"ოქროს" სახლები რუსეთსა და უკრაინაში, რომელთა დანახვა აგატირებთ

ხანდახან ადამიანები ისე ცდილობენ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას, ზომიერების გრძნობას კარგავენ ხოლმე. ეს სწორედ ასეთი შემთხვევებია. 

ერთოთახიანი იტალიურ სტილში

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ეს ბინა მართლა ერთოთახიანია. მოსკოვის აღმოსავლეთით მდებარეობს ეს ბინა. რემონტამდე ჩვეულებრივი 36 კვადრატული მეტრის ფართის ტიპური ბინა იყო, თუმცა მისმა პატრონმა, ახალგაზრდა გოგონამ მთლიანად გარდაქმნა ყველაფერი. მან იტალიურ სტილში გაარემონტა ბინა - ყველაფერში ეხმარებოდა მამამისი. ოცნების განსახორციელებლად კედლები მოანგრიეს და ერთოთახიანი ბინა სტუდიოდ გადააქციეს. იტალიიდან გამოიწერეს შესაფერისი ავეჯი და ასეთი შედეგები მიიღეს.

შეიძლება, ვიღაცას მოეწონოს კიდეც, თუმცა აშკარად ზედმეტია ეს ყველაფერი. თუმცა

თვითონ სახლის პატრონი ამბობს, რომ მისთვის ეს ზღაპარია და იქ თავს შესანიშნავად გრძნობს. 

 

 

ოქროს "სამეული"

ძვირფასი ინტერიერების მოყვარული ადამიანის ეს სახლი ასევე რუსეთშია, მაგადანშია.

სამოთახიან ბინაში კედლები არ დაუნგრევიათ და არც მათ მოპირკეთებაზე უზრუნიათ - საკმაოდ იაფფასიანი შპალერი აქვთ გაკრული, ოღონდაც, ოქროსფერი. დეკორი კი სულ მასიურია, მოჩუქურთმებული და ოქროსფერი. შუა საუკუნეების სასახლეს ჰგავს, ოღონდ ძალიან მდარეს. XXI საუკუნეს მხოლოდ ტელევიზორი მოგაგონებთ, ოღონდ ისიც მოოქროვილ ჩარჩოშია ჩასმული.

როგორც ჩანს, სახლის მფლობელებს არ აღელვებთ ის ფაქტი, რომ მასიური ავეჯი და ბევრი აქსესუარი ბინის სივრცეს ვიზუალურად ძალიან ამცირებს.


საძინებელში უშველებელი საწოლი დგას, სამეფო სარეცლის მსგავსი.

აბაზანაც კი "მოოქროვილია". სარეცხი მანქანაც კი, რომლის სითეთრეც ოდნავ იჭყიტება ამ სიჭრელეში, უშცველებელი ხელოვნური ოქროსფერი ბუჩქით დაუმალავთ.

 

ოქროს სახლი უკრაინაში

ოქროულობის მოყვარულები უკრაინაშიც აღმოჩნდნენ. მაგალითად, ეს სახლი ჩერნიგოვის ოლქში მდებარეობს.

თუმცა რასაკვირველია, აქაც ნამდვილი ოქრო არ არის, ეს მოოქროვილი, ოქროსფერი დეკორით გაფორმებული სივრცეა. მთავარია, შოკური შთაბეჭდილება მოახდინოს მნახველზე.

ტელევიზორი აქაც ჩარჩოში აქვთ ჩასმული.

 

კომენტარები

nn 2017-08-25 02:13
nastia tqvenze uzrdeli vinme arsebobs kidev?? qartvelebze rom laparakob piri gamoirecxe ucignuro!! uzneo naciis mdabio carmomadgenelo...
lia 2017-08-25 00:43
რა საშინელებაა,ძნელი დასაჯერებელია ასეთი მეშჩანობა ვინმეს მოსწონდეს,რუსები დიდი გემოვნებით არ გამოირჩვიამ ,მაგრამ როსეთში რამდენი ეროვნების ხალი ცხოვრობს, ოქროებზე რომ გიჟდებიან.
Vaa Too 2017-08-24 19:27
უკვე ვტირივარ. იქნებ სელპაკი მომაწოდოთ.
dodo 2016-07-12 02:12
საძინებელი სამარხს გავს... ზეიმია უგემოვნების ეს სახლი
ნინა 2016-07-08 16:13
მსგავსი უგემოვნობა იშვიათად შემხვედრია. ნამდვილად ამეტირა ამ საშინელების გამო

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები