ალბათ ყველა დიასახლისის სურვილია, რომ სახლისთვის, ოჯახისთვის ნაყიდი თითოეული ნივთი ინტერიერის მთავარ ხიბლად იქცეს და დაამშვენოს იგი. თუმცა, ყოველთვის ისე როდი ხდება, რომ ეს ყველას გამოსდის. ხანდახან ნივთები ინტერიერს კი არ ამშვენებს, პირიქით, აუბრალოებს. მოდით, გავეცნოთ მსგავსი ატრიბუტების ჩამონათვალს.
ოქროსფერი ფურნიტურა
იყო დრო, როდესაც ოქროსფერი სახელურები ავეჯზე ძალიან მოდურად ითვლებოდა და ოჯახის სოციალურ სტატუსზეც კი მიუთითებდა, თუმცა ეს დრო წარსულს ჩაბარდა და ახლა მოდაში სისადავეა.
ფრთიანი ნიჟარა
გეთანხმებით, მსგავსი ტიპის ნიჟარა ძალიან გამძლე და პრაქტიკულია, თუმცა თანამედროვე ინტერიერს და თანამედროვე დიზაინის
ნიჟარას მსგავსი სტილი არ უხდება. თუ საშრობის აუცილებლობის წინაშე დგახართ, გირჩევნიათ საამისოდ სპეციალური სშრობი მოწყობილობა იყიდოთ, ეს ბევრად უკეთესი არჩევანი იქნება.
ამოკვეთილი ფასადი
ერთის მხრივ მსგავსი ტიპის ფასადი თითქოს ლამაზად გამოიყურება, თუმცა ინტერიერს გადატვირთულ ელფერს ანიჭებს, სადა ფასადი ბევრად თანამედროვედ და ეფექტურად გამოიყურება.
დასაკიდი კარნიზი
ნებისმიერი ტიპის დასაკიდი საფარდე ჭერს ვიზუალურად ადაბლებს და ინტერიერს თრგუნავს. ეცადეთ, რომ ინტერიერის მოწყობის დროს იყოთ თავშეკავებულები და ლაკონურები.
ჭაღი ჭერის ცენტრში
ერთი ცენტრალური ჭაღი დიდი ხანია გადავიდა მოდიდან და დაკარგა აქტუალობა. გირჩევთ ოთახში განათების რამდენიმე წერტილი იქონიოთ, რომელსაც საჭიროების მიხედვით გამოიყენებთ.
თეთრი რადიატორი
ეს ის ატრიბუტია, რომელსაც თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებით და არ აქვს მნიშვნელობა, რადიატორი თანამედროვე ტიპის იქნება, ალუმინის თუ ძველებური, თუჯის, თეთრ ფერი მას ხიბლს უკარგავს, აბა, სცადეთ სხვა ფერის რადიატორი და დარწმუნდებით, რომ არ ვცდებით.
ძვირფასი ნივთის იმიტაცია
არავინ დაობს, რომ თანამედროვე რეპლიკები ძალიან ეფექტურად გამოიყურება და პრაქტიკულიც არის, თუმცა გირჩევთ თავი შეიკავოთ იაფი იმიტაციისგან, ის თქვენს ინტერიერს სასაცილოს გახდის.