რა მეთოდებით შეიძლება ყურადღების გადატანა ოთახის ზომიდან ინტერიერზე, როგორ შეიძლება ვაქციოთ შეზღუდული სივრცე საინტერესო ადგილად, რა როლი შეიძლება ითამაშოს ამ დროს ჭერმა.
1. კუთხის გალერეა
მოულოდნელი სვლა, რომელიც საკმაოდ მარტივი, ყურადღების გადატანის პრინციპით მოქმედებს. კუთხის გალერეების წყალობით თვალი არ გაიქცევა მხოლოდ ერთმანთთან ახლოს განთავსებულ კედლებზე, პირიქით, მზერას მიეცემა შესაძლებლობა, იმოგზაუროს აქეთ-იქით.
2. ღია ფერის კედლები და იატაკი
თეთრი ფერი, როგორც ასეთი, სივრცეს არ ზრდს, თუმცა ნათელი ფერის ოთახში ღია ფერის ანარეკლი იძლევა სიმსუბუქისა და სივრცის შეგრძნებას.
3. თ
ამ შემთხვევაში აღქმის ფიზიკა ერთვება თამაშში და თუ გონივრულად ითამაშებთ, საკმაოდ შთამბეჭდავი ეფექტების მიღწევაა შესაძლებელი.
4. სარკე
ამ შემთხვევაში საუბარია დიდი ზომის სარკის სწორად განთავსებაზე, რომელიც პორტალის, ფანჯრის ან კარის როლს შეასრულებს და რომლის წყალობითაც სივრცის ერთიორად გაზრდაა შესაძლებელი.
5. ჭერი
ამ შემთხვევაში საჭიროა დაიცვათ ზომიერება და არ გადააჭარბოთ ჭერთან მიმართებაში. ეცადეთ, ჭერი კედლებთან შედარებით ძალიან კონტრასტული არ იყოს.