რემონტის ასე ხშირად გაკეთება ნამდვილად არარეალურია. ამ სტატიაში ვეცადეთ შემოგვეთავაზებინა ისეთი ვარიანტები, რომელიც აქტუალობას კარგა ხნის განმავლობაში არ დაკარგავს.

1. ერთიანი სივრცე


გაერთიანებული სამზარეულოთი და სასადილო ოთახით ვეღარავის გააოცებთ. ეს მოდური ტრენდი დიდი ხანია კლასიკად იქცა. ახალაშენებული ბინები სწორედ ასეა დაპროექტებული, საცხოვრებელი ფართის 50% სწორედ სამზარეულოს და სასადილოს ეთმობა, სადაც ოჯახის სიცოცხლე ჩქეფს.
რა არის მნიშვნელოვანი მსგავსი სივრცის გაფორმების
დროს?
ძირითადი იდეა ერთიანობაშია. სივრცე არ უნდა დანაწვრდეს, არ უნდა დაიყოს ტიხრებით, ეს განსაკუთრებით ეხება პატარა სივრცეს, სადაც უნდა შეიქმნას სივრცის ილუზია.

ასეთი წყობის მთავარი პრობლემა სუნი და ხმაურია. ამ ფაქტორების თავიდან აცილება შესაძლებელია ძლიერი გამწოვითა და კარგი იზოლაციით.
თუ ხშირად გიწევთ სადილების კეთება, შეგიძლიათ ისარგებლოთ მსუბუქი, უმჯობესია გამჭირვალე ტიხრებით, რომელც სინათლეს გაატარებს, მაგალითად, მინის ტიხარი ან მობილური შირმა.
სამუშაო ზონა მაქსიმალურად სადა უნდა იყოს, მთავარი აქცენტი კი სავარძელსა და მაგიდაზე უნდა კეთდებოდეს. ამისთვის კი ძალიან კარგად გამოგადგებათ ლაკონური ფასადები, დაფარული მექანიზმები, ნეიტრალური ფერთა პალიტრა.


მისაღებისა და სამზარეულოს ზონირების სტანდარტული სისტემა სასადილო ზონაა. ეს შესაძლებელია იყოს სრულფასოვანი სასადილო მაგიდა საკმებით ან ბარის მაგიდა. არჩევანი დამოკიდებულია ოჯახის წევრების ცხოვრების წესზე.

2. ბუნებრივი ფერები


კიდევ ერთი გრძელვადიანი ტენდენცია ბუნებრივი ფერთა პალიტრაა, რომელსაც უახლოეს მომავალში მოდიდან გადასვლა ნამდვილად არ უწერია. თუმცა ნატურალური პალიტრა მრავალფეროვანია და ეს სპექტრი შიგნიდან იცვლება.

ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური ხდება ყავისფრის ნაცვლად ღია ფერები, ბეჟი, თეთრი, მონაცრისფრო. შედეგად ვიღებთ ჰაეროვან დიზაინს სკანდინავიურ სტილში.


ძნელია ბუნებრივ ფერთა პალიტრის წარმოდგენა მწვანე ფერის გარეშე. ეს ფერი ნებისმიერ ინტერიერს უხდება და ახალისებს. სამზარეულოს ფასადს ძალიან უხდება ზეითუნისფერი მწვანე. ასევე შალფეის ფერი გარდამავლი ნაცრისფერში. ლურჯის მრავალფეროვნება. პოპულარობაში ღია ფერებს არც მკვეთრი ფერები ჩამორჩება. ოკეანისფერი , ინდიგო, ცისფერი. ასევე აქტუალურია მიწისფერი, თიხისფერი.

3. ანტრესოლიანი კარადები




სტანდარტული კარადებისგან განსხვავებით, ანტრესოლიან სამზარეულოს აქვს დამატებითი, მესამე იარუსი. ასე ათვისებულია სივრცე ზედა კარადებსა და ჭერს შორის. ასეთი კარადები დიდი პოპულარობით სარგებლობს გამომდინარე რამდენიმე თვალსაჩინო უპირატესობისა - ჩნდება დამატებითი შესანახი სისტემა, ჭერსა და ზედა ფასადს შორის სივრცის არარსებობა სამზრეულოს ბევრად ლაკონურს და დახვეწილს ხდის.
ბევრად გამარტივებულია დალაგების პროცესი დიასახლისებისთვის.

4. კომპაქტური სამუშაო ზონა


თანამედროვე ცხოვრების სტილი ძალიან შეცვლილია. დიასახლისებს სადილბის მზადება იმდენად აღარ უწევთ, მთელს ენერგიას კარიერას უთმობენ, ამიტომ სამუშაო ზონა სამზარეულოში ბევრად კომპაქტური გახდა.

5. ორი ფერი ან ორი ფაქტურა


მოდაში შემოდის კონტრასტული, ორფერიანი გარნიტური, ფერები შეიძლება იყოს გადანაწილებული როგორც ჰორიზონტალურად ისე ვერტიკალურად. ერთი ფერი არის საბაზისო, მეორე აქცენტი. კლასიკური ვარიანტია ზედა ნაწილი ღია, ქვედა მუქი, თუმცა არავის აუკრძალავს ამ წესის დარღვევა. კიდევ უფრო საინტერესოა ორი ფაქტურის შერწყმა, მაგალითად ქვა და ხე, მარმარილო და მეტალი.

6. უარი ზედა იარუსს



სულ უფრო ხშირად ვხვდებით სამზარეულოს ზედა იარუსის, კარადების გარეშე. საამისოდ რამდენიმე მიზეზი არსებობს:
ადამიანების ცხოვრების სტილის შეცვლა, ზედმეტი შესანახი სისტემა საჭირო აღარ არის.
მსგავსი კომპოზიცია ინტერიერს ბევრად ჰაეროვანს და სადას ხდის.
ზედა კარადების გარეშე სამზარეულოს დამზდება ბევრად იაფი ჯდება.


კომენტარის დამატება